მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულებით პროფესორი





შალვა მატუაშვილმა (დაბ. 1958) 1980 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. 1987 წლიდან მუშაობდა საქართველოს სურათების ეროვნული გალერეაში შემოქმედებითი სახელოსნოს ხელმძღვანელად, სულხან-საბა ორბელიანის სახ. სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში – მოწვეულ პედაგოგად. 2005-2010 წლებში იყო სამხატვრო აკადემიის მოწვეული პეადგოგი. 2007 წლიდან მუშაობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ცენტრის პედაგოგად (ხატვა, ფერწერა, დაზგური ფერწერისა და ნახატის კომპოზიცია). 2017 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულების ასოცირებული პროფესორია სახვით ხელოვნებაში. 1987 წლიდან მონაწილეობს რესპუბლიკურ და საერთაშორისო ჯგუფურ გამოფენებსა და აქციებში, აწყობს პერსონალურ გამოფენებს.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

  • სახვით ხელოვნებაში სისტემატური მუშაობა, პროფესიული ზრდა, ახალი ტექნოლოგიებისა და ტექნიკების ძიება და კვლევა;
  • მონაწილეობა ჯგუფურ და თემატურ გამოფენებში;
  • მზადება საანგარიშო პერსონალური გამოფენისთვის;
  • მასტერკლასები ჩატარება ხატვასა და ფერწერაში;
  • სტუდენტები სასწავლო პლენერზე გაყვანა;
  • წარმატებულ სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენის ორგანიზება;
  • მონაწილეობა საგანმანათლებლო პროგრამის განვითარებასა და დახვეწაში დარგობრივი კომპოტენციების ფარგლებში;
  • საბაკალავრო ნამუშევრების შემფასებელი კომისიის ხელმძღვანელობა.

ჯგუფური და პერსონალური გამოფენები (ადგილობრივი)

  • 2017 ჯგუფური გამოფენა – ახუნდოვ-გალერეა, თბილისი
  • 2015 პერსონალური გამოფენა – ეროვნული ბიბლიოთეკა
  • 2015 თანამედროვე მხატვართა გამოფენა – შალვა ამირანაშვილის სახელობის   ხელოვნების მუზეუმი
  • 2015 „პეიზაჟი“ – გალერეა „ვანდა“
  • 3014 „საშობაო გამოფენა“ – ეროვნული ბიბლიოთეკა, თბილისი
  • 2014 TBC ბანკის გალერეა, თბილისი
  • 2014 საშობაო გამოფენა – გალერეა „ვანდა“
  • 2013 ჯგუფური გამოფენა – ახუნდოვ-გალერეა, თბილისი
  • 2013  პერსონალური გამოფენა – შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი,  თბილისი
  • 2013 პერსონალური გამოფენა – ახუნდოვ-გალერეა, თბილისი
  • 2010 პერსონალური გამოფენა  – „თიბისი“ ბანკის საგამოფენო დარბაზი
  • 2009  „მაისის თბილისი“ – თბილისის ისტორიის მუზეუმი
  • 2008 ქართული ფერწერა – მხატვართა კავშირის საგამოფენო დარბაზი
  • 2006    პერსონალური გამოფენა – გალერეა „ვერნისაჟი“
  • 2005 პერსონალური გამოფენა – გალერეა TMS
  • 2008 ჯგუფური გამოფენა „იუბილარები“ – გალერეა „ჰობი“
  • 1997 პერსონალური გამოფენა – გალერეა „ვერნისაჟი“
  • 1997 ჯგუფური გამოფენა „დაბრუნება“ – გალერეა TMS
  • ჯგუფური და პერსონალური გამოფენები (საზღვარგარეთ)
  • 2015 ჯგუფური გამოფენა „თბილისობა მოსკოვში“– მოსკოვი
  • 1999 პერსონალური გამოფენა – საქართველოს საელჩო, პარიზი
  • 1999 ჯგუფური გამოფენა – ბაქო, აზერბაიჯანი
  • 1998 ჯგუფური გამოფენა – ბარსელონა, ესპანეთი
  • 1997 ჯგუფური გამოფენა – კონგრესის სასახლე, რუანი, საფრანგეთი
  • 1996 ჯგუფური გამოფენა – გალერეა „ანბაუ“ მიუნხენი, გერმანია
  • 1996 MESS BERLIN-96 – ბერლინი,  გერმანია
  • 1995 ათა თურქის კულტურის ცენტრი – ანკარა; თურქეთი
  • 1995 ელ ქუვეითი – გერმანია, ავსტრია, საქართველო, იტალია
  • 1994 ჯგუფური გამოფენა – კიოლნი, ვენა
  • 1992 ჯგუფური გამოფენა – ბერლინი, გერმანია
  • 1990 ჯგუფური გამოფენა – მილანი, იტალია
  • 1989 საქართველოს კულტურის ცენტრი „მზიური“, მოსკოვი
  • 1988 საქართველოს კულტურის ცენტრი „მზიური“, მოსკოვი
  • 1987 საქართველოს კულტურის ცენტრი „მზიური“, მოსკოვი
  • ნამუშევრები დაცულია მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში, სახელდობრ:
  • თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, თბილისი
  • ტრეტიაკოვის გალერეა, მოსკოვი
  • აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების მუზეუმი, მოსკოვი
  • მიუნხენი – ოლივერ მიხაილ ჰაბელის და ბოდო შმიცის კოლექცია
  • თურქეთი – ჰიქმეთ ოზდან ოღლისა და სევად ინალტოს კოლექციები
  • ატლანტა – პორტმანის კოლექცია

ასევე მოსკოვის, ტოკიოს, მილანის, პარიზის, ბერლინის, ნიუ-იორკისა და საქართველოს კერძო კოლექციები

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

ხატვისა და ფერწერის სტუდიური კურსი 4: შიშველი ფიგურა

ხატვისა და ფერწერის სტუდიური კურსი 3: ადამიანის ფიგურა. სტუდიური კურსი

2007 წლიდან კითხულობდა ხატვისა და ფერწერის ხუთსაფეხურიან კურსებს. 2012 წლიდან დღემდე კითხულობს საბაკალავრო პროგრამის ხატვისა და ფერწერის სტუდიურ კურსებს:

  • ხატვისა და ფერწერის სტუდიური კურსი 1. – თაბაშირის თავის ასლები, სტუდიური კურსი
  • ხატვისა და ფერწერის სტუდიური კურსი 2. – ადამიანის თავი, სტუდიური კურსი
  • ხატვისა და ფერწერის სტუდიური კურსი 3. – ადამიანის ფიგურა, სტუდიური კურსი
  • ხატვისა და ფერწერის სტუდიური კურსი 4. – შიშველი ფიგურა

  • 1996      თბილისის საერთაშორისო საშობაო ფესტივალი – მთავარი პრიზი;
  • 1990      „Drouot“-ს აუქციონი, პარიზი – გაიყიდა 9 ნამუშევარი;
  • 1989      დავით აღმაშენებლისადმი მიძღვნილი საიუბილეო  გამოფენა-კონკურსი – III პრემია
  • 1988      წლის საუკეთესო ნამუშევარი – „რუსთაველის გამზირი“ – I პრემია
  • 1984      საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი
  • 2015      წინანდლის საპატიო მოქალაქე.
  • 2014      ქ. თელავის საპატიო მოქალაქე.