მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

პროფესორ-ემერიტუსი





1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სემიტოლოგიის განხრით, 1956-1960 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურაში სწავლობდა შუმეროლოგიას. საკანდიდატო დისერტაციის თემა – „გილგამეშის ეპოსი”, 1965 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „ქართულ მითოლოგიურ გადმოცემათა სისტემა”.

ზურაბ კიკნაძე 1977 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოლკლორისტიკის კათედრის გამგე და უნივერსიტეტის დიდი საბჭოს წევრი. 1963 წელს გამოაქვეყნა პირველი თარგმანი, „გილგამეში” (შესავლით, ლექსიკონითა და კომენტარებით), 1978 წელს თამაზ ჩხენკელთან ერთად თარგმნა ჰომეროსის „ოდისეა“.

2006 წლიდან იყო ილიას უნივერსიტეტის პროფესორი.

ზურაბ კიკნაძის კვლევის სფერო იყო შუამდინარული ლიტერატურა, შუამდინარული მითოლოგია და შუამდინარული რელიგია; ქართული მწერლობა, ქართული ფოლკლორი და მითოლოგია; ქრისტიანობა და ქრისტიანული კულტურა; ბიბლიის (ძველი და ახალი აღთქმის) თარგმანი და ეგზეგეტიკა, საზოგადოებრივი პრობლემები.

ბიბლიოგრაფია

 

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი