ასოცირებული პროფესორი, მათემატიკის მიმართულებით
ნინო მანჯავიძემ 1970 წელს დაამთავრა ვ. კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა-ინტერნატი. 1975 წელს წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. 1976-2001 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნ. მუსხე¬ლიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშ¬რომ¬ლად. 1990-2014 წლებში იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის №63 უმაღლე¬სი მათემატიკის კათედრის ასისტენტი/ასოცირებული პროფესორი. 2002-2004 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. რაზმაძის მათემატიკის ინსტი¬ტუტის სამეცნიერო ხარისხის მაძიებელი. 2004 წელს დაიცვა საკან¬დიდატო დისერტაცია. არის ნამდვილი და კომპლექსური ანალიზის სპეცია¬ლის¬ტი. შესრულებული აქვს 23 სამეცნიერო სტატია, რომელთა უმრავლესობა გამოქვეყნებულია წამყვან მათემატიკურ ჟურნალებში და ერთი მონოგრაფია (თანაავტორებთან ერთად). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობს 2008 წლიდან. 2014 წლიდან დღემ¬დე არის ილიას სახელმწიფო უნივერსი¬ტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერება¬თა და საინჟინრო ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.
რჩეული პუბლიკაციები
წიგნები
მიმდინარე სალექციო კურსები |
სალექციო კურსების კატალოგი |
---|---|
|
საბაკალავრო კურსი |