მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ასოცირებული პროფესორი





ნინო დოლიძე 2004-2018 წლების პერიოდში მუშაობდა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე, როგორც საჯარო მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელი და კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი. სხვადასხვა დროს ჩატარებული აქვს საჯარო მმართველობისა და ორგანიზაციული მართვის კურსები და არის სამაგისტრო, სადოქტორო და საბაკალავრო კვლევითი ნაშრომების ხელმძღვანელი. 2016 წელს, აშშ-ს ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის პროფესორის, ჯ. მალერის ხელმძღვანელობით, მან დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე ტრენინგებისა და განვითარების მოდელები ქართულ საჯარო სექტორში და მიენიჭა სოციალურ მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი.
ნინო დოლიძე ეწევა სამეცნიერო მუშაობას; ყოველწლიურად მონაწილეობს საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო კონფერენციებსა და სემინარებში, აქვს გამოქვეყნებული არაერთი შრომა საჯარო მმართველობის თემაზე, არის რამდენიმე მონოგრაფიის თანაავტორი, მათ შორის 2013 წელს CRC Press-ის მიერ გამოქვეყნებული წიგნისა, საჯარო მმართველობა პოსტ-კომუნისტურ ქვეყნებში, ყოფილ საბჭოთა კავშირში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსა და მონღოლეთში (ინგლისურ ენაზე).
როგორც ექსპერტი და ტრენერი, ატარებს კონსულტაციებს და ტრენინგების საჯარო მმართველობის, სტრატეგიული დაგეგმვის, პოლიტიკის ანალიზის, ზოგადი მენეჯმენტის, ორგანიზაციული მართვის და მომიჯნავე სფეროებში სხვადასხვა საჯარო და არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის. არის რამდენიმე პროექტის დირექტორი, რომლებიც GIPA-ში განხორციელდა, როგორებიცაა: მოკლევადიანი ტრენინგ-კურსები საქართველოს საჯარო სექტორისათვის; აშშ საერთაშორისო განვითრების სააგენტოს (USAID) დაფინანსებული პროექტის დემოკრატიული მმართველობა საქართველოში (G3) ფარგლებში, სტუდენტური დებატ-კლუბის ორგანიზება, დაფინანსებული OSI-ს მიერ, კვალიფიკაციის ამაღლების კურსები აფხაზეთის ა/რ მთავრობის თანამშრომლებისათვის და სხვა.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

საჯარო მმართველობა, საჯარო სექტორის რეფორმა, საჯარო პოლიტიკა, ორგანიზაციული მართვა, ადამიანური რესურსების მართვა საჯარო ორგანიზაციებში

რჩეული პუბლიკაციები

⦁ Performance Appraisal of Cvil Servants – as Introduced by the New Law of Civil Service in the Georgian Public Sector; published in: The Choice-Architecture behind Policy Designs, From Policy Design to Policy Practice in the European Integration Context, editors de Vries M.S., Nemec J., Junjan V., NISPAcee, 2020
⦁ Training and Development Models for Public Sector Servants Envisaged by the New Law on Civil Service in Georgia; published in: European Administrative Space; Spreading Standards, Building Capacities, editors Ivan Koproc, Polonca Kovac, NISPAcee, 2017
⦁ Georgian Public Sector – Problems and Challenges in the Prism of the New Law on Civil Service; co-authors: Ghonghadze N., (GIPA), Edner S., (GMU) published in Ongoing Issues of Georgian Policy and Public Administration, ed. Bonnie Stabile, Nino Ghonghadze, Westphalia Press, 2017.

წიგნები
⦁ Public Administration in Georgia – Contemporary Cases, Georgian Institute of Public Affairs, School of Government, ISBN 978-9941-0-6747-1, (co-author), Tbilisi 2014
⦁ Public Administration in Post-Communist Countries, Former Soviet Union, Central and Eastern Europe and Mongolia, chapter: Public Administration in Georgia (co-author), CRC Press (Taylor & Francis Group), 2013

სტატიები ჟურნალებში

⦁ Public Administration Reforms in Georgia: Establishing Administrative Model for State Organizations In Caucasus Social Science Review (CSSR), vol 2, No1, 2015
⦁ Georgian Public Sector – Problems and Challenges (co-author Ghonghadze N.) Research conducted by the School of Government, Georgian Institute of Public Affairs, Tbilisi, April-October 2014
⦁ New Public Management Reform in Developing Countries. International Scientific Journal of the Georgian Social Academy of Young Scientists, Intellectual, N22, 2013

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

თანამედროვე მენეჯმენტის პრინციპიები საჯარო ორგანიზაციებში; სახელმწიფოს წარმოშობის თეორიები; შედარებითი საჯარო მმართველობა

⦁ საჯარო მმართველობის შესავალი, ერთი სემესტრი, მაგისტრატურა, 2019
⦁ საჯარო ორგანიზაციების მართვა, ერთი სემესტრი, ბაკალავრი, 2019
⦁ ორგანიზაციული თეორიები, ერთი სემესტრი, მაგისტრატურა, 2017
⦁ ორგანიზაციული მენეჯმენტი, ერთი სემესტრი, ბაკალავრიატი, 2018
⦁ ორგანიზაციული ქცევა, ერთი სემესტრი, მაგისტრატურა, 2016
⦁ ზოგადი მენეჯმენტის საფუძვლები, ერთი სემესტრი, ბაკალავრიატი, 2016