ბიზნესის სკოლის
აკადემიური პერსონალი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიზნესის სკოლა, სრული პროფესორი

ბიზნესის სკოლის დეკანი





გიორგი ქადაგიძე 2009 წლის თებერვლიდან 2016 წლის თებერვლამდე იყო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. მან ეროვნული ბანკი გარდაქმნა რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე ცენტრალურ ბანკად და საბანკო ზედამხედველობის კუთხით აქტიურ მოთამაშედ აქცია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.

გიორგი ქადაგიძემ, როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, საქართველოს საბანკო სექტორისთვის შეიმუშავა მოწინავე, რისკებზე დაფუძნებული ზედამხედველობის რეჟიმი, რომელიც სხვა დანარჩენ საკითხებთან ერთად მოიცავს საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის II/III ჩარჩოს კაპიტალის ადეკვატურობისთვის. მან ასევე წარმატებით დანერგა საქართველოში ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი (2010 წლიდან) და ლარისთვის მცურავი გაცვლითი კურსის პოლიტიკა (2009 წლიდან). მისი ლიდერობით შემუშავდა საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა, რომელსაც მხარს სრულად უჭერდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის – საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და მსოფლიო ბანკი (World Bank).

გიორგის მმართველობისას საქართველოს ბანკმა არაერთი ჯილდო აიღო საინფორმაციო ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურისთვის. 2014 წელს ის წლის ცენტრალურ ბანკირად (ევროპაში) დაასახელა ჟურნალმა ”The Banker”-მა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტობისას გიორგი რეკომენდაციებს უწევდა კოლეგებს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის – მოლდოვეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან, ეთიოპიიდან, ახალი გვინეიდან, ავღანეთიდან, სურინამის რესპუბლიკიდან, მალავიდან, ზამბიიდან, კონგოდან, ტაჯიკეთიდან და ყირგიზეთიდან.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

  • საჯარო პოლიტიკა
  • ფინანსური ტექნოლოგიები
  • თამაშის თეორია
  • ქცევითი ეკონომიკა
  • ექსპერიმენტული ეკონომიკა

 

მთავარი რედაქტორი, ჟურნალი „ეკონომიკა და საბანკო საქმე“

    • პ. ლეჟავა – „ფასწარმოქმნა სესხებზე და კონკურენცია საქართველოს საბანკო სექტორში“ (2013, ტომი I, N 1)
    • ნ. შარუმაშვილი, გ. აგლაძე – „კომერციული ბანკების ინვესტიციები არასაბანკო სექტორებში და მათი მიზანშეწონილობა საქართველოში“ (2013, ტომი. I, N 1)
    • ო. გორგოძე   – „ფინანსური ზედამხედველობის ინსტიტუციური არქიტექტურა და მისი სრულყოფის გზები“ (2013, ტომი I, N 1)
    • ო. ნადარაია, ო. გორგოძე, ნ. შარუმაშვილი, დ. უტიაშვილი – „ეკონომიკური ზრდა და სტრუქტურული ტრანსფორმაცია“ (2013, ტომი I, N 2)
    • ა. ბლუაშვილი – „მონეტარული პოლიტიკის გადაცემის მექანიზმები საქართველოში: ბოლოდროინდელი დინამიკა“ (2013, ტომი I, N 3)
    • თ. მდივნიშვილი – „გაცვლითი კურსის გავლენა სამომხმარებლო ფასებსა და იმპორტის ფასებზე“ (2014, ტომი 2, N 1)

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

ეკონომიკური გავითარების მოდელები

სასწავლო წელი 2017-2018 / სემესტრები I/II

სამაგისტრო კურსი

ეკონომიკური გავითარების მოდელები

სასწავლო წლები 2014-2017 / სემესტრები I/II

სამაგისტრო კურსი

გიორგის დასრულებული აქვს ლიდერობის განვითარების კურსი ჰარვარდის ბიზნესის სკოლაში (2014). მას ასევე მიღებული აქვს სამაგისტრო ხარისხი საჯარო ადმინისტრირებაში საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტიდან და დასრულებული აქვს ბაკალავრიატი ევროპის მენეჯმენტის სკოლასა (European School of Management ) და პრესტონის უნივერსიტეტში (Preston University).

https://www.facebook.com/giorgi.kadagidze