ბიზნესის სკოლის
აკადემიური პერსონალი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიზნესის სკოლა, ასოცირებული პროფესორი





ნატალია შელეგიამ 2002 წელს დაამთავრა „ნიუ-ინგლანდ კოლეჯი“ (New Englad College) და მოიპოვა ბაკალავრის წოდება ხელოვნების დარგში. ხოლო მეორადი სპეციალობა (minor) მიიღო პოლიტიკურ მეცნიერებაში. 2003 წელს დაამთავრა New Englad College-ს ბიზნესის ფაკულტეტი და მოიპოვა მაგისტრის წოდება ბიზნესის და ორგანიზაციული მართვის დარგში. 2015 წელს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში თანამედროვე ინფორმაციული კულტურის მიმართულებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „თანამედროვე საკომუნიკაციო სივრცე და საქართველოს ეროვნული მუზეუმი“ და მიიღო კულტურის კვლევების დოქტორის ხარისხი.
2002-2004 წლებში მუშაობდა აშშ-ის სასწავლო დაწესებულებების (New Englad College და Mansfield University) სტუდენტების მიმღებ ოფისში საერთაშორისო ურთიერთობის კონსულტანტად. 2004-2009 წლებში მუშაობდა კერძო სექტორში („საქართველოს ბანკი“, ბანკი „ქართუ“, „ტექს ჯგუფი“, „სარკე კონსალტინგი“) მარკეტინგისა და გაყიდვების სპეციალისტად.
2009-2013 წლებში იყო საქართველოს ეროვნული მუზეუმის კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
2007-2009 წლებში ასწავლიდა ESM-ში (ამჟამად თავისუფალ უნივერსიტეტში), ხოლო 2010-2015 წლებში იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი. 2013 -2015 წლებში იყო ეკონომიკური კვლევების ცენტრის მკვლევარი. ხოლო 2015 წლიდან დღემდე მუშაობს ბიზნესის სკოლის ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

რჩეული პუბლიკაციები:

  • მამარდაშვილის კლუბი, ახალი იდენტობების ძიებანი, „გლობალიზმი, როგორც თანამედროვე კულტურის ვითარება და მუზეუმის როლი კომუნიკაციებში“. 2012
  • საქართველოს ეროვნული მუზეუმის მოამბე, „ბრენდ იდენტობის შექმნის ტექნოლოგია თანამედროვე დასავლური მუზეუმების მაგალითზე“, 2012
  • წიგნები
  • სტატიები ჟურნალებში
  • სტატიები გაზეთებში :

ჟურნალ „ფორბსის ბლოგები:

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

საბაკალავრო
• კულტურის მარკეტინგის საფუძვლები
• ბრენდინგის შესავალი
• პრაქტიკა კულტურის ორგანიზაციებში
სამაგისტრო
• კულტურის მარკეტინგი

საბაკალავრო
• ბრენდინგი (2015-2016 სასწავლო წელი)
• პრაქტიკა კულტურის ორგანიზაციებში (2015-2016 სასწავლო წელი)
სამაგისტრო
• ბრენდინგი (2015-2016 სასწავლო წელი)
• კულტურის მარკეტინგი II (2015-2016 სასწავლო წელი)