ბიზნესის სკოლის
აკადემიური პერსონალი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ასოცირებული პროფესორი მენეჯმენტის მიმართულებით





გივი ჭანუყვაძე საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „რეფორმატიკსში“ საერთაშორისო კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობს – სხვადასხვა ქვეყნის მთავრობას საჯარო ადმინისტრირებისა და ეკონომიკური რეფორმების განხორციელებაზე უწევს კონსულტაციებს. მისი პროფესიული გამოცდილება მოიცავს საქართველოს საჯარო და კერძო სტრუქტურებში 11-წლიან სამუშაო გამოცდილებას სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციაზე. 2011-2013 წწ. გივი ჭანუყვაძე თბილისისა და რუსთავის იუსტიციის სახლებს ხელმძღვანელობდა. მანამდე, სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის დროს, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, იგი აქტიურად იყო ჩართული საჯარო სამსახურის, საჯარო მმართველობისა და ეკონომიკური რეფორმების პროცესში. გივი ჭანუყვაძეს მიღებული აქვს სირაკუზის უნივერსიტეტის მაქსველის სკოლის, საჯარო ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი აშშ-ში. გარდა ამისა, გ. ჭანუყვაძე სხვადასხვა წლებში სწავლობდა აშშ-ის სტენფორდის უნივერსიტეტში, ლონდონის ეკონომიკის სკოლასა და ვარშავის უნივერსიტეტში.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

მენეჯმენტი, ლიდერობა, ორგანზიაციული კონფლიქტებ, საჯარო ადმინისტრირება

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

თანამედროვე მენეჯმენტი

  • ორგანიზაციული კონფლიქტების მართვა (ბაკალავრი)
  • ლიდერობა და ეთიკა მთავრობაში (ბაკალავრი)