მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის
აკადემიური პერსონალი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი, ეთნომუსიკოლოგიის მიმართულება, მუსიკოლოგიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი





ნინო მახარაძემ 1983 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკისმცოდნეობის ფაკულტეტი და 1986 წლიდან აქვე დაიწყო მუშაობა ჯერ ფოლკლორის კათედრის ლაბორანტად, შემდეგ მეცნიერ-თანამშრომლად და სპეციალისტად. 2009 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: ქართული „ნანა“: ჟანრის, სემანტიკისა და არტიკულაციის საკითხები“. სხვადასხვა დროს იყო თბილისის კონსერვატორიისა და ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მეთოდისტი, ხალხური სიმღერისა და საკრავების მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის კულტურისა და ხელოვნების უნივერსიტეტის ფოლკლორის კომპლექსური კვლევის ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომელი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მუსიკის ექსპერტი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ტრენერი (მოდული „ქართული მუსიკა“ ).
სისტემატურად მონაწილეობს რესპუბლიკურ თუ საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში, ჩართულია ადგილობრივსა და საერთაშორისო პროექტებში; გამოქვეყნებული აქვს 40-ზე მეტი ნაშრომი (წიგნები, სტატიები, სანოტო კრებულები, აუდიოალბომები). 2015 წელს მისი მონოგრაფია „Hommo- Polyphonicus – პოლიკარპე ხუბულავა“ კულტურის სამინისტრომ წლის საუკეთესო სამუსიკისმცოდენო ნაშრომად აღიარა. ეწევა აქტიურ სარედაქტორო-საგამომცემლო საქმიანობას. არის ფოლკლორისტული ექსპედიციების მონაწილე და ხელმძღვანელი, სატელევიზიო გადაცემების ავტორი, ენციკლოპედია „საქართველოს“ კონსულტანტი. აქვს უცხოეთში ქართული ხალხური სიმღერის სწავლების გამოცდილება (დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ბელგია, ფინეთი, ესპანეთი). არის საქართველოს კომპოზიტორთა და მუსიკისმცოდნეთა შემოქმედებითი კავშირის წევრი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთნომუსიკოლოგიური კვლევის ჯგუფის წევრი. ამჟამად ხელმძღვანელობს სამ სადოქტორო ნაშრომს ეთნომუსიკოლოგიაში. ატარებს საჯარო ლექციებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელში, სიმღერისა და საკრავების მუზეუმში, კონსერვატორიაში. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებისათვის სისტემატურად აწყობს შეხვედრებს ფოლკლორულ ანსამბლებთან.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

სამეცნიერო ინტერესები ქართული ტრადიციული მუსიკის სემანტიკის პრობლემებს უკავშირდება. იკვლევს ქალთა ფოლკლორს, საბავშვო და ბავშვთა ფოლკლორს, საკრავიერ მუსიკას, ქართულ-ჩრდილოკავკასიურ პარალელებს და ა. შ.

რჩეული პუბლიკაციები
საქართველო: ისტორია-კულტურა-ეთნოგრაფია. ტ. II. (რედაქტორი და თანაავტორი). New York: Nova Science Publishers, Inc. 2017 (ინგლისურ ენაზე). (მზადდება გამოსაცემად).
უორდროპები და ქართული ტრადიციული მუსიკა (ბრიტანულ-ქართული ურთიერთობის უცნობი ფურცლები). წიგნში: „ფოლკლორული და საეკლესიო მუსიკის საკითხები“. ბათუმი: ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი. 2016 (ინგლისური რეზიუმეთი).
საქართველო: მუსიკა ისტორიაში, კულტურასა და გეოგრაფიაში. (თამაზ გაბისონიასთან ერთად). The SAGE Encyclopedia of Ethnomusicology (Edit. : Janet Sturman, Geoffrey Golson). USA 2015 (ინგლისურ ენაზე). (მზადდება გამოსაცემად).
რუსული ტრადიციული მუსიკა საქართველოში (2013-2014 წწ. დედოფლისწყაროს საექსპედიციო მასალების მიხედვით). იხ. ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალი „მუსიკისმცოდნეობა და კულტუროლოგია“, #1. 2015. (ინგლისურ ენაზე). www.gesj.internet-academy.org.ge.
ექო წარსულიდან: ქართველ ტყვეთა სიმღერები, ჩაწერილი ცვილის ლილვაკებზე გერმანიაში 1916-1918. (თანაავტორი). Berliner Phonogramm-Archiv & Tbilisi State Conservatoire. Sezani. 2014 (ქართულ და ინგლისურ ენაზე).
ბავშვთა საკრავები საქართველოში. Studia Instrumentorium Musicae Popularis III (New Series). MV-Wissenschaft. 2013 (ინგლისურ ენაზე).
სააღდგომო საგალობლები და სიმღერები. სანოტო კრებული. (თანაშემდგენელი). თბილისი: საქართველოს მაცნე. 2011 (ქართულ და ინგლისურ ენაზე).
მზევ, შინ შემოდიო. სანოტო კრებული აუდიოდანართით (შემდგენელი). თბილისი: ბანკი რესპუბლიკა. 2004.
ვარლამ სიმონიშვილი. წიგნში: ქართული ხალხური სიმღერის ოსტატები. გურია. ტ. 1. თბილისი: საქართველოს მაცნე. 2004.
რემა შელეგია (შტრიხები პორტრეტისათვის) წიგნში: ქართული ხალხური სიმღერის ოსტატები. სამეგრელო. ტ. 2. თბილისი: საქართველოს მაცნე. 2003.
ქართული ნანა. სანოტო კრებული (შემდგენელი). თბილისი: ხალხური შემოქმედების სამეცნიერო-მეთოდური ცენტრი, 2000 (ინგლისური რეზიუმეთი).

წიგნები
Hommo- Polyphonicus – პოლიკარპე ხუბულავა. მონოგრაფია. თბილისი: უსტარი. 2015.
ქართული მუსიკა. საკითხავნი ყმაწვილთათვის (კრებულის შემდგენელ-რედაქტორი). თბილისი: ციცინათელა.2013
ტრადიციული მუსიკა ქართულ-აფხაზურ დიალოგში (მ. კვიჟინაძესთან ერთად). თბილისი: ტრიასი. 2011 (რეზიუმე აფხაზურ, ინგლისურ და რუსულ ენაზე).

სტატიები ჟურნალებში
რუსული ტრადიციული მუსიკა საქართველოში. კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის ჟურნალი „მუსიკა“. #3 (24) 2015 (ინგლისური რეზიუმეთი);
საქართველოში მცხოვრები ხალხების მუსიკალური ფოლკლორის შესწავლისათვის. ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის ბიულეტენი, #9. 2010 (ქართულად და ინგლისურად); http://polyphony.ge/wp-content/uploads/2016/04/9-ბიულეტენი-დეკემბერი-2010.pdf
ბავშვის დასაძინებელი ქართული ნანა და მისი სამკურნალო დანიშნულება. ჟურნალი Akademia. ტ. 3, თბილისი, თანამედროვე სამეცნიერო კვლევის ასოციაცია (AMSI). 2002 (ინგლისური რეზიუმეთი).

პუბლიკაციების ვრცელი სია

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

ბაკალავრიატი
ქართული ხალხური მუსიკა 1 (შემოდგომის სემესტრი)
ქართული ხალხური სიმღერის ოსტატები (შემოდგომის სემესტრი)
ხალხური საკრავები საქართველოში
ქართული ხალხური მუსიკა 2 (გაზაფხულის სემესტრი)
ტრადიციული მუსიკის შეკრება საქართველოში (ისტორია და თანამედროვეობა) (გაზაფხულის სემესტრი)
ქართველ ქალთა ფოლკლორი (გაზაფხულის სემესტრი)
მუსიკა სხვადასხვა რაკურსით – მუსიკის ცენტრის სხვა ლექტორებთან ერთად

ბაკალავრიატი
ქართული ტრადიციული მუსიკა 1 (2011-2013 სასწავლო წლები)
ქართული ტრადიციული მუსიკა 2 (2011-2013 სასწავლო წლები)
ქართული ხალხური სიმღერის შემსრულებლობა (გოგონები) (2011-2013 სასწავლო წლები)

დოქტორანტურა 2014-2015 სასწავლო წლის

სადოქტორო სემინარი (2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი)
ეთნომუსიკოლოგიური კვლევის წყაროები (2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
სადოქტორო სემინარი (2015-2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი)

არის ქალთა ფოლკლორული ანსამბლის, „მზეთამზეს“, წევრი.