ბიზნესის, ტექნოლოგიის და განათლების
ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულების ასოცირებული პროფესორი





კონსტანტინე მაღრაძე დაიბადა თბილისში, 1977 წლის 30 ივნისს. 1994 წელს დაამთავრა თბილისის 22-ე საჯარო სკოლა, ხოლო 1999 წელს დაასრულა სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტი და მიიღო საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტის მაგისტრის დიპლომი.
1998-2004 წლებში კონსტანტინე მუშაობდა დებატების ტრენერად, სცენარისტად, გაყიდვების აგენტად, მასწავლებლად სხავადასხვა ორგანიზაციებში, 2004 წლიდან კი მუშაობს პიარისა და სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროში, როგორც საკონსულტაციო კომპანია „ჯეპრას“ პროექტების მენეჯერი და უფროსი კონსულტანტი. ამ ხნის განმავლობაში მან მნიშვნელოვანი გამოცდილება დააგროვა მარკეტინგული კომუნიკაციის, პიარის, ივენთ მენეჯმენტის, ციფრული კომუნიკაციისა და კორპორაციული პასუხისმგებლობის და ბრენდინგისა დაგეგმვისა და განხორციელების მიმართულებით.
„ჯეპრაში“ მუშაობის პერიოდში, კონსტანტინე მაღრაძეს განხორციელებული აქვს ოცდახუთამდე საჯარო უწყების სტრატეგიული კომუნიკაციის დაგეგმვისა და კონსულტაციის პროექტი საქართველოსა და ყირგიზეთში. მას უმუშავია სამოცამდე მსხვილი და საშუალო ბიზნესორგანიზაციის პიარსა და საკომუნიკაციო კამპანიების განხორციელებაზე. კონსტანტინეს აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის, მათი კონსალტინგისა და თანამშრომლების მომზადების დიდი გამოცდილება.
2005 წლიდან კონსტანტინემ ჩაატარა ასზე მეტი ტრენინგი, სემინარი და სამუშაო შეხვედრა მარკეტინგის, ბრენდინგის, პიარისა და ორგანიზაციული განვითარების სტრატეგიულ დაგეგმვაში საჯარო მოხელეების, ბიზნესის წარმომადგენლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომლებისთვის.
2007 წლიდან კონსტანტინე პიარის კურსის ლექტორია „თბილისის პიარ სკოლაში”. მას აქვს ორმოცდაათამდე ორგანიზაციისა და მენეჯერის ონლაინ და სამუშაო ადგილზე კონსულტირების გამოცდილებაც. იგი არის საჯარო მოხელეთა სამაგიდო წიგნის – „სტრატეგიული დაგეგმარება წარმატებული საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის“ და ასევე „პიარის გზამკვლევის“ ავტორი.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

საზოგადოებასთან ურთიერთობა, მარკეტინგული კომუნიკაციები, კორპორაციული პასუხისმგებლობა, სტრატეგიული კომუნიკაციები

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

  • საზოგადოებასთან ურთიერთობის საფუძვლები;
  • სამაგისტრო ნაშრომი (ENG)

 

2020 წლის გაზაფხულის სემესტრი – საზოგადოებასთან ურთიერთობის საფუძვლები ბაკალავრებისთვის
2019 წლის შემოდგომის სემესტრი – საზოგადოებასთან ურთიერთობის საფუძვლები ბაკალავრებისთვის
2019 წლის გაზაფხულის სემესტრი – საზოგადოებასთან ურთიერთობის საფუძვლები ბაკალავრებისთვის
2018 წლის შემოდგომის სემესტრი – საზოგადოებასთან ურთიერთობის საფუძვლები ბაკალავრებისთვის
2018 წლის გაზაფხულის სემესტრი – საზოგადოებასთან ურთიერთობის საფუძვლები ბაკალავრებისთვის
2017 წლის შემოდგომის სემესტრი – საზოგადოებასთან ურთიერთობის საფუძვლები ბაკალავრებისთვის