ბიზნესის სკოლის
აკადემიური პერსონალი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა, ტურიზმის მიმართულების ასოცირებული პროფესორი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ტურიზმის მენეჯმენტის ცენტრის ხეოლმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, ტურიზმის  მიმართულების ასოცირებული პროფესორი





გიორგი ქემერტელიძე 2011 წლიდან არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მოწვეული ლექტორი, 2012 წლიდან კი ბიზნესის სკოლის ტურიზმის მენეჯმენტის ცენტრის მთავარი სპეციალისტიაამავე დროს ხელმძღვანელობს ბიზნესის სკოლის რამდენიმე ტრენინგკურსს. 2011-2014 წლებში იყო ტრენინგცენტრ BDC აკადემიის ტრენერი2013 წლიდან არის ტურისტული კომპანების  – TIIANGBEI TRAVEL-ისა და Gamarjoba Travelის დამფუძნებელი, ხელმძღვანელი. 2010-2013 წლებში მუშაობდა პროფესიულ სასწავლებელში მასკი და სერგო ზაქარიაძის სახელობის კოლეჯში მოწვეული ლექტორის პოზიციაზე.

2009-2010 წლებში იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განვითარების დეპარტამენტის ტურიზმის დარგობრივი ჯგუფის ხელმძღვანელი, 2007-2008 წლებში – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის შიდა ტურიზმის კონსულტანტი. 2003-2004 წლებში მუშაობდა ქართულგერმანულ სკოლა „ანიცეტში“ გეოგრაფიის მასწავლებლად. 2003-2004 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისსტუდენტთა და ასპირანტთა სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე. 1998 წლიდან – გნიკოლაძის სახელობის ალპინისტთა კლუბის წევრი.

2003-2007 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის მიმართულების გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების სპეციალობის დოქტორანტი. 2001-2003 წლებში მიენიჭა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის მაგისტრის ხარისხიგავლილი აქვს სხვადასხვა სასერტიფიკატო და ტრენინგკურსი.

2009 წელს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსგან მიღებული    აქვს მადლობის საპატიო სიგელი ტურიზმში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

ტურიზმი, გეოგრაფია, საქართველოს ბუნებრივი და კულტურული  რესურსები

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

სალექციო კურსები ბაკალავრიატის საფეხურზე:
2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი: ტურის მენეჯმენტი

სალექციო კურსები ბაკალავრიატის საფეხურზე:

2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი – სასწავლო სტაჟირება ტურიზმში, საბაკალავრო სემინარის ხელმღვანელი, ტურის მენეჯმენტი, პროფესიული უნარები ტურიზმში.

2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი – ტურის მენეჯმენტი.

2015-2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი – სახელმწიფოს როლი ტურიზმში, სასწავლო სტაჟირება ტურიზმში.

2014-2015 სასწავლოწლის შემოდგომის სემესტრი – ტურის მენეჯმენტი.

2014-2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი –  საბაკალავრო სემინარი (ტურიზმის მენეჯმენტში), სახელმწიფოს როლი ტურიზმში, სასწავლო სტაჟირება ტურიზმში.

2013-2014 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი –  საბაკალავრო სემინარი (ტურიზმის მენეჯმენტში), სახელმწიფოს როლი ტურიზმში, სასწავლო სტაჟირება ტურიზმში.

2012-2013 სასწავლოწლის შემოდგომის სემესტრი –  ტურის მენეჯმენტი, სასწავლო პრაქტიკასაერთაშორისო გაცვლითი პროგრამა

2012-2013 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი –  საბაკალავრო სემინარი (ტურიზმის მენეჯმენტში), სახელმწიფოს როლი ტურიზმში, პრაქტიკა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.

2011-2012 სასწავლო წლის  შემოდგომის სემესტრი – ტურის მენეჯმენტი.

სალექციო კურსების მაგისტრატურის საფეხურზე:

2016-2017 სასწავლო წლის  გაზაფხულის სემესტრი –  მოგზაურობის ბიზნესის მენეჯმენტი.

2015-2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი – მოგზაურობის ბიზნესის მენეჯმენტი, სამაგისტრო თემის ხელმძღვანელი.

2014-2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი – მოგზაურობის ბიზნესის მენეჯმენტი.

2013-2014 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი – მოგზაურობის ბიზნესის მენეჯმენტი.

2012-2013 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი – მოგზაურობის ბიზნესის მენეჯმენტი.

2011-2012 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი – მოგზაურობის ბიზნესის მენეჯმენტი.