მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის
აკადემიური პერსონალი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტი, პედაგოგიკის მიმართულება, პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, უვადოზე ორიენტირებული ასოცირებული პროფესორი

განათლების სკოლის ხელმძღვანელი





სოფიკო ლობჟანიძემ 1986 წელს დაამთავრა თბილისის პუშკინის სახელობის სახელმწიფო ინსტიტუტი ქიმიისა და ბიოლოგიის სპეციალობით, ხოლო 1994 წელს თბილისის სასულიერო აკადემია ქრისტიანული ანთროპოლოგიის სპეციალობით. 1996 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია არაორგანულ და კოორდინაციულ ქიმიაში და მიენიჭა ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი (Ph.D), ხოლო 2006 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია პედაგოგიკაში თემაზე – „აღზრდის ეთიკური პრინციპები ეპოქალური ცვალებადობის შუქზე“ და მიენიჭა პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. მოპოვებული აქვს ინდივიდუალური კვლევითი გრანტები შვეიცარიისა და გერმანიის წამყვან უნივერსიტეტებში – ბერნის უნივერსიტეტში (2000-2001), ტიუბინგენის უნივერსიტეტში (2002, 2004, 2008). მონაწილეობს საერთაშორისო და ადგილობრივ საგრანტო პროექტებში, როგორც მკვლევარი და ექსპერტი. არის ორმოცამდე სამეცნიერო სტატიისა და რამდენიმე სახელმძღვანელოსა და გზამკვლევის ავტორი. არის საერთაშორისო ორგანიზაციების KAAD-ის (კათოლიკური აკადემიური გაცვლის სამსახური – გერმანია) და ICCS-ის (ეკლესიისა და სკოლის ინტერევროპული კომისია – გერმანია) წარმომადგენელი საქართველოში; ასევე – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ ექსპერტ-კონსულტანტი.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს 2006 წლიდან ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე. 2014 წლიდან ხელმძღვანელობს ამავე უნივერსიტეტის განათლების სკოლას.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

  • განათლების მეცნიერების ისტორია და თეორია
  • პედაგოგიური ანთროპოლოგია
  • სასკოლო პედაგოგიკა
  • სწავლების მეთოდოლოგია
  • პედაგოგიური ეთიკა
  • ღირებულებითი პედაგოგიკა
  • ინტერკულტურული განათლება

რჩეული პუბლიკაციები

  • აღზრდის დიქოტომიური კლასიფიკაცია ანტიკურ საბერძნეთში (აქილევსისა და ოდისევსის ოპოზიცია და მათი შემდგომი რეალიზაციები – სპარტა და ათენი) «გელათის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალი», N 3-4, 2012 : 24-34
  • Für die Begründung des dichotomischen Prinzips in der Theorie der ethischen Erziehung (Göttliche Konvention : Zivile Konventionen), Vierteljahresschrift für wissenschaftliche Pädagogik, Paderborn, Verdinand Schöning Verlag, Heft 2, 2010 : 251-265
  • Die Schule als Inspiratorin des interkulturellen Dialogs in Georgien. Fragestellung-Projekte-Lösungsvorschläge, Schulfach Religion. Vienna: Lit.Verlag“. 29, 2010, No 1-2 : 49-61
  • Religiöse Bildung in Georgiens Schulen. Ein Weg zur Förderung religiöser Toleranz, in: Schulfach Religion 26/2007 (Hrsg.: Arbeitsgemeinschaft d. evangelischen Religionslehrerinnen an Allgemeinbildenden Höheren Schulen in Österreich), H. 1-2, Wien 2007: 121-131

წიგნები/სახელმძღვანელოები

  • მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის გზამკვლევი, „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი“, 2014, 150 გვერდი
  • მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის გზამკვლევი, „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი», 2011: 144 გვ.
  • მასწავლებლის ეთიკის სახელმძღვანელო (სიტუაციები სასკოლო ცხოვრებიდან), «მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი», 2009 : 106 გვ.

პუბლიკაციების ვრცელი სია

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

ბაკალავრიატი

  • პედაგოგიური ეთიკა
  • სასწავლო პროცესის დაგეგმვა და სწავლების ეფექტური სტრატეგიები
  • კლასის მართვა და კომუნიკაცია

მაგისტრატურა

  • პედაგოგიური ეთიკა
  • პედაგოგიკის თეორია

დოქტორანტურა

  • სწავლებისა და შეფასების ეფექტური სტრატეგიები

შესავალი კურსი

  • ეპოქები და ეთიკური ღირებულებები

ბაკალავრიატი

  • სასწავლო პროცესის დაგეგმვა, მართვა, შეფასება
  • პედაგოგიკის თეორია
  • პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა
  • სწავლისა და სწავლების ეფექტური სტრატეგიები
  • შესავალი განათლების მეცნიერებაში

მაგისტრატურა

  • პედაგოგიკის თეორია