პროფესორი, კომპიუტერული და ელექტრონული ინჟინერიის მიმართულებით
ნანა დიხამინჯია ფლობს დოქტორის ხარისხს გამოყენებით მათემატიკაში, რომელიც მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2012 წლამდე იგი მუშაობდა საკონსულტაციო ცენტრ „გეოგრაფიკში“ გეოსაინფორმაციო სისტემების ექსპერტად და ი. ვეკუას სახელობის თსუ გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში მკვლევარად. კითხულობდა ლექციებს სოხუმის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტებში. 4 წელი იმუშავა მისურის მეცნიერებათა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ელექტრული და კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტში, როგორც მოწვეულმა ასისტენტ მკვლევარ-პროფესორმა. ამჟამად ის მუშაობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, როგორც კომპიუტერული და ელექტრული ინჟინერიის პროფესორი და კომპიუტერული ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამების ხელმძღვანელი და ასევე ასწავლის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს კომპიუტერული და ელექტრული ინჟინერიის პროგრამებზე. ნანა დიხამინჯია არის სილიკონის ველზე მოქმედი კომპანიის „Signal Clear Solutions“ თანადამფუძნებელი და აწარმოებს ერთობლივ სამეცნიერო კვლევებს მისურის ელექტრომაგნიტური თავსებადობის ლაბორატორიასთან. ის არის IEEE, WIE და AMS პროფესიული ორგანიზაციების წევრი, მუშაობდა IEEE EMC Transactions ჟურნალის ასოცირებულ რედაქტორად და რეცენზირებას უწევს სხვადასხვა ჟურნალების და კონფერენციების სამეცნიერო ნაშრომებს. იგი ასევე არის საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტი და ჩართულია საინფორმაციო ტექნოლოგიების, გეოსაინფორმაციო სისტემებისა და განათლების პროექტებში, როგორც კონსულტანტი. ნანა დიხამინჯია ხშირად მოხალისეობრივად მონაწილეობს საგანმანათლებლო აქტივობებში ტექნოლოგიებითა და ინჟინერიით ახალგაზრდების, განსაკუთრებით კი გოგონების დაინტერესების კუთხით.
ელექტრომაგნიტური თავსებადობა, სიგნალის მთლიანობა, მრავალდონიანი სიგნალი, მანქანური დასწავლა, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება განათლებაში
რჩეული პუბლიკაციები
პუბლიკაციების ვრცელი სია
მიმდინარე სალექციო კურსები |
სალექციო კურსების კატალოგი |
---|---|
შესავალი დაპროგრამებაში (2018-2019, მეორე სემესტრი), სიგნალები და სისტემები (2018-2019, მეორე სემესტრი), ციფრული სიგნალის დამუშავება (2018-2019, მეორე სემესტრი) |
შესავალი დაპროგრამებაში (2017-2018), უკუკავშირის საკონტროლო სისტემები (2018-2019), კრიპტოგრაფია (2017), სისტემური დაპროგრამება (2017), სიგნალები და სისტემები (2014-2017), რიცხვითი მეთოდები (2011-2012) |