მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ასოცირებული პროფესორი, ანგლისტიკის მიმართულება

 





ნინო თევდორაძემ 1995 წელს დაამთავრა ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტი. 1998 წელს კი – ასპირანტურა სპეციალობით – ფილოლოგია, გერმანიკული ენები. 2003 წელს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა საკანდიდატო (სადოქტორო) დისერტაცია თემაზე: ”ცნობიერების ნაკადი, როგორც ენობრივ-კულტურული ფენომენი და მისი ლინგვოსემიოტიკური სტრუქტურა”. 1996-2004 წლებში მუშაობდა ი.ჭავჭავაძის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენის კათედრაზე ინგლისური ენის მასწავლებლად. 2004-2006 წლებში იყო ამავე უნივერსიტეტის დოცენტი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანგლისტიკის მიმართულების ასოცირებული პროფესორია 2008 წლიდან. ძირითადი კვლევითი საკითხებია: ტექსტის ლინგვისტიკა; მხატვრული დისკურსი. გამოქვეყნებული აქვს 4 წიგნი და 11 სამეცნიერო ნაშრომი.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

  • ტექსტის ლინგვისტიკა; დისკურსის თეორია; მხატვრული ტექსტის ინტერპრეტაცია; ლექსიკური სემანტიკა; სტილისტიკა

წიგნები

  • The Principles of Text Analysis and Interpretation  , თბილისი, ილიას უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2010.
  • ტექსტის ლინგვისტიკა , თბილისი, ილიას უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2010.
  •  Analytical Reading, თბილისი, გამომცემლობა ”მერიდიანი”, 2009.
  • ცნობიერების ნაკადი  (ლინგვოკულტუროლოგიური  ანალიზი), თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2004.

პუბლიკაციების ვრცელი სია

 

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

  • ინგლისური ენის ლექსიკოლოგია
  • ინგლისური ენის სტილისტიკა
  • ინგლისურენოვანი ტექსტის ფილოლოგიური ანალიზი
  • ინგლისურენოვანი ტექსტის ანალიზური კითხვა
  • ტექსტის ინტერპრეტაცია
  • მხატვრული ტექსტის ანალიზის საფუძვლები

üგთხოვთ, მიუთითოთ კურსები, რომლებსაც ამჟამად ასწავლით. კურსების სახელწოდებასთან ერთად, მიუთითეთ სწავლების პერიოდი (სასწავლო წელი/სემესტრი) და საფეხური (საბაკალავრო/სამაგისტრო/სადოქტორო კურსი).

სალექციო კურსი   უნივერსიტეტი
მხატვრული დისკურსის ანალიზი ი.ჭავავაძის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტი ,მაგისტრატურა 2004-2006
ინგლისური ენის ლექსიკოლოგია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2008-2015
ინგლისური ენის სტილისტიკა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2008-2015
ინგლისურენოვანი ტექსტის ანალიზური კითხვა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2008-2015
ინგლისურენოვანი ტექსტის ფილოლოგიური ანალიზი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2008-2015
ტექსტის ინტერპრეტაცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, მაგისტრატურა, 2011-2015

მხატვრული ტექსტის ანალიზის საფუძვლები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბაკალავრიატი, 2015