მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

რომანისტიკის მიმართულება, ასისტენტ-პროფესორი





მარიეტა ჩიხლაძემ 2005 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპული ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი რომანისტიკის მიმართულებით, სპეციალობა – იტალიური ფილოლოგია. 2012 წელს ბოლონიის უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თანამედროვე, შედარებითი და პოსტკოლონიურ ლიტერატურაში პროფესორ გაბრიელა ელინა იმპოსტის ხელმძღვანელობის ქვეშ. სხვადასხვა წლებში, კვლევითი პროგრამებით, მუშაობდა უკრაინაში (ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის ეროვნული უნივერსიტეტი, 2012), პოლონეთსა (ვარშავის უნივერსიტეტი, 2013-14) და პორტუგალიაში (ლისაბონის უნივერსიტეტი, 2019-20). Erasmus+ აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამით ლექციებს კითხულობდა ბოლონიის უნივერსიტეტსა (2018) და ლისაბონის უნივერსიტეტში (2019) თემაზე – „საქართველოსა და კავკასიის ხატი XIX საუკუნის რუსულ ლიტერატურაში“. 2016 წლიდან არის რომის „ტორ ვერგატას“ უნივერსიტეტის აკადემიური ციფრული ჟურნალის ArtidelloSpettacolo/PerformingArt სარედაქციო კოლეგიის წევრი, ხოლო 2018 წლიდან ველინგტონის ვიქტორია უნივერსიტეტის აკადემიური მთარგმნელობითი ჟურნალის Neke, The New Zealand Journal of Translation Studies სარედაქციო კოლეგიის წევრი. 2015 წლიდან ლექციებს კითხულობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოწვეული მასწავლებლის სტატუსით, ასევე არის თსუ-კამოეშის პორტუგალიური ენისა და კულტურის ცენტრის კოორდინატორი.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

  • რომანული ქვეყნების ლიტერატურა და თეატრი (იტალია, პორტუგალია, ესპანეთი, საფრანგეთი);
  • XIX-XX საუკუნეების რუსული, უკრაინული და პოლონური ლიტერატურა და თეატრი;
  • სიტყვისა და ხატის ურთიერთობა XVII-XVIII საუკუნეების იკონოგრაფიაში;
  • ლიტერატურა და მეცნიერების ისტორია;
  • მთარგმნელობითი თეორიები.

სტატიები ჟურნალებში

  • მარიეტა ჩიხლაძე, მარია ღოზარიუ სალემა დე კარვალიუ, „წმინდა ქეთევან დედოფლის მარტვილობა პორტუგალიელ მისიონერთა ნარატივში სიტყვად და ხატად: XVIII ს. აზულეჟოს პანო, ლისაბონის გრასას მონასტერი“. საისტორიო კრებული, VII ტ. თბილისი, 2019 გვ. 270-95.
  • კათოლიკე მისიონერთა რეზიდენციები საქართველოში: ქრისტეფორე დე კასტელის სიტყვიერი და ხატოვანი ნარატივი“. ქართველოლოგი, 26, 2017, გვ. 29-73.
  • ზაზა სხირტლაძე, მარიეტა ჩიხლაძე, „დასავლეთევროპული მხატვრული სტილი მართლმადიდებლურ გარემოში: ქრისტეფორე დე კასტელის მიერ შესრულებული ხატები და ფრესკები გურიასა და ადიშში“. საერთაშორისო კონფერენციის მასალები: „მიჯნაზე: დრო და სივრცე“, თსუ, 2017, გვ. 127-164.
  • “Experienced in Georgian and Ukrainian Chamber Theatres. Conversation with the Cast”. Arti Dello Spettacolo/Performing Arts “Franca Rame One Life, A Thousand Adventures”, Introduction by Dario Fo, Number 2, 2016, pp. 93-102.
  • “Cristoforo Castelli” in Dizionario enciclopedico dei pensatori e dei teologi di Sicilia. Dalle origini al secolo XVIII. Sciascia, Caltanissetta-Roma 2014.

პუბლიკაციების ვრცელი სია

თარგმანები

  • ღეიშ, ჟოაო „მთარგმნელის საცოლე“. თარგმანი შესრულდა პორტუგალიური ენიდან. საგა – საქართველოს აკადემიური გამომცემლობა, თბილისი 2021 (იბეჭდება).
  • ზვევო, იტალო „ძენოს თვითშემეცნება“. იტალიური ენიდან თარგმანი: მარიეტა ჩიხლაძე, ილია გასვიანი. თბილისი, აგორა 2016.
  • ფო, დარიო „მსახიობის უბის სახელმძღვანელო“ (დღე პირველი). საზოგადოებრივი ლიტერატურული ჟურნალი „არილი“, 2016/ოქტომბერი, 10 (252), გვ.28-35.
  • ფო, დარიო „იოჰან პადანი ამერიკათა აღმოსაჩენად“. თბილისი, ინტელექტი 2008.

წინასიტყვაობა/რედაქტორობა:

  • პოპიაშვილი, ნინო „თანამედროვე პოეტური ენის თავისებურებები – ინტერპრეტაციები და კავშირები”. რედაქტორები: გაგა ლომიძე, მარიეტა ჩიხლაძე. უნივერსალი, თბილისი 2019.
  • „ლიტერატურული სამკუთხედი“ ნინო პოპიაშვილი, ცირა ბარბაქაძე, გერტ რობერტ გრიუნერტი. რედაქტორები: გაგა ლომიძე, მარიეტა ჩიხლაძე. გამომცემლობა ბაკმი, თბილისი 2018.
  • „ნობელის პრემია მასხარას“ – წინასიტყვაობა. დარიო ფო „პიესები“. ინტელექტი, თბილისი, 2008.
  • ბოლოსიტყვაობა, ზაზა ბურჭულაძის რომანის „ადიბასი“ პოლონურ ენაზე თარმნილი გამოცემისთვის. Zaza Burchuladze, Adibas. Warszawa, Claroscuro 2011.

 

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

თანამედროვე ფრანგული რომანი; რომანისტიკის შესავალი; თანამედროვე ესპანურენოვანი ლიტერატურა: მაგიური რეალიზმი.; პორტუგალიური ლიტერატურა ქართულ თარგმანებში; პოსტკოლონიური თეორიები და რომანულენოვანი ლიტერატურები; რომანული ქვეყნების ლიტერატურა და მისი როლი ევროპული კულტურული მემკვიდრეობის ჩამოყალიბებაში

მწერალი და დიქტატურა ევროპის ფრანკოფონულ სივრცეში; რომანისტიკის შესავალი; ესპანური ლიტერატურის ისტორია; რომანული ქვეყნების ლიტერატურა და მისი როლი ევროპული კულტურული მემკვიდრეობის ჩამოყალიბებაში

  • პირანდელოს ნიღბები (თსუ, სამაგისტრო კურსი 2015 წლიდან)
  • თანმიმდევრული თარგმანი (თსუ, სამაგისტრო კურსი, 2015 წლიდან)
  • ომისა და დაბრუნების თემა ჩეზარე პავეზეს შემოქმედებაში (თსუ, სამაგისტრო კურსი 2015 წლიდან)
  • XX საუკუნის იტალიური ლიტერატურა (თსუ, საბაკალავრო კურსი)