ბიზნესის, ტექნოლოგიის და განათლების
ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით





ირაკლი კაჭარავა არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ვალის ანალიტიკური სამმართველოს ხელმძღვანელი. იგი წარსულში ხელმძღვანელობდა ამავე სამინისტროს მაკროეკონომიკური პროგნოზირებისა და ფისკალური რისკების შეფასების სამმართველოს. ირაკლის აქვს ექვსწლიანი სწავლების გამოცდილება საქართველოს კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტებში. იგი ამჟამად უძღვება  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სტატისტიკისა და რაოდენობრივი მეთოდების კურსებს. ირაკლი საერთაშორისო ეკონომიკის სკოლის (ISET) მაგისტრი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტია.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

  • ფისკალური პოლიტიკა
  • სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივები
  • რაოდენობრივი ფინანსები
  • განვითარების ეკონომიკა

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

  • რაოდენობრივი მეთოდები I ( მაგისტრატურა)
  • ეკონომიკისა და ბიზნესის სტატისტიკა (ბაკალავრიატი)
  • რაოდენობრივი მეთოდები I, II (2016-2017, მაგისტრატურა)
  • ეკონომეტრიკა (2015-2016, მაგისტრატურა)
  • ეკონომიკისა და ბიზნესის სტატისტიკა (2012-2014, ბაკალავრიატი)
  • ეკონომიკის პრინციპები (2013-2017, ბაკალავრიატი)
  • სახელმწიფო ეკონომიკა (2014-2015, ბაკალავრიატი)