მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის
აკადემიური პერსონალი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მეცნიერებების და ხელოვნნების ფაკულტეტის პროფესორი, ჟურნალისტიკის მიმართულება





პროფესორი ოლეგ პანფილოვი დაიბადა 1957 წლის 7 სექტემბერ ლელინაბადში (ახლა ხუჯანდი), ტაჯიკეთში. 1979 წელს დაამთავრა ხუჯანდის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტი. 1979-1989 წლებში მუშაობდა მკვლევრად ტაჯიკეთის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტში, მისი სამეცნიერო ინტერესი მოიცავდა ანტიკურ ხელოვნებას, არქეოლოგიას, ეთნოგრაფიას. 1989-1990 წლებში იყო ტაჯიკეთის კულტურის ფონდის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ჩართული იყო ეროვნული უმცირესობების კვლევაში.

ტაჯიკეთში მმართველობის შეცვლის დროს და პრორუსული მთავრობის მოსვლის გამო იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა. 1990-2008 წლებში  თანამშრომლობდა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან, როგორც კორესპონდენტი, გადაცემის ავტორი, ჟურნალისტი და ექსპერტი:  Associated Press, რადიო „თავისუფლება“, შვედური ჟურნალი „ცენტრალური აზია“,   „გლასნოსტის (ინფორმაციის თავისუფლების) დავის ფონდი“ და სხვ. 1981-1989 წლებში იყო ტაჯიკეთის ტელევიზიის გადაცემის წამყვანი.

პუბლიცისტური საქმიანობა ჯერ კიდევ 1975 წელს დაიწყო.

1993-1997 წლებში – გაეროს ტაჯიკთაშორისო მოლაპარაკებები, მოსკოვი, ისლამაბადი, თეირანი, აშგაბადი, ალმაატი, ქაბული, ადამიანის უფლებების ექსპერტი. 1993-დან 1994-მდე – ჟურნლისტთა დაცვის ამერიკული კომიტეტი, (СPJ), მოსკოვის ბიუროს ხელმძღვანელი. 02.2014  წლიდან  მუშაობდა  რადიო „თავისუფლების“ უკრაინულ სამსახურში  კომენტატორად,  2009-დან  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია,  2009- 2012 წლებში  კავკასიის პირველი არხზე (ПИК) იყო გადაცემების ავტორი, წამყვანი, 2007 –  სპეცკურსის – „ექსტრემალური ჟურნალისტიკა“ – მოწვეული ლექტორი, 2006-წლიდან   2010-მდე –  მოსკოვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი კურსისა  „ექსტრემალური ჟურნალისტიკა“

2000-2010 წ.წ. –  რუსეთის ჟურნალისტთა ფედერაციის ექსტრემალური ჟურნალისტიკის ცენტრის დირექტორი.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

სიტყვის თავისუფლება, სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, პროპაგანდისა და ცენზურის ისტორია, სახელმწიფოებრიობის ისტორია, პოსტსაბჭოთა ქვეყნების ისტორია. 

  • წიგნები

46 წიგნის ავტორია, მათ შორის:

Anti-Soviet Novels (in-print), Brussels, Euro Parliament publishing, 2015.

Анті радянські історії (in-print), Тернопіль, 2015.

Anti-sovětské romány (in-print), Prague, Czech Republic, GplusG, 2015.

Anti-Soviet stories. Ternipil, Mandrivets Publishing House, 2016 (in Ukrainian).

Antisovětské příběhy. Praha, Portal, 2016 (in Czech)

Talking with ”vatnik”. Ternipil, Mandrivets Publishing House, 2017 (in Ukrainian).

Information blockade of Chechnya (September 1996 – December 2000). Tbilisi: Ilia State University Publishing House, 2011 (in Russian).

Russia – Georgia. Information warfare, August 2008. Tbilisi: Ilia State University Publishing House, 2011 (in Russian).

Ukraine at War: Truth against Russian Propaganda. Materials of the Conference. Brussels, European Parliament, 2015.

ანტისაბჭოთა ისტორიები, თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

  • სტატიები ჟურნალებში

4 000 მეტი სტატია სხვადასხვა ჟურნალში. ხელმისაწვდომია  შემდეგ მისამართზე: www.olegpanfilov.com

  • სტატიები გაზეთებში

გამოქვეყნებული აქვს 500-ზე მეტი სტატია სხვადასხვა ჟურნალში, რომლებიც  ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე: www.olegpanfilov.com

  • პუბლიკაციების ვრცელი სია

4 000-ზე მეტი სტატია სხვადასხვა ჟურნალში. ხელმისაწვდომია მისამართზე: www.olegpanfilov.com

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

  • პროპაგანდის და ცენზურის ისტორია (2009 -2011, შემდგომის სემესტრი, სამაგისტრო საფეხური)
  • ამოქალაქო საზოგადოება (2009 – 2012, გაზაფხულის სემესტრი, სამაგისტრო საფეხური)
  • რუსეთი კავკასიაში: მენტალური ოკუპაციის ისტორია (2010 -2013, სამაგისტრო და საბაკალავრო საფეხური)

2008 წლის აგვისტოში იყო საქართველოს უშიშროების საბჭოს მოხალისე.

2008 წის 1 სექტემბერში პრზიდენტის განკარგულებით მას საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა.

დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.

www.olegpanfilov.com 

ვიდეოლექციები იხილეთ ბმულზე: https://www.youtube.com