ბიზნესის, ტექნოლოგიის და განათლების
ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი, ასისტენტ-პროფესორი ეკონომიკის მიმართულებით.





ლაშა ტაბატაძემ 2001 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატი მაკროეკონომიკის სპეციალობით. 2007 წელს დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მაგისტრატურა ეკონომიკური პოლიტიკის სპეციალობით. 2016 წელს დაამთავრა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი და მიენიჭა ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის აკადემიური ხარისხი. 2016 წლიდან არის NGO – ,,განათლების საერთაშორისო ორგანიზაციის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2017 წლიდან არის საერთაშორისო რეფერირებადი სამეცნიერო  ჟურნალის ,,The New Economist’’ – სარედაქციო კოლეგიის წევრი. 2019-დან არის ცირკულარული ეკონომიკის საგრანტო პროექტის მკვლევარი – Cost Action – Implementing Nature Based Solutions for Creating a Resourceful Circular City, CA17133. 2010-2016 წლებში იყო ფრიდრიხ-შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის (გერმანია) და ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის მთავარი კოორდინატორი.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

მეწარმეობა, ცირკულარული ეკონომიკა, ევროკავშირის ეკონომიკური ინტეგრაცია, გლობალური ეკონომიკა, უმაღლესი საგანმანათლებლო მომსახურების ბაზარი.

რჩეული პუბლიკაციები

  • Circular Economy as Sustainable Development Paradigm, The New Economist, International Scientific-Practical Journal, No1, (2021), Vol 16, Issue1;
  • Перспективы мировой экономики во время пандемии ,,COVID-19“, The New Economist, International Scientific-Practical Journal, No3 (2020), Vol 15, Issue 2, http://www.neweconomist.com.ge/journal/archive/22;
  • Diversification of Funding Models of Higher Education Service Market in Georgia, European Scientific Journal, April, 2017, 12, No.10 https://eujournal.org/index.php/esj/article/view/8584;

წიგნები

  • Strategy for Enhancing Competitiveness in Higher Education Service Market of Georgia, Monograph, Tbilisi, ,,Universal”, 2020, ISBN – 978-9941-26-642;

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

  • ეკონომიკის პრინციპები I, ეკონომიკის პრინციპები II, 2019 დან დღემდე/საბაკალავრო;
  • მაკროეკონომიკა, 2020-2021/სამაგისტრო;
  • მიკროეკონომიკა, მაკროეკონომიკა, გლობალური ეკონომიკა, ბიზნესის საფუძვლები, ადამიანური რესურსების მართვა, 2008-2014/საბაკალავრო/სამაგისტრო;

2012-2013 წლებში საქართველოს პენიტენციალურ სისტემაში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, უძღვებოდა სხვადასხვა სასწავლო კურსს ქ.რუსთავის N5 იზოლატორში;

2011 წელს საქართველოში ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების რეფორმის, წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის ფარგლებში წარმატებით გავლილი აქვს რეზერვისტების მომზადების პროგრამა. გამოვლენილი სანიმუშო დისციპლინისათვისა და საბრძოლო მომზადების პროგრამის ბრწყინვალედ ათვისებისათვის დაჯილდოვებულია თავდაცვის სამინისტროს კრწანისის ეროვნული სასწავლო ცენტრის, 2008-ე ბატალიონის ,,ქების სიგელით“.