მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის
აკადემიური პერსონალი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი, აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულება, ასოცირებული პროფესორი

დირექტორის კონსულტანტი,  გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი





თამარ მოსიაშვილმა 2002 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი არაბული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. 2004 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი იმავე უნივერსიტეტში არაბული ფილოლოგიის მიმართულებით (ნაშრომი – „იუსუფ იდრისის ნოველები“).  ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაში სწავლისას რამდენიმე მოკლე თუ გრძელვადიანი სტაჟირება გაიარა ეგვიპტში (კაიროს უნივერსიტეტის არაბული ენის ცენტრი, არაბული კულტურის ცენტრი, არაბული ენის ცენტრი უცხოელთათვის). 2007 წლიდან ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამაზე აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულებით. 2010 წლის იანვარში მიიღო ფილოლოგიის დოქტორის ხარისხი (ნაშრომი – „სიურრეალისტური ნაკადი XX საუკუნის არაბულ პროზაში“).

დოქტორანტურაში სწავლისას მოიპოვა ჩივნინგის საერთაშორისო სტიპენდია, რამაც საშუალება მისცა ერთი აკადემიუი წელი (2008 – 2009) ვიზიტორი მკვლევრის სტატუსით ემუშავა ოქსფორდის უნივერსიტეტში. 2009 წლიდან მუშაობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში: იყო ბიბლიოთეკის მოწვეული სპეციალისტი კატალოგიზაციისა და სამეცნიერო ბაზების მიმართულებით, კითხულობდა ლექციებს აღმოსავლეთმცოდნების (არაბული) მიმართულებით, ჩართული იყო სამაგისტრო პროგრამაში „ინფორმაციის მენეჯმენტი“, მონაწილეობდა ილიას უნივერსიტეტის აკადემიური სტილის სახელმძღვანელოს შექმნის პროექტში.  სხვადასხვა დროს კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე და კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლაში. იყო ასევე ქართულ სიძველეთა მოძიებისა და კვლევის ცენტრის ასოცირებული მკვლევარი. 2015 წელს კარნეგის ფონდის კვლევითი სტიპენდიით იმყოფებოდა კონგრესის ბიბლიოთეკაში. აქვს დიდი სანთარჯიმნო გამოცდილება, თარჯიმნად მუშაობდა კატარის სახელმწიფოსა და ერაყის რესპუბლიკის საელჩოებში. 2017 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

თანამედროვე არაბული ლიტერატურა; მოდერნისტურლი გავლენები თანამედროვე არაბულ ლიტერატურაში; ქრისტიანულ-მოსლიმური ურთიეთოების ასახვა არაბულ ლიტერატურაში; არაბული ენა; არაბული ქვეყნების კულტურა;  ქართული კულტურული მემკვიდრეობა ახლო აღმოსავლეთში

რჩეული პუბლიკაციები

  • “სიურრეალისტური ჯგუფი ეგვიპტეში: თავისეუფლებისა და ხელოვნების საზოგადოება”. ახლო აღმოსავლეთი და საქართველო IX. (თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი, 2016).
  • “Surrealistic Elements in Idwār Al- Kharrāt’s City of Saffron”. Zarqa Journal for Research and Studies in Humanities, Volume 12, No. 2 (Muharram 1434/ December 2012): 162-170.

წიგნები

  • მოსიაშვილი, თამარ, ავტორთა ჯგუფის ხელმძღვანელი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური სტილი: სახელმძღვანელო წიგნის, სტატიის, დისერტაციისა და სხვადასხვა აკადემიური ნაშრომის ავტორებისთვის. პირველი ელექტრონული გამოცემა. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის, 2011.

სტატიები ჟურნალებში

  • “იდვარ ალ-ხარრატი და სიურრეალიზმი”. ახლო აღმოსავლეთი და საქართველო (თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი, 2013): 81-86.
  • “ედვარდ ალ-ხარატის ზაფრანისფერი ქალაქი”, კლასიკური და თანამედროვე ქართული მწერლობა No10 (თბილისი: 2006): 319-326.
  • “პოლიტიკური საკითხები იუსუფ იდრისის ნოველებში”, კავკასიის მაცნე No 16 (თბილისი, 2006): 216-220.

პუბლიკაციების ვრცელი სია

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

  • არაბული ენის პრაქტიკული კურსი (საბაკალავრო, 2017 – გაზაფხულის და შემოდგომის სემესტრები)
  • არაბული არაბული ენის სინტაქსი (საბაკალავრო, 2017 – გაზაფხულის სემესტრი)
  • არაბული ენის მორფოლოგია (საბაკალავრო, 2016 – შემოდგომის სემესტრი)
  • არაბული ლიტერატურის ისტორია (უახლესი პერიოდი) (საბაკალავრო, 2017 – გაზაფხულის სემესტრი)
  • აღმოსავლეთი – სტერეოტიპი და რეალობა (საბაკალავრო, 2017 – გაზაფხულის სემესტრი)
  • არაბული ენის პრაქტიკული კურსი კურსი (საბაკალავრო, 2010 -2017: გაზაფხულის და შემოდგომის სემესტრები)
  • არაბული ენის ფონეტიკა (საბაკალავრო, 2012 -2017: შემოდგომის სემესტრი)
  • არაბული ენის მორფოლოგია 1 (საბაკალავრო, 2012 -2017: გაზაფხულის სემესტრი)
  •  არაბული ენის მორფოლოგია 2 (საბაკალავრო, 2012 -2017: შემოდგომის სემესტრი)
  •  არაბული ენის სინტაქსი (საბაკალავრო, 2012 -2017: გაზაფხულის სემესტრი)
  •  შესავალი კურსი „აღმოსავლეთი – სტერეოტიპი და რეალობა“ (საბაკალავრო, 2014 -2017: გაზაფხულის სემესტრი)
  • კატალოგიზაცია და კლასიფიკაცია (სამაგისტრო, 2011-2014: შემოდგომის სემესტრი)
  • კატალოგიზაცია II (სამაგისტრო, 2011-2014: გაზაფხულის სემესტრი)

ვარ დამფუძნებელი და დირექტორი ორგანიზაციის „აღმოსავლური კლუბი“, რომელიც სხვადასხვა ტიპის შეხვედრებს მართავს ახლო აღმოსავლეთის შესახებ,
ასევე ოქსფორდისა და კემბრიჯის კურსდამთავრებულთა საზოგადოების „Oxbridge Georgia“ საკოორდინაციო საბჭოს წევრი