ბიზნესის, ტექნოლოგიის და განათლების
ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებით,ასისტენტ- პროფესორი





გვანცა მჭედლიძე 2004-2008 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის მიმართულებაზე. 2008 წელს ფიზიკის ბაკალავრის ხარისხით სწავლა განაგრძო თსუ-ის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის სამაგისტრო პროგრამაზე ნაწილაკების ფიზიკის (ექსპერიმენტი) მიმართულებით. მისი კვლევის საგანი იყო არომატის შემცვლელი ნეიტრალური დენებით გამოწვეული ტოპკვარკის იშვიათი დაშლების შესწავლა ATLAS (CERN, LHC) დეტექტორზე. 2010 წელს მიენიჭა მაგისტრის ხარისხი. 2007 წლიდან ჩართული იყო ATLAS ექსპერიმენტის (CERN, LHC) ქართული ჯგუფის მუშაობაში მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტიდან. აქტიურად მონაწილეობდა კვლევით პროცესში – როგორც ექსპერიმენტული მონაცემების ანალიზში, ასევე ფიზიკური პროცესების მოდელირებისა და მათი შემდგომი დამუშავების პროცესში. 2009 წლიდან შეყვანილია ATLAS ექსპერიმენტის ავტორთა სიაში.
2018 წელს გვანცა მჭედლიძემ წარმატებით დაასრულა სადოქტორო პროგრამა გიოტინგენის უნივერსიტეტში (გერმანია) და მიიღო დოქტორის ხარისხი ნაწილაკების ფიზიკის მიმართულებით. მისი კვლევის საგანი იყო ტოპკვარკის ფიზიკა ATLAS (CERN, LHC) ექსპერიმენტზე.
2018-2020 წლებში მუშაობდა TBC ბანკის კიბერუსაფრთხოების განყოფილებაში მონაცემთა მეცნიერის თანამდებობაზე. მისი მოვალეობა იყო სისტემის შექმნა ქსელში ანომალიური მოვლენების დასაფიქსირებლად. 2022 წლიდან მუშაობს შპს ოზორიქსში მონაცემთა უფროსი მეცნიერის/ინჟინრის თანამდებობაზე. მისი ხელმძღვანელობით იქმნება ავტომატიზებული სისტემები, რომელთაც საფუძვლად უდევს მანქანური სწავლებისა და ხელოვნური ინტელექტის გადაწყვეტილებები. პროდუქტი განკუთვნილია როგორც ევროპული, ასევე ამერიკული ბაზრის სხვადასხვა ინდუსტრიისთვის.
2023 წლიდან გვანცა მჭედლიძე მუშაობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, როგორც მოწვეული პედაგოგი. 2024 წლიდან უკავია ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობა.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

მონაცემთა ანალიზი/მეცნიერება, მანქანური სწავლების მოდელები, ხელოვნური ინტელექტი

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

მონაცემთა კვლევითი ანალიზი (საბაკალავრო, 2023-2024)