მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის
აკადემიური პერსონალი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ცირა ბარბაქაძემ 1997 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ქართველური ენები, ხოლო 2004 წელს – სადოქტორო დისერტაცია თემაზე: ქართული მჭევრმეტყველების ლინგვოპრაგმატიკა.
სხვადასხვა დროს იყო: რიტორიკისა და ზოგადი ენეთმეცნიერების კათედრის გამგე, ფაკულტეტის დეკანი სულხან-საბა ორბელიანის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სენატის წევრი ილიას უნივერსიტეტში. 1996-1998 წლებში იყო ქართული საენათმეცნიერო გაზეთის – ”სიტყუაი” – მთავარი რედაქტორი და გამომცემელი, 1998-2002 წლებიში კი _ ”ქართველოლოგიური ბიბლიოთეკის” სერიის პასუხისმგებელი მდივანი. 2006 წლიდან არის სამეცნიერო ჟურნალ „სემიოტიკის“ მთავარი რედაქტორი და გამომცემელი (დღემდე გამოცემულია „სემიოტიკის“ 14 ნომერი). 2010 წლიდან არის სემიოტიკის ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზატორი (2015 წელს ჩატარდება სემიოტიკის მე-6 სამეცნიერო კონფერენცია ბათუმში). ცირა ბარბაქაძემ სემიოტიკის კვლევით ცენტრში დააარსა სერია: „სემიოტიკური თარგმანები“, რომელიც აერთიანებს შემდეგ გამოცემებს: როლან ბარტის ”წერის ნულოვანი დონე”, იური ლოტმანის ”მოაზროვნე სამყაროთ შიგნით” , ხოსე ორტეგა-ი-გასეტის ”ადამიანი და ხალხი” . 2014 წელს გამოსცა ფენტეზის ჟანრის პირველი პოეტური კრებული, რომელშიც ქართველი ავტორები შევიდნენ.
არის რამდენიმე პოეტური კრებულის ავტორი: ”ლექსები” (1996 წელი), ”გამოაღეთ სარკმელი” (2003 წელ); ”დუმილის ა(მ)ბები” (2008 წელი); ”უცხოქალაქი” (2011 წელი).
გატაცებულია მხატვრული ფოტოგრაფიით. 2003 წელს შედგა პირველი პერსონალური ფოტოგამოფენა „ომეგა-გალერიაში“, შემდეგ – სხვა საგამოფენო დარბაზებში.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

• სემიოტიკა
• მეტაფორა და ნეირო-ლინგვისტური პროგრამირება
• ადამიანები და ნიშნები
• ნეორიტორიკა

წიგნები
• იპოვე შენი მეტაფორა (2015 წელი)
• პოეზიის სემიოტიკა (2009 წელი)
• ქართული მჭევრმეტყველების პრაგმატიკა (2003 წელი)
• ქართული საკანონმდებლო სტილი (1996 წელი)

პუბლიკაციების ვრცელი სია

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

• საბაკალავრო კურსი: რა რის პოეზია, პოეტები და მუზები (გაზაფხული – შემოდგომა_
• საბაკალავრო კურსი: რიტორიკა (შემოდგომა)
• საბაკალავრო კურსი: მეტაფორები, რომლებშიც ვცხოვრობთ (გაზაფხული – შემოდგომა)
• სამაგისტრო კურსი: სემიოტიკა (გაზაფხული _ შემოდგომა)

• თანამედროვე ქართული ენა (მორფოლოგია-სინტაქსი)
• სტილისტიკა
• სემანტიკა
• ფსიქოლინგვისტიკა
• რიტორიკა