ბიზნესის, ტექნოლოგიის და განათლების
ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირება





გიორგი ხიშტოვანი არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ასოცირებული პროფესორი და ფინანსების მიმართულების ხელმძღვანელი. ამავდროულად, გიორგი არის PMC კვლევითი ცენტრის კვლევითი დირექტორი. ცენტრი არის დამოუკიდებელი Think Tank, რომელიც 2010 წელს დაფუძნდა და ფოკუსირებულია ეკონომიკური განვითარების მიმართულებაზე. სანამ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შეურთდებოდა, გიორგი 2009-2011 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის თანამდებობაზე, 2011-2014 წლებში იგი იყო ბრემენის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მეცნიერ-თანამშრომელი, 2015-2016 წლებში გიორგი იყო ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევითი დირექტორი, ხოლო 2015-2017 წლებში მუშაობდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო დეპარტემენტის უფროსად და იყო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

გიორგი ხიშტოვანი ბრემენში, ტრიერში, ლიუნებურგსა და თბილისში სწავლობდა ეკონომიკისა და სამართალს. მას აქვს ტრიერის უნივერსიტეტის (გერმანია) ეკონომიკისა და სოციალურ მეცნიერებითა მაგისტრის ხარისხის დიპლომი (MSc), ტრიერის უნივერსიტეტის (გერმანია) სამართლის მაგისტრის ხარისხის დიპლომი (LL.M.) და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ეკონომიკის და სამართლის ბაკალავრის დიპლომი. გიორგიმ ფლობს ბრემენის უნივერსიტეტის (გერმანია) დოქტორის აკადემიურ ხარისხს ეკონომიკაში.

გიორგის კვლევითი ფოკუსია გლობალური ფინანსები, პოლიტიკური ეკონომიკა და მმართვა, ფისკალური პოლიტიკა, ადამიანური კაპიტალის განვითარება და საერთაშორისო ვაჭრობა. მას გამოქვეყნებული აქვს პუბლიკაციები აკადემიურ ჟურნალებში. აგრეთვე, გიორგის არის ერთი მონოგრაფიის ავტორი (“Transformation of Governance Structures in Georgia, 2003-2012”), რომელშიც ავტორი Kornai-ის მიდგომაზე დაყრდნობით აყალიბებს 2003-2012 წლების საქართველოს პოლიტიკური ეკონომიკის მოდელს. აგრეთვე, გიორგი არის რამოდენიმე წიგნის თანაავტორი. ასე მაგალითად, გიორგი არის საჯარო ადმინისტრირების სახელმძღვანელოს თაანაავტორი, სადაც ის საჯარო ფინანსებისა და საჯარო სამსახურზე მომზადებული თავების ავტორია. აგრეთვე, გიორგი არის წიგნის „China’s Belt and Road Initiative: Potential Transformation of Central Asia and the South Caucasus“ თანავტორი.

გიორგი არის ავტორი და თანაავტორი რამოდენიმე გამოყენებითი კვლევის, სადაც მას აქვს მომზადებული სექტორალური კვლევები ფინანსების (“Leveraging SME Finance through Value Chains in Georgia”, ADBI Working Paper),  კაპიტალის ბაზრის (“Capital Market Development in Georgia”, Economics and Business), სადაზღვევო სექტორის (“Predicted Financial Impact of the Health Care Reforms on Private Insurance Companies between 2006-2013 in Georgia”, Economics and Business), ჯანდაცვის (“Analyzing Competitiveness of the Hospital Sector and its Value Chain in the City of Tbilisi”, Ilia State University), რეგიონალური კონკურანტუნარიანობის (“Identification of functional regions and their competitive advantages in Kakheti, Georgia,”, Ilia State University), რეგიონული კონექტივიტის („Connectivity, Trade and Financial Integration of the South Caucasus Via the Belt and Road Initiative (BRI)“, Caucasus Analytical Digest) და მიგრაციის („Labor Migration from Georgia and Sectoral Analysis of Private Employment Agencies in Georgia”, PMC Research Center) მიმართულებით.

ამასთანავე, გიორგის სხვადასხვა საერთაშორისო ინიციატივის ფარგლებში, აქვს კონსულტანტად საქმიანობის გამოცდილება. მას მონაწილეობა აქვს მიღებული მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC), ევროკომისიის, UNDP-ის, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის სამსახურის (GIZ) და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტორის და სხვა ორგანიზაციების პროექტებში.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

კომპანიის შეფასების მეთოდები
ფინანსური ბაზრების განვითარება
პოსტ-სოციალისტური ქვეყნების პოლიტიკური ეკონომიკა
Varieties of Capitalism
საჯარო ადმინისტრირირება და საჯარო ფინანსები
სოციალური უზრუნველყოფის სისტემები
საპენსიო და ჯანდაცვის სისტემის რეფორმები პოსტ-სოციალისტური ქვეყნებში

(2019) “Connectivity, Trade and Financial Integration of the South Caucasus Via the Belt and Road Initiative (BRI)”, In: Caucasus Analytical Digest No. 11 (October 2019), pp. 3-9 (together with Mariam Zabakhidze, Rezo Beradze and Irakli Gabriadze)

(2019) “Identification of functional regions and their competitive advantages in Kakheti, Georgia, Co-author (together with Maya Komakhidze, Sopo Basilidze, Samo Drobne, Miha Konjar, Nino Pataraia)

(2019) “China’s Belt and Road Initiative: Potential Transformation of Central Asia and the South Caucasus”, SAGE Publishing, Co-author (author of the chapter: “The Belt and Road Initiative in the South Caucasus” (together with Mariam Zabakhidze, Rezo Beradze and Irakli Gabriadze))

(2019) “Labor Migration from Georgia and Sectoral Analysis of Private Employment Agencies in Georgia”, Co-author (together with Maya Komakhidze and Ani Zurashvili)

(2019) “Leveraging Small and Medium-Sized Enterprise Finance Through Value Chains in Georgia”, ADBI Working Paper Series No. 968 (together with Mariam Saghareishvili and Sopo Basilidze), https://www.adb.org/sites/default/files/publication/508716/adbi-wp968.pdf

(2019) “The Belt and Road Initiative in Central Asia and the South Caucasus”, Conference Paper, Emerging Markets Forum 2019 Eurasia Meeting, Co-author (author of chapter: “The Belt and Road Initiative in the South Caucasus” (together with Mariam Zabakhidze, Rezo Beradze and Irakli Gabriadze))

(2019) „Sectoral Analysis of Regional Markets in Georgia by Using the Components of Smart Specialization”, Co-author (together with Sopo Basilidze and Giorgi Babunashvili)

(2018) “Analyzing Competitiveness of the Hospital Sector and its Value Chain in the City of Tbilisi – Using Smart Specializations Methodology Components” (together with Nino Pataraia, Sopo Lebanidze, Lasha Kavtaradze, Sopo Basilidze, Tatuli Dushuashvili)

(2018) “The Assessment of Competitiveness of Kutaisi and It’s Sorrounding Areas” (together with Collogues from Kutaisi University and Grigol Robakidze University)

(2014) Predicted Financial Impact of the Health Care Reforms on Private Insurance Companies between 2006-2013 in Georgia – The Case of “Aldagi-BCI”, in: Economics and Business (TSU), #2, pp. 115-138, March-April

(2013) The Tariffs Guidance of Multiplex Operator Access to Digital Terrestrial Broadcasting Network, Working Paper, IDFI

(2012) Corporate Political Responsibility (CPR) and its Impact on Firm’s Financial Performance -Case of Georgian Insurance Sector, in: Economics and Business (TSU), #5, Sep.-Oct. 2012, pp. 157-182 (together with Erekle Pirveli)(go to following Link for Working Paper in English: http://www.idfi.ge/?cat=researches&lang=en&topic=57&header=)

Capital Market Development in Georgia, in: Economics and Business (TSU), #6, Nov.-Dec. 2012, pp. 79-91(go to following Link for Working Paper in English: http://www.idfi.ge/?cat=researches&lang=en&topic=58&header=)

 

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

მიმდინარე სალექციო კურსები

ბიზნესის საფუძვლები (ბაკალავრიატი)

ფინანსების საფუძვლები (ბაკალავრიატი)

ფინანსური მენეჯმენტი I (მაგისტრატურა)

რეგულირების ზეგავლების შეფასება (RIA) (მაგისტრატურა)

  • ბიზნესის საფუძვლები (ბაკალავრიატი)
  • ფინანსების საფუძვლები (ბაკალავრიატი)
  • შესავალი ფინანსურ აღრიცხვაში (ბაკალავრიატი)
  • ფინანსური მენეჯმენტი I (მაგისტრატურა)
  • რეგულირების ზეგავლების შეფასება (RIA) (მაგისტრატურა)
  • ფინანსური მენეჯმენტი II (მაგისტრატურა)
  • კომპანიის შეფასება (მაგისტრატურა)
  • განათლების ეკონომიკა (მაგისტრატურა)
  • ფინანსური ანალიზი (მაგისტრატურა)
  • ფასიანი ქაღალდები და საერთაშორისო ფინანსური ბაზრები (მაგისტრატურა)