ბიზნესის სკოლის
აკადემიური პერსონალი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიზნესის სკოლა, ეკონომიკის ასოცირებული პროფესორი

ბიზნესის სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი





გიორგი პაპავამ 2012 წელს მიიღო სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრის წოდება ეკონომიკის მიმართულებით ჩიკაგოს უნივერსიტეტში. იგი ამავე უნივერსიტეტში ეკონომიკის სადოქტორო პროგრამის ფარგლებში მუშაობს თემაზე „სავაჭრო პოლიტიკა ლობიზმისა და ჰეტეროგენულად იგნორანტი ამომრჩევლების პირობებში“.  გ.პაპავას 2008  წელს მიღებული აქვს ეკონომიკის მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ეკონომიკის სკოლაში – ISET.

იგი  ხუთი წლის მანძილზე ჩიკაგოს უნივერსიტეტში იყო სასწავლო ასისტენტი საჯარო პოლიტიკის, სამართლისა და ეკონომიკის, საერთაშორისო ვაჭრობისა და ფინანსების კურსებზე.

გიორგის აქვს წარმატებული გამოცდილება ადგილობრივ თუ საერთაშორისო ორგანიზაციებში, სხვადასხვა პროექტში ეკონომიკური კონსულტანტისა და მკვლევრის პოზიციებზე. 2008-2009 წლებში ის მუშაობდა საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკური კვლევების დეპარტამენტში.

ილიას უნივერსიტეტში გიორგი პაპავა ხელმძღვანელობს ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვან პროგრამებს საბაკალავრო და მაგისტრატურის საფეხურებზე. ის პარალელურად უძღვება ეკონომიკის პრინციპებისა და მენეჯერული ეკონომიკის კურსებს.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

  • საერთაშორისო ვაჭრობა
  • ინდუსტრიული ორგანიზაცია
  • პოლიტიკური ეკონომიკა
  • საჯარო პოლიტიკა
  • მონეტარული ეკონომიკა

  • რჩეული პუბლიკაციები
  • წიგნები
  • სტატიები ჟურნალებში
  • სტატიები გაზეთებში
  • პუბლიკაციების ვრცელი სია

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

ეკონომიკის პრინციპები – 2017/2018 სასწავლო წელი / შემოდგომის სემესტრი / ბაკალავრი საფეხური