ასოცირებული პროფესორი, სკოლამდელი განათლების მიმართულებით
1992 წელს დაამთავრა ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი, სოციალური ფსიქოლოგიის მიმართულებით. 2010 წელს გახდა ჩაილდ ლაიფის სერტიფიცირებული სპეციალისტი (სერტიფიკატი გაცემულია ა.შ.შ-ის ჩაილდ ლაიფ საბჭოს მიერ). ხ. დოლიძის სადოქტორი ნაშრომი ეხება ფსიქოსოციალური ინტერვენციების მნიშვნელობას ჰოსპიტალიზაციით გამოწევული სტრესის შემცირებაში. მისი სამეცნიერო, სასწავლო და პრაქტიკული საქმიანობა მოიცავს პედიატრიულ დაწესებულებებში ბავშვსა და ოჯახზე ორიენტირებული მიდგომისა და ფსიქოსოციალური პროგრამების შექმნას, იმპლემენტაციასა და განვითარებას.
ხ. დოლიძის სწავლების და მუშაობის სფეროა აგრეთვე ადრეული და სკოლამდელი განათლება. იგი არის ადრეული განათლების სხვადასხვა პოლიტიკის დოკუმენტის, სახელმძღვანელოს, სასწავლო პროგრამებისა და პროექტების თანაავტორი და განმახორციელებელი. ამჟამად სკოლამდელი და ინკლუზიური განათლების ცენტრის გუნდთან ერთად მუშაობს ადრეული განათლების საბაკალავრო პროგრამის შექმნასა და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვაზე.
სამეცნიერი და კვლევით ინტერესების ორი მიმართულება:
ადრეული განათლება
პედიატრიული ფსიქოლოგია
წიგნები:
მიმდინარე სალექციო კურსები |
სალექციო კურსების კატალოგი |
---|---|
|
|