ბიზნესის, ტექნოლოგიის და განათლების
ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით,ასისტენტ-პროფესორი





გიორგი მაჭავარიანი დაიბადა 1986 წელს ქალაქ თბილისში.

2003 წელს წარმატებით დაასრულა 115-ე საჯარო სკოლა და იმავე წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე.

2007 წელს გიორგი მაჭავარიანმა წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის საფეხური საერთაშორისო ბიზნესის მართვის სპეციალობით.

2007-2009 წლებში სწავლობდა ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) მაგისტრატურის 2-წლიან კურსზე და მიიღო ეკონომიკის მაგისტრის ხარისხი.

2010-2012 წლებში სწავლობდა ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის (CEU) მაგისტრატურის 2-წლიან კურსზე და მიიღო მაგისტრის ხარისხს ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით.

2012-2013 წლებში მუშაობდა ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის კვლევით ცენტრში (ISET-PI) ეკონომიკურ მკვლევრად.

2013-2022 წლებში მუშაობდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში კლიმატის ეკონომისტად. ამ პერიოდში გახდა გაეროს ექსპერტი კლიმატის ცვლილებასთან (გლობალური დათბობა) დაკავშირებული დოკუმენტების გადახედვის მიმართულებით.

2023 წლიდან დღემდე მუშაობს ფინანსთა სამინისტროში მაკროეკონომისტად მაკროეკონომიკური ანალიზისა და ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტში.

გიორგი მაჭავარიანი არ არის დაოჯახებული.

არ არის ნასამართლევი.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

გიორგი მაჭავარიანის სამეცნიერო-კვლევითი ინტერესებია: ფინანსები, მაკროეკონომიკა, ფისკალური პოლიტიკა, საგადასახადო სისტემები, მონეტარული პოლიტიკა.

პუბლიკაციების ვრცელი სია

„დანერგე მომავალი“ პროექტის შეფასება საქართველოში, 2021, Open Agriculture;

„ახალგაზრდა მეწარმის“ მხარდაჭერის პროგრამის შეფასება: საქართველოს შემთხვევა, 2021, ბიზნესისა და მენეჯმენტის ღია ჟურნალი;

III. საპენსიო რეფორმის შესაძლო გავლენების შეფასება საქართველოში, 2020, სეუ-ის სამეცნიერო ჟურნალი;

მონეტარული პოლიტიკის გადაცემის მექანიზმები და მათი პოტენციური ეფექტები პერსონალურ და ბიზნესფინანსურ გადაწყვეტილებებზე, 2019, სეუ-ის სამეცნიერო ჟურნალი.

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

  • მმართველობითი აღრიცხვა;
  • ფინანსური მენეჯმენტის საფუძვლები;
  • ფინანსური მენეჯმენტის საფუძვლები (ENG);
  • მმართველობითი აღრიცხვა
  • მმართველობითი აღრიცხვა;
  • მმართველობითი აღრიცხვა (ENG);
  • ფინანსური მენეჯმენტის საფუძვლები;
  • ფინანსური მენეჯმენტი (MPA)

ფინანსური მენეჯმენტის საფუძვლები (2015-2024 წწ., ბაკალავრი), მმართველობითი აღრიცხვა (2015-2024 წწ., ბაკალავრი), ფინანსური რისკების მენეჯმენტი (2022-2024 წწ, ბაკალავრი), ევროკავშირის ინტეგრაციის ეკონომიკა (2022-2023 წწ., მაგისტრატურა), ფინანსური მენეჯმენტი (2018-2021 წწ., ბაკალავრი), კორპორაციის ფინანსები ((2018-2021 წწ., ბაკალავრი), ეკონომიკის პრინციპები: მაკროეკონომიკა (2013-2018 წწ., ბაკალავრი), ეკონომიკის პრინციპები: მიკროეკონომიკა (2013-2018 წწ., ბაკალავრი)