მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

პროფესორ-ემერიტუსი, ანგლისტიკა–ამერიკანისტიკის მიმართულებით





ნინო კირვალიძემ 1970 წელს წარჩინებით დააამთავრა თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტის ინგლისური ენის ფაკულტეტი ინგლისური და ესპანური ენების სპეციალობით. 1981 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია (Ph.D Thesis) ინგლისურ ენაში მოსკოვის მორის ტორეზის სახელობის უცხო ენათა სახელმწიფო ინსტიტუტში. 1991 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია (Habilitation Thesis) მოსკოვის სახელმწიფო ლინგვისტურ უნივერსიტეტში, რის საფუძველზეც მიენიჭა მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი გერმანიკული ენების სპეციალობით. 1995 წელს საქართველოს სწავლულ ექსპერტთა საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭა პროფესორის სამეცნიერო–პედაგოგიური წოდება ინგლისურ ენაში.

1970 წლიდან ნინო კირვალიძე მუშაობდა უცხო ენათა ინსტიტუტში ინგლისური ენის კათედრაზე ჯერ უფროს ლაბორანტად, შემდეგ უფროს მასწავლებლად, დოცენტად და ბოლოს – პროფესორად. 2004–2006 წლებში იყო ი. ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტის რომანულ–გერმანიკული ფილოლოგიის კათედრის გამგე. 2006 წლიდან მუშაობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორად ანგლისტიკა–ამერიკანისტიკის მიმართულებით. გამოქვეყნებული აქვს 60-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი (მათ შორის ორი მონოგრაფია) და ორი სახელმძღვანელო ინგლისური ფილოლოგიის მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის. მისი ხელმძღვანელობით დაცულია რვა სადოქტორო დისერტაცია ანგლისტიკაში. 1995 წლიდან ნინო კირვალიძე მონაწილეობს საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სადისერტაციო საბჭოების მუშაობაში. ილიას უნივერსიტეტის სახელით მოხსენებებით გამოვიდა საერთაშორისო კონფერენციებზე მადრიდში, ბარსელონაში, ვალენსიაში, ფრაიბურგში, მიუნხენში, პარიზსა და ლონდონში (მისი ყველა გამოსვლა გამოქვეყნებულია საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებსა და კრებულებში).

TIMES HIGHER EDUCATION-ის ლონდონის ოფისის მოწვევით, რომელიც ეფუძნებოდა მის კვლევით პუბლიკაციებს, ნინო კირვალიძემ მონაწილეობა მიიღო მსოფლიო უნივერსიტიტების რეიტინგის დამდგენ 2022, 2023 და 2024 წლების ექსპერტთა გამოკითხვებში როგორც დარგის და ქვეყნის წარმომადგენელმა.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

• ტექსტის ლინგვისტიკა
• ტექსტის და დისკურსის ლინგვოკულტუროლოგიური და ინტერდისციპლინური კვლევები
• კოგნიტური ლინგვისტიკა (მეტაფორიზაციისა და რეფერენციის პრობლემები)
• სინტაქსური სტილისტიკა

 რჩეული პუბლიკაციები

წიგნები

  • Kirvalidze, N. (2008). A University Course in Text Linguistics (For graduate and postgraduate students of English philology). Tbilisi: Ilia Chavchavadze State University Publishing House. ISBN 978-9941-0-0528-2
    http://eprints.iliauni.edu.ge/usr/share/eprints3/data/1032/
    http://scholar.google.com/scholar?hl=en&q=nino+kirvalidze&btnG&as_sdt=1%2C5&as_sdtp
  •  კირვალიძე, ნ. (2008). გრამატიკის თანამედროვე თეორიები (ლექციების კურსი ინგლისური ფილოლოგიის მაგისტრანტების და დოქტორანტებისათვის). თბილისი: ი. ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. ISBN 978-9941-0-0774-3
    http://scholar.google.com/scholar?start=10&q=nino+kirvalidze&hl=en&as_sdt=0,5
    http://eprints.iliauni.edu.ge/usr/share/eprints3/data/1034/
  • კირვალიძე ნ., კობახიშე, შ. (2006). მეტაფორული აზროვნება და ხატოვანი შედარებები (თანამედროვე ინგლისურენოვანი პროზის მასალაზე). თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა: „ენა და კულტურა“. თბილისი. ISBN 99940-23-28-4
    http://scholar.google.com/scholar?start=10&q=nino+kirvalidze&hl=en&as_sdt=0,5
    http://eprints.iliauni.edu.ge/usr/share/eprints3/data/1034/
  •  Кирвалидзе, Н. (1989). Семантика и текстообразующие функции анлийских дейктических слов. МОНОГРАФИЯ. Издательство ТГУ. Тбилиси. ISBN 5-511-00361-1 http://eprints.iliauni.edu.ge/usr/share/eprints3/data/1185/

პუბლიკაციების ვრცელი სია   

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

  • ინგლისური ენის გრამატიკის თეორია

შემოდგომის სემესტრი, საბაკალავრო კურსი.

  • ტექსტის ლინგვისტიკა

შემოდგომის სემესტრი, სამაგისტრო კურსი.

  • გრამატიკის თანამედროვე თეორიები

გაზაფხულის სემესტრი, სამაგისტრო კურსი.

  • კოგნიტური ლინგვისტიკის ანგლო–ამერიკული სკოლა

სამაგისტრო კურსი, გაზაფხულის სემესტრი.

  • ტექსტის ანალიზი

გაზაფხულის სემესტრი, სამაგისტრო კურსი.

  • თანამედროვე ლინგვისტური მიმდინარეობები და კვლევის მეთოდოლოგია

2010–2013 წლები, გაზაფხულის სემესტრი, სადოქტორო კურსი.

  • შესავალი ანგლისტიკაამერიკანისტიკაშიმოდული 4: თანამედროვე ლინგვისტური სკოლები და დიდი ამერიკელი და ბრიტანელი მეცნიერები.

2007–2009 წლები, შემოდგომის სემესტრი, საბაკალავრო კურსი.

  • ინგლისურენოვანი დისკურსის ლინგვოსტილისტური ანალიზი

2004–2006 წლები, შემოდგომის სემესტრი, სამაგისტრო კურსი.

ნინო კირვალიძის სამეცნიერო ნაშრომების საერთაშორისო ციტირების ინდექსის ნახვა შესაძლებელია ლინკებზე:

http://scholar.google.com/scholar?hl=en&q=nino+kirvalidze&btnG=&assdt=1,5&assdtp