გოგოჭური ქეთევან
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E208 ოთახი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5, თბილისი 0162, საქართველო
ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით, ასისტენტ-პროფესორი
ქეთევან გოგოჭურმა 2023 წელს მიიღო ეკონომიკის დოქტორის წოდება კავკასიის უნივერსიტეტში. იგი ასევე ფლობს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ეკონომიკის მაგისტრისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს. ქეთევანი 2015-2024 წლებში იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული მასწავლებლი, ასწავლიდა ეკონომიკის პრინციპებისა I (მიკროეკონომიკა) და ეკონომიკის პრინციპების II (მაკროეკონომიკა) კურსებს ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტზე.
მას აქვს წარმატებული გამოცდილება ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში კვლევის, ანალიტიკისა და პროექტების მართვის მიმართულებით. თავისუფლად ფლობს ინგლისურ ენას.
მიმდინარე სალექციო კურსები |
სალექციო კურსების კატალოგი |
---|---|
|