ბიზნესის, ტექნოლოგიის და განათლების
ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

პროფესორი, განათლების მეცნიერებების მიმართულებით





ეკატერინე შავერდაშვილი – ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი განათლების მეცნიერებებში;

ფლობს კასელის (გერმანია) უნივერსიტეტის უმაღლესი სკოლის სერტიფიკატს გერმანისტიკაში და ამავე უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორის ხარისხს;

2009-2015 წლებში მუშაობდა ენების დიდაქტიკის კვლევით ცენტრში დირექტორის პოზიციაზე;

2015-2019 წლებში მუშაობდა განათლების სამინისტროს სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ექსპერტად და აქტიურად მონაწილეობდა და მონაწილეობს საქართველოს საგანმანათლებლო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებში;

2019 წლიდან ინოვაციური განათლების კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელია.

არის 3 მონოგრაფიის, 30 სამეცნიერო სტატიის ავტორი; უცხოური და მეორე ენის მასწავლებელთა მომზადების კურიკულუმების, სასწავლო კურსებისა და პროფესიული განვითარების მოდულების ავტორი; სასწავლო მასალების ავტორი, თანაავტორი და რედაქტორი; სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალის “MfG”-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი.

აქვს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ოცდაათწლიანი პროფესიული სამუშაო გამოცდილება საჯარო, კერძო და არასამთავრო სექტორებში.

2000-2006 წლებში მუშაობდა საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის ენის განყოფილების რეფერენტად და ენის განყოფილების გამგის მოვალეობის შემსრულებლად და ხელმძღვანელობდა სხვადასხვა საერთაშორისო პროექტს (საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების კონსულტირება; გერმანული ენის პოპულარიზაციისა და სწავლების პროექტების მომზადება და განხორცილება; მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამების მომზადება, კოორდინაცია ჩატარება და ..); 2006 წლიდან ამავე ინსტიტუტის კონსულტანტი და ტრენერია;

2007-2015 წლებში იყო საქართველოს გერმანული ენის მასწავლებელთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი;

ჩატარებული აქვს მრავალი ტრენინგი საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საერთაშორისო ტრენერის სტატუსით და ა.შ.

2006 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია და მონაწილეობს უცხოური და მეორე ენის სწავლების მიმართულებით იენის, ზაარლანდის, კასელის, ბონის, მიუნსტერის, ბილეფელდის, ლაიფციგის, ზალცბურგის და მონრეალის უნივერსიტეტების პედაგოგიურ კვლევებში.

2009-2013 წწ. ხელმძღვანელობდა გერმანიის იენის უნივერსიტეტის გერმანისტიკის ინსტიტუტისა და ილიაუნის ენების დიდაქტიკის კვლევითი ცენტრის ერთობლივ ოთხწლიან საერთაშორისო სასწავლო-კვლევით პროექტს GIP (Germanistische Institutspartnerschaft/DAAD);

2016 წლიდან იენის უნივერსიტეტის, გოეთეს ინსტიტუტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანული ენის მასწავლებლების მოსამზადებელი ერთობლივი საერთაშორისო პროგრამის DLL (Deutsch lehren lernen) ხელმძღვანელია საქართველოს მხრიდან;

2009 წლიდან მონაწილეობს ერაზმუს+ პროექტში CURE (Curriculum Reform for Promoting Civic Education and Democratic Principles in Israel and in Georgia).

მრავალგზის აქვს მიღებული სასწავლო და კვლევითი ინდივიდუალური გრანტები (DAAD; Friedrich-Ebert-Stiftung; EU; Hans-Böckler-Stiftung; Goethe-Institut; რუსთაველი და სხვ.); მონაწილეობდა მრავალ საერთაშორისო კონფერენციასა და სამეცნიერო ფორუმში (მოხსენებები; სექციის ხელმძღვანელი; პუბლიკაციების გამოცემა და ა.შ.)  და უცხოურ უნივერსიტეტებთან გაცვლით პროექტებში სწავლებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით.

ამჟამად მუშაობს, ასევე, სხვადასხვა ინსტიტუციაში მიწვეულ ექსპერტად და ტრენერად (გოეთეს ინსტიტუტი, სსიდა და სხვა).

არის საერთაშორისო ორგანიზაციების (AVaKE, IDV, HoLLT, GI, GMF და სხვ.) წევრი და საერთაშორისო დასრულებული პროექტების მონაწილე (IQN; DACHL და ა.შ.)

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

  • ენების პოლიტიკა(ენების პოლიტიკა და უცხოური და მეორე ენის სწავლება საქართველოში; ენების პოლიტიკა და უმცირესობათა ენები);
  • უცხოური და მეორე ენის დიდაქტიკა(თანამედროვე გამოწვევები და ენების სწავლება ისტორიულ ჭრილში; სახელმძღვანელოს ანალიზი და ტექსტზე მუშაობის პრინციპები უცხოური და მეორე ენის ათვისებისას; ლიტერატურის დიდაქტიკა და კულტურათაშორისი დიალოგი);
  • ღირებულებითი განათლება(ღირებულებითი განათლება და VaKE);
  • ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში და ონლაინ-სწავლების მეთოდები;
  • ალტერნატიული მეთოდები და CLIL.

წიგნები
უცხოური ენების სწავლების საფუძვლები. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. თბილისი, 2014
Zur Grundlegung eines Curriculums für den Deutschunterricht in Georgien. Rahmenbedingungen, historische Entwicklung, gegenwärtige Tendenzen. LitVerlag, Münster, 2000
სტატიები ჟურნალებში, კრებულებში
Fremdsprachenpolitik und die Rolle des Deutschen als Fremdsprache in Sowjetgeorgien. In: Eder, U.; Klippel, F. (Hrsg.). Sammelband: Sprachenunterricht im Kontext gesellschaftlicher und politischer Ereignisse und Entwicklungen. Baltmannsweiler: Schneider Verlag Hohengehren 2017;
Deutschlehreraus- und Fortbildung in Georgien. Probleme und Perspektiven. In: Zhu/Zhao/Szurawitzki (Hrsg): Reihe Publikationen der IVG in 13 Bänden. 2016. Verlag Peter Lang;
Das Bild der deutschsprachigen Länder in Lehrplänen und Lehrwerken für DaF in Georgien. In: Demmig,S./Hägi,S./Schweiger.H: Das DACH-Prinzip in der Landeskunde. 2013. Iudicium. München.

პუბლიკაციების ვრცელი სია

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

ბაკალავრიატი
უცხოური ენის სწავლების მეთოდები ისტორიულ ჭრილში
მაგისტრატურა
ქვეყანათმცოდნეობის დიდაქტიკა ჩაშენებული პედპრაქტიკით/გერმანული
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებო პროგრამა
სწავლების ფილოსოფია და გერმანული ენის გაკვეთილის დაგეგმვა

ბაკალავრიატი
შესავალი უცხოური ენების სწავლებაში
ქვეყანათმცოდნეობის დიდაქტიკა
გერმანული ენის გაკვეთილის დაგეგმვა და ჩატარება
ენის სისტემის ასპექტების სწავლება (გერმანული)
მაგისტრატურა
სამეტყველო უნარ-ჩვევების სწავლება ჩაშენებული პედ პრაქტიკით (გერმანული)
მეთოდიკა და მეთოდები/გერმანული, ინგლისური
პედაგოგიური პრაქტიკა (გერმანული ენა)
დოქტორანტურა
ენობრივი პოლიტიკა და უცხოური ენების სწავლება (2011-2012 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი)
მოდერაციის ხელოვნება (2012-2013 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი)

მიღებული აქვს 30-ზე მეტი საერთაშორისო გრანტი;
მონაწილეა 25-ზე მეტ საერთაშორისო კონფერენციასა და კონგრესში უცხოური ენების დიდაქტიკის მიმართულებით მოხსენებით;
არის ავტორი/თანაავტორი და რედაქტორი გერმანულის, როგორც უცხოური ენისა და ქართულის, როგორც მეორე ენის სახელმძღვანელოების და სასწავლო მასალებისა;
კოორდინაციას უწევს 2016 წლიდან გერმანული ენის მასწავლებლის მომზადების საერთაშორისო პროგრამას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (იენა, გოეთეს ინსტიტუტი) და მონაწილეა საქართველოში გერმანული ენის სწავლებასთან დაკავშირებულ თითქმის ყველა საერთაშორისო თუ რეგიონალურ პროექტში (მაგ.: Deutsch im Kindergarten; Deutsch im Museum; Deutsch lehren lernen …)
2016 წლიდან მონაწილეა Erasmus+ პროექტის CURE (Curriculum Reform for Promoting Civic Education and Democratic Principles in Israel and in Georgia);
მუშაობდა გერმანული ენის მასწავლებელთა ასოციაციის თავმჯდომარედ 2007-2015 წლებში (ამჟამად ორგანიზაციის საპატიო წევრი) და ჩატარებული აქვს რამოდენიმე საერთაშორისო კონფერენცია და სხვ.;
ხელმძღვანელობდა 2009-2013 წწ. (პროფ.დოქტ. ჰერმან ფუნკთან ერთად) იენის უნივერსიტეტის გერმანისტიკის ინსტიტუტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უცხოური ენების სწავლების მიმართულების ერთობლივ სასწავლო-კვლევით პროექტს GIP/DAAD.
ხელმძღვანელობდა და ამჟამადაც ხელმძღვანელობს 30-ზე მეტ მაგისტრანტს და 10-ზე მეტ დოქტორანტს. მეცნიერ-კონსულტანტია დოქტორანტების ზაარლანდის (ამასთან რეცენზენტი), ბილეფელდის, კასელის, იენის, ბერლინის და ლაიფციგის უნივერსიტეტებიდან.