ბიზნესის, ტექნოლოგიის და განათლების
ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განათლების და საგნობრივი მეთოდიკის მიმართულება, ასოცირებული პროფესორი





დაიბადა1964 წლის 12 ივლისს. 1981 წელს დაამთავრა კომაროვის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა. 1986 წელს დაამთავრას თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. 1990 წელს დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა. 1995 წელს დაიცვა დისერტაცია თეორიული ფიზიკის მათემატიკური მეთოდების მიმართულებით. 1997 წლიდან მუშაობა დაიწყო ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის თეორიული ფიზიკის განყოფილებაში, სადაც მუშაობდა 2017 წლამდე. ძირითადი კვლევის სფერო იყო კვანტური გამოთვლები და კვანტური ინფორმატიკა. 2002-2003 წლებში იმყოფებოდა ნიშინას სახელობის საერთაშორისო ფონდის მიერ დაფინანსებური პოსტდოქტურანტურის ფარგლებში იოკოჰამას უნივერსიტეტში (იაპონია). კვლევის მიმართულება: კვანტური გამოთვლები და კვანტური ინფორმატიკა. 2004 წლიდან 2011 წლამდე მუშაობდა ეროვნული სასწავლო გეგმების და შეფასების ცენტრში (შემდგომში – განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტი), მათემატიკის და ინფორმაციული ტექნოლოგიების ჯგუფის ხელმძღვანელად. ამ პერიოდში, საქმიანობის ძირითადი მიმართლება იყო მათემატიკის და ინფორმაციულ-საკომუნკაციო ტექნოლოგიების ეროვნული სასწავლო გეგმების შექმნა და მისი დანერგვა.  თანამშრომლობდა ფონდ „ირმის ნახტომთან“ ციფრული ფორმატის საგანმანათლებლო რესურსების შექმნის მიმართულებით.

2011 წლიდან 2018 წლამდე მუშაობდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში მათემატიკის საგნობრივი ჯგუფის ხელმძღვანელად. ძირითად მოვალეობებს შეადგენდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიზნით სატრენინგო მასალის მომზადება და ტრენინგების ორგანიზება. 2016-2018 წლებში, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ დაფინანსებული სკოლის მასწავლებელთა და დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში ხელმძღვანელობდა მათემატიკის საგნობრივ მიმართულებას. მისი ხელმძღვანელობით პროფესიული განვითარების ტრენინგები ჩაუტარდა საბაზო და საშუალო საფეხურის მათემატიკის თითქმის ყველა მასწავლებელს მთელი ქვეყნის ფარგლებში.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

კვლევები განათლების სფეროში: აქტიური სწავლების მეთოდების გამოყენება და მათი გავლენა მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებზე მათემატიკაში;

სტატისტიკური მეთოდები განათლებაში;

კვლევები თეორიული ფიზიკის მიმართულებით: არაკომუტაციური გეომეტრია და მისი გამოყენება ფიზიკაში;

კვანტური გამოთვლები და კვანტური ინფორმატიკა.

რჩეული პუბლიკაციები

  1. Geometric methods for construction of quantum gates. Journal of Mathematical Sciences, Vol. 153. Number 2. 2008. http://link.springer.com/article/10.1007/s10958-008-9122-3.
  2. Methods of geometric control theory for quantum computations. Vol. 141. Number 2. 2007. http://link.springer.com/article/10.1007/s10958-007-0039-z
  3. Noncommutative Geometry of Phase Space. Journal of Mathematical Sciences, Vol. 119, No. 4, 459-493. 2004
  4. Geometric Control Methods for Quantum Computations. Proceedings of the Institute of Cybernetics. Vol. 3, No. 1, 95-120. 2004.
  5. Noncommutative Geometry of Poisson Structures. New Developments In Mathematical Physics Research, ISBN: 1-59033-922-3. 2004.
  6. Giunashvili. Noncommutative Symplectic Foliation, Bott Connection and Phase Space Reduction. Georgian Math. J. 11 (2004), No. 2, 255-282. 2004.

სტატიები ჟურნალებში

  1. მსჯელობა-დასაბუთების უნარი და მისი შეფასება მათემატიკაში. ჟურნალი „მასწავლებელი“. 2015 წელი
  2. სტატისტიკის ელემენტები, რომლებიც შეიძლება პრაქტიკაში გამოგვადგეს. ჟურნალი „მასწავლებელი“. 2015 წელი
  3. მათემატიკისა და ფიზიკის ინტეგრაციის კიდევ ერთი მაგალითი: ფიზიკის გამოყენება მათემატიკური ამოცანების ამოხსნისას. ჟურნალი „მასწავლებელი“. 2014 წელი
  4. გამოყენება და მოდელირება მათემატიკის სწავლებისას. ჟურნალი „მასწავლებელი“. 2016 წელი
  5. პროექტზე დაფუძნებული სწავლება მათემატიკაში. ჟურნალი „მასწავლებელი“. 2013 წელი
  6. ბლუმის ტაქსონომია მათემატიკის სწავლებისას. ჟურნალი „მასწავლებელი“. 2013 წელი
  7. ლოგიკა როგორც დამოუკიდებელი სასწავლო თემა მათემატიკის სწავლებისას. ჟურნალი „მასწავლებელი“. 2013 წელი
  8. სტატისტიკური წიგნიერების განვითარება სკოლაში. ჟურნალი „მასწავლებელი“. 2013 წელი
  9. დამტკიცების პედაგოგიური დანიშნულება მათემატიკაში. ჟურნალი „მასწავლებელი“. 2013 წელი
  10. სტერეომეტრია სკოლაში: ფიგურების თვისებრივი მახასიათებლების კვლევა. ჟურნალი „მასწავლებელი“. 2013 წელი
  11. ინტერაქტიული გეომეტრია სკოლაში – ძველი შეზღუდვები და ახალი შესაძლებლობები. ჟურნალი „მასწავლებელი“. 2012 წელი
  12. ალგებრის სწავლებისას ინფორმაციულ -საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების ნიმუშები. ჟურნალი „მასწავლებელი“. 2012 წელი

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

  • საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება მათემატიკის სწავლებისას საბაზო და საშუალო საფეხურზე; რიცხვები და მათზე მოქმედებების სწავლების მეთოდოლოგია
  • თანამედროვე საგანმანათლებლო სტრატეგიების გამოყენება ალგებრის სწავლებისას;
  • მონაცემთა ანალიზის, ალბათობისა და სტატისტიკის სწავლების თანამედროვე მეთოდები დაწყებით საფეხურზე;
  • კვლევა I (რაოდენობრივი მონაცემების ანალიზის მეთოდები განათლებაში )

მათემატიკური ანალიზი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი, 1995 – 2002, საბაკალავრო

დიფერენციალური გეომეტრია – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი, 1995 – 2002, საბაკალავრო, სამაგისტრო

ალგორითმების საფუძვლები – შავი ზღის საერთაშორსო უნივერსიტეტი, 1997 – 2007, საბაკალავრო

დაპროგრამების საფუძვლები – შავი ზღის საერთაშორსო უნივერსიტეტი, 1997 – 2007, საბაკალავრო

მათემატიკური ანალიზი – თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, 2011-2018, საბაკალავრო

თეორიული ფიზიკის მათემატიკური საფუძვლები – თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, 2011-2018, საბაკალავრო