მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის
აკადემიური პერსონალი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ნინო ფავლენიშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი; სადოქტორო დისერტაცია დაიცვა ფიზიკის მიმართულებით და მიენიჭა დოქტორის ხარისხი. შემდგომ დაამთავრა საქართველოს საზოგადობრივ საქმეთა ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლის სკოლის მაგისტრატურა (Cum Laude). სადოქტორო კურსი გაიარა ილინოისის უნივერსიტეტში (აშშ). 2011 წლიდან ილიას უნივერსიტეტში მუშაობს ასისტენტ-პროფესორის პოზიციაზე, 2014 წლიდან უკავია ასოცირებული პროფესორის თანამდებობა. ნინო ფავლენიშვილს აქვს პედაგოგიური საქმიანობის მნიშვნელოვანი გამოცდილება (10 წელი – თსუ-ის ფიზიკის ფაკულტეტიზე, 7 წელი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში). წაკითხული აქვს კურსი კონფლიქტების მიმართულებით ჰელსინკის უნივერსიტეტში, ფინეთი.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

მიმართულება – პოლიტიკის მეცნიერება/საერთაშორისო ურთიერთობა; კონკრეტულად, ეთნიკური კონფლიქტები, მათ ტრანსფორმაცია, მოგვარება და სამშვიდობო პროცესები.

  • „ავტონომია – სტაბილურობის გარანტი თუ სესეციის/ირიდენტიზმის წყარო“ (დავით აფრასიძესთან ერთად; წიგნი წარადგინეს მშვიდობის თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე), ოქტომბერი, 2017; მზადაა გამოქვეყნებისათვის.
  • „საგარეო პოლიტიკის მოკლევადიანი და გრძელვადიანი ეფექტები სახელმწიფოს საშინაო პროცესებზე“ (გიორგი გვალიასთან ერთად); სამუშაო პროცესში.
  • „კონცეფცია ირიდენტიზმი – თანამედროვე სპექტები“, სამუშაო პროცესში.
  • „ირიდენტიზმი – ეთნიკური სოლიდარoბა თუ ეკონომიკური გათვალა“; გლაზგოს უნივერსიტეტი, შოტლანდია, 2012.

წიგნები

„ბრიუს ჯენტელსონი, ამერიკის საგარეო პოლიტიკა“, 2015 (მონაწილეობა თარგმანში)

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

შემოდგომის სემესტრი

საბაკალავრო პროგრამები:

შედარებითი პოლიტიკის შესავალი

მშვიდობისა და კონფლიქტის კვლევები

სამაგისტრო პროგრამები:

სტატისტიკური მეთოდები პოლიტიკის მეცნიერებაში

ეთნიკური კონფლიქტები შედარებითი ანალიზი

ინსტიტუტები და პოლიტიკა

გაზაფხულის სემესტრი

საბაკალავრო პროგრამები:

შედარებითი პოლიტიკის შესავალი

შედარებითი პოლიტიკა – თეორიები, პარადიგმები, მეთოდოლოგია

სამაგისტრო პროგრამები:

კვლევის დიზაინი და მეთოდოლოგია პოლიტიკის მეცნიერებაში

პოლიტიკის ძალადობრივი მეთოდები

ომისა და მშვიდობის თეორიები

  • მონაწილეობა PRESTUGE, ერაზმუს+ და ევროკავშირის ერთობლივი პროექტი, 2016 – 2018;
  • მონაწილეობა „კონფლიქტის ტრანსფორმაცია და მშვიდობა“, ოში, ყირგიზეთი, 2016;
  • მონაწილეობა ”Scholars’ Excelence”, არიზონას უნივერსიტეტი, აშშ, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი, 2010.