ბიზნესის, ტექნოლოგიის და განათლების
ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით,ასისტენტ-პროფესორი





თამარ ჩილაჩავა პრაქტიკოსი ლექტორია. მას აქვს აკადემიური საქმიანობის 7 წელზე მეტი გამოცდილება.  ასწავლის/ასწავლიდა მარკეტინგთან დაკავშირებულ ხუთ საგანს. სამაგისტრო ნაშრომების ხელმძღვანელია, მისი ხელმძღვანელობით 19 სამაგისტრო ნაშრომი იქნა დაცული.

თამარის მიმდინარე სრულგანაკვეთიანი საქმიანობა თიბისი ბანკს უკავშირდება, სადაც ბიზნესის ანალიტიკოსთა კომპეტენციის ლიდერია. ჩართულია მონაცემთა ანალიზთან დაკავშირებულ ანალიტიკურ ტრანსფორმაციულ პროექტებში.

აქვს ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) და მაგისტრის ხარისხი მარკეტინგისა და გაყიდვების მიმართულებით ( EAE ბიზნესსკოლა, მადრიდი, ესპანეთი).

მისი გატაცებაა მონაცემთა ანალიზი, მარკეტინგი და ინოვაციური ტექნოლოგიები. სამომავლოდ სურს, მუშაობა და სწავლა სწორედ ამ სფეროებში განაგრძოს.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

  • მანქანური დასწავლისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მარკეტინგში;
  • მომხმარებელთა ქცევის ანალიზი.

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

  • შესავალი ბრენდინგში;
  • ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები;
  • სამაგისტრო ნაშრომი (ENG); სამაგისტრო ნაშრომი (მენეჯმენტი)
  • შესავალი ბრენდინგში;
  • სამაგისტრო ნაშრომი (ENG);
  • სამომხმარებლო ქცევა და მარკეტინგ-მენეჯმენტი (ENG);
  • ციფრული მარკეტინგი (ENG)
  • ციფრული მარკეტინგის სტრატეგია 2017/2018 აკადემიურ წლებიდან დღემდე –  სამაგისტრო საფეხური (ინგლისური სექტორი)
  • რეკლამირების საფუძვლები – 2018/2019 აკადემიურ წლებიდან დღემდე –  საბაკალავრო საფეხური
  • მარკეტინგის მენეჯმენტი და მომხმარებელთა ქცევა –  2019/2020 აკადემიური წლებიდან დღემდე – სამაგისტრო საფეხური (ინგლისური სექტორი)