მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის
აკადემიური პერსონალი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ასოცირებული პროფესორი განათლების მიმართულებით. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი

საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრის SALiS ხელმძღვანელი, http://salis.iliauni.edu.ge





მარიკა კაპანაძემ წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბიოფიზიკის სპეციალობით, სწავლა განაგრძო რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ცილის ინსტიტუტის ასპირანტურაში და დაიცვა დისერტაცია თემაზე: „ადამიანის პანკრეასის პოლიპეპტიდის მუტანტების სტაბილურობის შესწავლა“. 2004 წლიდან აქტიურად მუშაობს საბუნებისმეტყველო განათლების მიმართულებით, 2008 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია. პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად კოორდინირებას უწევს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების განათლების პროექტების დანერგვას საქართველოში. 2010-2012 წლებში იყო TEMPUS-ის პროექტის პირველი ქართველი კოორდინატორი. მისი ხელმძღვანელობით დაინერგა საქართველოში ევროკომისიის მე-7 ჩარჩო-პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტები PROFILES და Chain Reaction. ამჟამად ERASMUS+ პროექტის ARTIST-ის თანაკოორდინატორი. გაცვლითი პროექტების ფარგლებში კითხულობდა ლექციებს ევროპის უნივერსიტეტებში, მათ შორის – ბრემენის (გერმანია), ლიმერიკის (ირლანდია), ლინეუსისა (შვედეთი) და კლაგენფურტის (ავსტრია) უნივერსიტეტებში. მარიკა კაპანაძე DAAD-ის დაფინანსებით კვლევით საქმიანობას ეწეოდა ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში. ის რამდენიმე საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალის რედკოლეგიის წევრია, თანამშრომლობს ევროპისა და ამერიკის ბევრ უნივერსიტეტთან, აწარმოებს ერთობლივ კვლევებს საბუნებისმეტყველო განათლების მიმართულებით. 2017 წელს მაკმილანის გამომცემლობამ დაბეჭდა წიგნი Intercultural Studies of Curriculum, რომლის ერთ-ერთი თავის თანაავტორი მარიკა კაპანაძეა კოლეგებთან ერთად ამერიკიდან და ისრაელიდან. მან მიიღო მიჩიგანის უნივერსიტეტის დაფინანსება და 2018 წლის შემოდგომაზე ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება ერთობლივი კვლევების განსახორციელებლად.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

  • საბუნებისმეტყველო განათლება
  • კვლევაზე დაფუძნებული სწავლება და მისი როლი სასწავლო პროცესში
  • სწავლისა და სწავლების თანამედროვე მიდგომები
  • მოსწავლეთა და სტუდენტთა მოტივაცია საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებისას
  • საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლების დამოკიდებულებების განვითარება

  1. Kapanadze, M., Bolte,C.,Schulte, T., Slovinsky, E., (2015) Stakeholders’ Views on Science Education – Curricular Delphi Study in Georgia. American Journal of Educational Reserach, 2015 in print
  2. Kapanadze, M., Bolte,C., Schneider, V., Slovinsky, E., (2015) Enhencing Science Teachers’ Continious Professional Development in the Field of IBSE and other Aspects of Inovative Science Lessons. Journal of Baltic Science Education, 2015, Vol.14, (2), (pp. 254 -266).
  3. Kapanadze, M., & Slovinsky, E., (2014). Teacher’ Owenership towards developing new PROFILES Modules.In: C. Bolte, & F. Rauch, (Eds.). Enhancing Inquiry-based Science Education and Teachers’ Continuous Professional development in Europe: Insights and Reflections on the PROFILES Project and other PROJECTS funded by the EUROPEAN Commission. (pp. 118 – 121). Berlin: Freie Universität Berlin (Germany) / Klagenfurt: Alpen-Adria-Universität Klagenfurt (Austria).
  4. Kapanadze, Marika, SlovinskyEkaterine; (2014)Science Education for Sustainable Development and Project Chain Reaction in Georgia, In: I. Eilks, S. Markic, & B. Ralle (eds.), Science education research and education for sustainable development, Publisher: Aachen: Shaker (2014), (pp. 291-296)
  1. Kapanadze, Marika,Eilks, Ingo; (2014) Supporting Reform in Science Education in Central and Eastern Europe – Reflections and Perspectives from the Project TEMPUS-SALiS, Eurasia Journal of Mathematics, Science & Technology Education, 2014, 10(1), (pp. 47-58)
  1. Kapanadze, Marika; MarkicSilvjia.: A broad view on Georgian science teachers´ and science student teachers` beliefs about teaching and learning. Eurasia Journal of Mathematics, Science & Technology Education, 2013, 9(2), (pp. 143-154)
  2. Kapanadze, Marika; Janashia, Simon; Makashvili, Malkhaz; Eilks, Ingo; Stuckey, Marc; Markic, Silvija : Schüleraktives und Inquiry-orientiertesLehren und Lernenfördernim TEMPUS-ProjektSALiS. In: D. Höttecke (Hrsg.), Konzepte fachdidaktischer Strukturierung für den Unterricht, Münster: Lit (2012), (pp. 586-588)

წიგნები

გამოცემული და რედაქტირებული წიგნები და სახელმძღვანელოები:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა, თბილისი, 2005-2009
  2. მასწავლებლის პროფესიული და საგნობრივი (ბუნებისმეტყველების) სტანდარტი, თბილისი, 2008
  3. ტერმინოლოგიური ლექსიკონი, I ნაწილი, 2007
  4. დამხმარე მასალები პედაგოგებისათვის, თბილისი, I ნაწილი, 2007
  5. დამხმარე მასალები პედაგოგებისათვის, თბილისი, II ნაწილი, 2008
  6. როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს აზროვნება, თბილისი, 2008
  7. პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება, თბილისი, 2008
  8. „ვისწავლოთ ერთად“, ინკლუზიური განათლების სახელმძღვანელო, თბილისი, 2008
  9. „უსაფრთხოდ მოძრაობის წესები“, მოსწავლისა და მასწავლებლის სახელმძღვანელო, თბილისი, 2008
  10. გაზეთ „დიალოგის“ სტატიების კრებული, თბილისი, 2009
  11. „უსაფრთხოდ მოძრაობის წესები“, მოსწავლისა და მასწავლებლის სახელმძღვანელო, II ნაწილი, თბილისი, 2009
  12. ეროვნული სასწავლო გეგმა, თბილისი, 2011-2016
  13. ბუნებისმეტყველება, I-VI კლასები, გზამკვლევი მასწავლებლებისათვის, 2011
  14. საბუნებისმეტყველო სასკოლო ექსპერიმენტების გზამკვლევი მასწავლებლებისათვის VII-XI კლასები, 2013
  15. საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საფუძვლები, გზამკვლევი მასწავლებლებისთვის, VII კლასი, 2013

პუბლიკაციების ვრცელი სია

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

  • ბუნებისმეტყველების სწავლების საფუძვლები დაწყებით სკოლაში – საბაკალავრო
  • ბუნებისმეტყველების კვლევაზე დაფუნებული სწავლება დაწყებით საფეხურზე – საბაკალავრო
  • ბუნებისმეტყველების ინტეგრირებული სწავლება დაწყებით საფეხურზე – საბაკალავრო
  • კვლევაზე ორიენტირებული სწავლება საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების მაგალითზე – სამაგისტრო
  • ბუნებისმეტყველების ინტეგრირებული სწავლება – სამაგისტრო
  • ექსპერიმენტის როლი ფიზიკის სწავლებისას – სამაგისტრო
  • პედაგოგიური პრაქტიკა – სამაგისტრო
  • სადოქტორო სემინარი – სადოქტორო
  • აქტიური სწავლება ბუნებისმეტყველებაში დაწყებით სკოლაში – საბაკალავრო
  • აქტიური სწავლება ბუნებისმეტყველებაში საბაზო და საშუალო საფეხურზე – საბაკალავრო
  • ფიზიკის სწავლების საფუძვლები – სასერტიფიკატო
  • ფიზიკის სწავლების თანამედროვე მიდგომები – სასერტიფიკატო
  • კვლევაზე დაფუძნებული სწავლება ფიზიკაში – სასერტიფიკატო
  • პედაგოგიური პრაქტიკა – სასერტიფიკატო