ბიზნესის სკოლის
აკადემიური პერსონალი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა,  სპორტის მიმართულება, (სპეციალობა – ადამიანის ნორმალური ფიზიოლოგია, სპორტის  ფიზიოლოგია), ბიოლოგიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანის მოადგილე





დარეჯან ქობელაშვილმა 1988 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი, 1991 წელს კი – ამავე ინსტიტუტის ასპირანტურა. 2005 წელს საქართველოს მეცნიერებათა  აკადემიის ივ. ბერიტაშვილის სახელობის  ფიზიოლოგიის ინსტიტუტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ბიოლოგიაში თემაზე: ”თავის ტვინის ფუნქციური ლატერალიზაციისა და სენსო-მოტორული ასიმეტრიის პროფილის მნიშვნელობა მოზარდთა სპორტული მონაცემების შეფასებისათვის”. წლების განმავლობაში მუშობდა ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის ფიზიოლოგიის კათედრის ასოცირებული პროფესორის პოზიციაზე. იყო ამავე აკადემიის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი. ძირითადი კვლევითი საკითხებია: სუბდომინანტური კიდურით მოვარჯიშე ცაცია სპორტსმენის ფსიქომოტორიკა; მხედველობით-სივრცითი ორიენტაციის თავისებურებანი სპორტული ჩვევების ფორმირებაში; სენსომოტორული ასიმეტრიის გამოვლინება კვალიფიციურ სპორტსმენებში. არის 32 სამეცნიერო სტატიის ავტორი და 21 რეგიონალური და საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს 2009 წლიდან. იყო სპორტის ფაკულტეტის დეკანი, ცენტრ “სპორტის აკადემიის“  დირექტორი, 2013 წლიდან კი ბიზნესის სკოლის დეკანის მოადგილეა.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

  • სპორტსმენთა სივრცეში ორიენტაცია;
  • სენსომოტორული ასიმეტრიის პროფილი;
  • ცაციობის სიხშირის განაწილება;
  • სივრცითი ანალიზის ლატერალიზაცია;
  • მხედველობით-სივრცითი ორიენტაციის თავისებურებანი;
  • რეგლამენტირებული ლატერალური წვრთნის გავლენა;
  • სუბდომინანტური მიმართულებით წვრთნის მნიშვნელობა ფიზიკური რეაბილიტაციის სისტემაში.
  • თავის ტვინის ნახევარსფეროების დომინანტობა სპორტული დაოსტატების თვალსაზრისით.

რჩეული პუბლიკაციები

  • ZUBITASHVILI GIORGI; KOBELASHVILI DAREJAN; CHKHIKVISHVILI MARINE, Conditioning of biological and training factors on resting blood pressure values, Journal of Physical Education and Sport ® (JPES), 14(4), Art 76, pp.497 – 499, 2014, online ISSN: 2247 – 806X; p-ISSN: 2247 – 8051; ISSN – L = 2247 – 8051 © JPES, Published online: December 30, 2014, http://www.efsupit.ro/archive/1/68
  •  Д.А. Кобелашвили, М.А. Чхиквишвили, Г.В. Зубиташвили, Н.Г. Вашакидзе – РЕАКЦИЯ ОРГАНИЗМА НА РАЗЛИЧНЫХ ФАЗАХ СТРЕССА, ВЫЗВАННОГО ФИЗИЧЕСКОЙ НАГРУЗКОЙ, «ЛЕЧЕБНАЯ ФИЗКУЛЬТУРА И СПОРТИВНАЯ МЕДИЦИНА», № 2 (122) 2014, 40-43; http://lfksport.ru/2014_2/
  •  Яшвили Г. М., Чхиквишвили М. А., Кобелашвили Д.А. — Некоторые показатели иммунной реактивности организма спортсменов во время одноразовой физической нагрузки различной интенсивности, Georgian Medical News, Медицинский журнал Грузии №2 (179), ст. 30-34, 2010.
  •  დ. ქობელაშვილი _ თავის ტვინის ნახევარსფეროების დომინანტობა სპორტული დაოსტატების თვალსაზრისით; საქართველოს სამედიცინო ჟურნალი #1, გვ. 37-42, 2008

პუბლიკაციების ვრცელი სია

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

განვლილი პერიოდის აქტივობები:
• საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ფიზიკური და სასპორტო განათლების სტარტეგიის შემუშავების კომისიის წევრი (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო);
• ერთიანი ეროვნული გამოცდების სპორტული ტურის საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარე;
• საქართველოში ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკური განათლებისა და სპორტში მათი მასობრივად ჩაბმის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების განათლების ექსპერტი (საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის ექსპერტთა საბჭო);
• სამთო და საფეხმავლო გამყოლის პროფესიული სტანდარტების შემუშავების ჯგუფის ექსპერტი (განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო);
• პროექტის -”ცხოვრების ჯანსაღი წესის ინიციატივა” – ფიზიკური აქტივობის მიმართულების ექსპერტი (საქართველოს პირველი ლედის „ცხოვრების ჯანსაღი წესის ინიციატივა“, საქართველოს ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების ფონდი);
• პროექტის – საზოგადოებასთან ურთიერთობის საინფორმაციო, საგანმანათლებლო და საკომუნიკაციო მომსახურება ფიზიკური აქტივობისა და ზოგადი ჰიგიენის პროპაგანდირებისათვის საქართველოში – მონაწილე;
• ფიზიკური განათლებისა და სპორტის კონცეფციის შემუშავების ექსპერტი (ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი);
• ეროვნული სასწავლო გეგმის – საგნობრივი პროგრამა ფიზიკურ აღზრდაში – კომისიის წევრი (ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი);
• სპორტის გზამკვლევის შემუშავების ექსპერტი (ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი).

სპორტული ბიოგრაფია:

• საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი მშვილდოსნობაში;
• საქართველოს ნაკრები გუნდის წევრი;
• სპორტსაზოგადოება „ქარიშხალას“ საბჭოთა კავშირის ნაკრები გუნდის წევრი;
• საქართველოს ჩემპიონი და თასის მფლობელი;
• საკავშირო სპორტსაზოგადოება „ქარიშხალას “ ჩემპიონი;
• საქართველოს ხუთგზის რეკორდსმენი;
• მშვილდოსანთა ეროვნული ფედერაციის სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე;
• მშვილდოსანთა ეროვნული ფედერაციის მსაჯთა კოლეგიის თავმჯდომარე;
• ეროვნული კატეგორიის მსაჯი;
• მშვილდოსნობის ფედერაციის გამგეობის წევრი.