მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ასისტენტ-პროფესორი, სოციოლოგიის მიმართულებითუმაღლესი კვლევების ცენტრი, მკვლევარი

უმაღლესი კვლევების ცენტრი, მკვლევარი





ნინო რჩეულიშვილი არის სოციოლოგიის დოქტორი და ასწავლის სოციალურ თეორიებსა და კვლევის მეთოდებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე.
2007 წლიდან მას მონაწილეობა აქვს მიღებული როგორც სამეცნიერო, ისე გამოყენებითი ხასიათის ოცდაათამდე კვლევით პროექტში. სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისას ნინო ძირითადად თვისებრივ მიდგომას იყენებს (დისკურს ანალიზი, ნარატიული ანალიზი და სხვ.). ნინოს სადოქტორო კვლევა ქართული კულინარიის სფეროში მიმდინარე იდეოლოგიურ დებატებზე იყო ფოკუსირებული. ნინოს ასევე აქვს რაოდენობრივი გამოკითხვების დაგეგმვისა და განხორციელების ხანგრძლივი გამოცდილება.
სწავლის პერიოდში, ნინოს მოპოვებული აქვს კონრად ადენაუერის ფონდის სასწავლო სტიპენდია და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სტიპენდია ახალგაზრდა მეცნიერთათვის. 2016 წლიდან ნინო ჩართულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებულ სამეცნიერო პროექტებში „რელიგიურობა ქართველი ახალგაზრდების ყოველდღიურობაში“ (2016-2018) და „სუროგაცია როგორც ქსელური ფენომენი“ (მიმდინარე პროექტი

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

მოხმარების სოციოლოგია, კვების ანთროპოლოგია, იდენტობის კვლევები.

პუბლიკაციების ვრცელი სია

⦁ Gotua, Giorgi and Nino Rcheulishvili. 2019. “Everything New Is Well-Forgotten Old”: Tradition and Innovation in the Narratives of New Georgian Cuisine. Laboratorium: Russian Review of Social Research. 11(2):4–29. http://www.soclabo.org/index.php/laboratorium/article/view/807/2278
⦁ რჩეულიშვილი, ნინო. 2019. კონსენსუსი და დაპირისპირება თანამედროვე ქართულ სამზარეულოში: სემიოტიკური ანალიზი. სადოქტორო ნაშრომი. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. http://iliauni.edu.ge/uploads/other/54/54282.pdf
⦁ რჩეულიშვილი, ნინო. 2018. „ვეგეტარიანელობა თუ მარხვა? ჰეგემონიური დისკურსების მორიგება თანამედროვე ქართულ სამზარეულოში”, კრებულში რელიგია ყოველდღიურობაში, გვ. 207-247. რედაქტორი ქეთევან გურჩიანი. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. https://drive.google.com/file/d/1J-ZHPhiJEpG0QYkeLcrSfuTaltkNDDfO/view
⦁ Rcheulishvili, Nino. 2015. “”Modern” Women in the Kitchen”. In From Private To Public – Transformation Of Social Spaces In The South Caucasus, edited by Hans Gutbrod, 32-46. Tbilisi: South Caucasus Regional Office of the Heinrich Boell Foundation. https://ge.boell.org/sites/default/files/hbf_stip-articles.pdf

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

კვლევა როგორც პროექტი (სოციოლოგებისათვის); სოციალურ მეცნიერებათა კვლევის მეთოდები; სოციოლოგიის ზოგადი კურსი

სოციალურ მეცნიერებათა კვლევის მეთოდები; სოციოლოგიის ზოგადი კურსი

⦁ სოციალურ მეცნიერებათა კვლევის მეთოდები (2019-2020 წ. გაზაფხული), საბაკალავრო საფეხური
⦁ მოდერნული სოციოლოგიური თეორიები (2019-2020 წ. შემოდგომა), სამაგისტრო საფეხური
⦁ სოციალური თეორია მოდერნიდან პოსტმოდერნამდე (2019-2020 წ. გაზაფხული, 2018-2019 წ. გაზაფხული), სამაგისტრო საფეხური
⦁ კვლევის მეთოდები სოციალურ მეცნიერებებში (2010-2011 წ. გაზაფხულიდან 2019-2020 წ. გაზაფხულის ჩათვლით), სამაგისტრო საფეხური
⦁ თვისებრივი კვლევის მეთოდები (2017-2018 წ. შემოდგომა, 2015-2016 წ. გაზაფხული), საბაკალავრო საფეხური
⦁ პრაქტიკების თეორია (2017-2018 წ. შემოდგომა, 2015-2016 წ. გაზაფხული, 2014-2015 წ. გაზაფხული), სამაგისტრო საფეხური
⦁ შესავალი თანამედროვე აზროვნებაში (2012-2013 წ. გაზაფხული, 2012-2013 წ. შემოდგომა), საბაკალავრო საფეხური