ასისტენტ-პროფესორი, სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებით
ჩუნგ ჰუნ ლი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, ლიცენზირებული არქიტექტორი აშშ-ში, AIA-ს (არქიტექტორთა ამერიკული ინსტიტუტის) წევრია.
დაცული აქვს არქიტექტურის მაგისტრის ხარისხი კალიფორნიის უნივერსიტეტში (აშშ) და ბაკალავრის ხარისხი არქიტექტურულ ინჟინერიაში ჰანიანგის უნივერსიტეტში (სეული, კორეა). სანამ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შეუერთდებოდა, სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა სამშენებლო მენეჯმენტის ექსპერტად KOICA-ში (კორეის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო) და არქიტექტორად Dimella Shaffer Associates-ში, ბოსტონში, მასაჩუსეტსში, DES Architects & Engineers (რედვუდ სითი, კალიფორნია), SPACE Architectural Group (სეული, კორეა) და აშშ-ის სხვა არქიტექტურულ საპროექტო ფირმებში სამშენებლო პროექტების დიზაინის, დაგეგმვის, პროგრამირებისა და მართვის მიმართულებით.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ასწავლის კურსებს არქიტექტურული შენობების დიზაინისა და სამშენებლო მასალების, მეთოდების, კანონების და მენეჯმენტის მიმართულებით. ასევე ასწავლის კულტურისა და მშენებლობის ისტორიაში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამოქალაქო ინჟინერიის პროგრამაზე.
მოპოვებული აქვს „თი.ეს.კიმ-ის” 1994 წლის ახალგაზრდა კორეელი არქიტექტორის სტიპენდია, ჰანიანგის უნივერსიტეტის სტიპენდია, საზღვარგარეთ სწავლის სტიპენდია და პრიზები სხვადასხვა არქიტექტურული პროექტირების კონკურსებში, მათ შორის პირველი პრიზი კორეის არქიტექტორთა ინსტიტუტის ეროვნული არქიტექტურული დიზაინის კონკურსში.
სამშენებლო მასალები და მეთოდები არქიტექტურული პროექტირებისთვის, პასიური შენობების სისტემები მდგრადი პროექტისთვის, დიზაინის თეორია და მეთოდოლოგიები არქიტექტურაში
მიმდინარე სალექციო კურსები |
სალექციო კურსების კატალოგი |
---|---|
|
|