ასოცირებული პროფესორი, ეკონომიკის მიმართულებით
ალექსანდრე ერგეშიძეს აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის დოქტორის აკადემიურ ხარისხს. მისი სადისერტაციო ნაშრომი განიხილავს გაცვლითი კურსის გავლენას მაკროეკონომიკურ გარემოზე. მინიჭებული აქვს ეკონომიკის მაგისტრის ხარისხი თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლიდან (ISET) და ეკონომიკასა და ბიზნესის ადმინისტრირებაში – ბაკალავრის ხარისხი თსუ-დან; ა.ერგეშიძე 2012 წლიდან ასწავლის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მიკროეკონომიკის, სტატისტიკისა და ეკონომეტრიკის კურსებს. იყო მიწვეული ლექტორი შავი ზღვის უნივერსიტეტში. 2012 წლიდან ალექსანდრე მუშაობს საქართველოს ეროვნულ ბანკში. 2012-2016 წლებში მუშაობდა მაკროეკონომიკური კვლევების განყოფილებაში, ხოლო 2017 წლიდან მუშაობს ფინანსური სტაბილურობის ანალიზის დეპარტამენტში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. მას მიღებული აქვს მონაწილეობა სხვადასხვა კვლევით პროექტში და გავლილი აქვს პროფესიული განვითარების კურსები მონეტარული პოლიტიკის, ფინანსური სტაბილურობის, მაკროეკონომიკური მოდელირების, მაკროეკონომიკური და მაკროპრუდენციული პოლიტიკის საკითხებზე.
http://www.pgie.tsu.ge/contentimage/sxvadasxva/jurnali_ekonomisti/ekonomisti_2-2017.pdf
http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/113807/4/Moxsenebnebata_Krebuli.pdf
მიმდინარე სალექციო კურსები |
სალექციო კურსების კატალოგი |
---|---|
|
|