ბიზნესის სკოლის
აკადემიური პერსონალი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ასოცირებული პროფესორი, ეკონომიკის მიმართულება





მაია გრიგოლიას აქვს ცხრაწლიანი სწავლების გამოცდილება როგორც კერძო, ისე სახელმწიფო უნივერსიტეტებში. სხვადასხვა დროს ის ასწავლიდა ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში (ISET), ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კავკასიის უნივერსიტეტში, ქართულ-ამერიკულ და საქართველოს უნივერსიტეტებში. მ. გრიგოლია ასწავლიდა შემდეგ საგნებს: ეკონომიკური პოლიტიკა, ეკონომიკის პრინციპები, მაკროეკონომიკა 1&2, სტატისტიკა ბიზნესისა და ეკონომიკისთვის, მონაცემთა ანალიზი და ბიზნესმოდელირება. ის ასწავლიდა საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურების როგორც ქართულენოვან, ასევე ინგლისურენოვან პროგრამებზე. მაია გრიგოლიას ა აქვს ტრეინინგების ჩატარების რამოდენიმე წლიანი გამოცდილებაც. 2009 წლიდან მოყოლებული ხელმძღვანელობდა და ატარებდა ტრენინგებს ეკონომიკაში ფინანსური ინსტიტუტებისთვის (თიბისი ბანკი, პროკრედიტ ბანკი, საქართველოს ბანკი), ბიზნესასოციაციებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის.

მაია გრიგოლიას გამოცდილება ითვლის სხვადასხვა მოცულობისა და შინაარსის წარმატებით განხორციელებულ პროექტებს. იგი თანამშრომლობდა ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორებიც არის: USAID, აზიის განვითარების ბანკი (ADB), ღია საზოგადოება (OSI), მსოფლიო ბანკი და სხვ.

მაია გრიგოლია ამჯერად არის ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი. მას აქვს როგორც რაოდენობრივი, ასევე ხარისხობრივი კვლევის გამოცდილება. მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს მაკროეკონომიკას, ფინანსურ ბაზრებს, ფინანსურ განათლებას და კერძო სექტორის განვითარების პოლიტიკას. მას აქვს რამდენიმე კვლევითი პუბლიკაცია, მათ შორისაა: „სახელმწიფო დანახარჯები განათლებასა და ჯანდაცვაზე ფინანსურ კრიზისამდე და ფინანსური კრიზისის შემდეგ“, „ნოუ-ჰაუს გადაცემა მცირე და საშუალო ბიზნესისათვის საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში“, „მცირე და საშუალო ბიზნესის პოლიტიკის ინდექსი: აღმოსავლური პარტნიორობის ქვეყნები“.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

  • მაკროეკონომიკა
  • კერძო სექტორის განვითარების პოლიტიკა
  • ფინანსური ბაზრები
  • ფინანსური განათლება და ფინანსებზე ხელმისაწვდომობა

  • “Transfer of Know-How to Small and Mid-Size Businesses in Georgia, Moldova and Ukraine. White Paper: Georgia”, White Paper: Georgia (September 17, 2015). Available at SSRN: 

http://papers.ssrn.com/sol3/papers.cfm?abstract_id=2662058

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

  • ეკონომიკის პრინციპები, 2017 შემოდგომის სემესტრი, საბაკალავრო
  • ეკონომიკური პოლიტიკა, 2017 შემოდგომის სემესტრი, სამაგისტრ
სალექციო კურსი პერიოდი საფეხური
მაკროეკონომიკა 1 სექტემბერი, 2010 – აგვისტო, 2016 საბაკალავრო
მაკროეკონომიკა 2 გასაფხულის სემესტრი, 2015 საბაკალავრო
ეკონომიკის პრინციპები იანვარი, 2008 – აგვისტო, 2015 საბაკალავრო
შესავალი ეკონომიკაში (ინგლისურ ენაზე) სექტემბერი, 2010 – აგვისტო, 2012 სამაგისტრო
სტატისტიკა ბიზნესისა და ეკონომიკისთვის სექტემბერი, 2008 – აგვისტო, 2010 საბაკალავრო
მონაცემთა ანალიზი და ბიზნესმოდელირება სექტემბერი, 2008 – აგვისტო, 2010 საბაკალავრო