ბიზნესის სკოლის
აკადემიური პერსონალი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიზნესის სკოლის ასოცირებული პროფესორი, ჯანდაცვის მიმართულებით (2017 წლიდან)

ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელი (2011 წლიდან)





ნინო მახაშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი ფსიქიატრის დიპლომით; მას აქვს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორის წოდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. წლების მანძილზე ინტენსიურად იყო ჩართული სოციალური ფსიქიატრიისა და ფსიქოტრავმატოლოგიის სფეროში და, კლინიკური პრაქტიკის გარდა, მუშაობდა ისეთ მოწყვლად ჯგუფებთან, როგორებიცაა: დევნილები და ლტოლვილები, პატიმრები, ასევე – წამებისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციაზე. ბოლო ათწლეულში ნინო ფონდ „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისის“ გუნდთან ერთად ცდილობს კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის რეფორმის ხელშეწყობას პოლიტიკის, პროგრამების, საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების, შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვებისა და საჭიროებებზე დაფუძნებული სერვისების განვითარების გზით.

ნინო ხელმძღვანელობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქიკური ჯანმრთელობის რესურცენტრს, ამავე უნივერსიტეტის ფსიქიკური ჯანმრთელობის სამაგისტრო პროგრამის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლექტორია; 2017 წლიდან ის შეუერთდა ბიზნესსკოლის სადოქტორო პროგრამას თემზე დაფუძნებული მონაწილეობითი კვლევის (community-based participatory research) კურსით.

ნინო წლების განმავლობაში იყო ჟურნალის ”European Journal on Psychotraumatology” სარედაქციო საბჭოს წევრი (2010-2016); ტრავმული სტრესის შემსწავლელი ევროპის საზოგადოების (European Socioaty of Traumatic Stress) გამგეობის წევრი (2009-2013); არის ჯანმრთელობისა და უფლებების საერთაშორისო საზოგადოება „ადამიანის“ გამგეობის წევრი. მას, როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობის ექსპერტს, იწვევს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და ევროპის საბჭოს/პომპიდუს ჯგუფი. ნინო მახაშვილი ხელმძღვანელობს სუპერვიზიისა და კონსულტირების საქართველოს საზოგადოებას.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

ფსიქიკური ჯანმრთელობის (ფჯ) პოლიტიკა და სისტემები; ფსიქიკური აშლილობების ეპიდემიოლოგია; ადამიანის უფლებებით ინფორმირებული და მტკიცებულებაზე დაფუძნებული ფჯ დაცვა; ჯანდაცვის სისტემების კვლევა; ჯანდაცვის სამსახურების ხარისხი, ინოვაციური პროგრამების შეფასება; ასევე თემები: დეინსტიტუციონალიზაცია, სათემო სერვისები, ფსიქოსოციალური დახმარების სტრუქტურა (post-emergency psychosocial care), საჯარო რეფორმები პენიტენციურ და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში.

რჩეული პუბლიკაციები

Saxon, N. Makhashvili, I. Chikovani, M. Seguin, M. McKee, V. Patel, J. Bisson and B. Roberts Coping strategies and mental health outcomes of conflict-affected persons in the Republic of Georgia. Epidemiology and Psychiatric Sciences, Available on CJO 2016 doi:10.1017/S2045796016000019

Ivdity Chikovani, Nino Makhashvili, George Gotsadze, Vikram Patel, Martin McKee, Maia Uchaneishvili, Natia Rukhadze, Bayard Roberts (2015) Health service utilization among conflict-affected population in Georgia. PLOS ONE. 10(4):e0122673. DOI: 10.1371/journal.pone.0122673

Nino Makhashvili, Ivdity Chikovani, Martin McKee, Jonathan Bisson, Vikram Patel, Bayard Roberts (2014). Mental Disorders and their Association with Disability among Internally Displaced Persons and Returnees in Georgia. Journal of Traumatic StressVol. 27, Issue 5, pp 509–518. Article first published online: 16 OCT 2014 DOI: 10.1002/jts.21949

Zavradashvili N, Makhasvhili N, Eliashvili M, Zurlo K, Chkonia E. (2014) Assessing the need for a protected living environment among severely mentally ill adults in the republic of Georgia. Georgian Med News. Feb;(227):48-51. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/24632647

Makhashvili N, van Voren R (2013) Balancing Community and Hospital Care: A Case Study of Reforming Mental Health Services in Georgia. PLoS Med 10(1): e1001366. doi:10.1371/journal.pmed.1001366. http://www.plosmedicine.org/article/info%3Adoi%2F10.1371%2Fjournal.pmed.1001366

Makhashvili, N., Tsiskarishvili, L. & Drozdek, B. (2010). Door to the unknown: on large-scale public mental health interventions in post-conflict zones – experiences from Georgia in Traumatology: Culture and Trauma: Conceptual and Practical Considerations. Volume 16 Issue 4, December 2010. Edited by Mattar, S., Drožđek, B.& Figley, C. Sage Publications. New York. doi: 10.1177/1534765610388302. http://tmt.sagepub.com/content/16/4/63

იგნები (ავტორი, თანაავტორი, რედაქტორი)

Makhashvili, N. & Tsiskarishvili, L. (2007). Lost in the Desert – from Despair to Meaningful Existence. in Drozdek, B. & Wilson, J.P. (ed.) Voices of Trauma: Treating Survivors across Cultures; Springer Publishers, New York.

Sarjveladze N., Beberashvili Z.,, Javakhishvili J., Makhashvili, N. & Sarjveladze, N. (2014). Trauma and Psychological Support. Tbilisi (originally published in 2000; re-published in 2008 and 2009). GIP-T/Tbilisi.

Makhashvili, N. (Ed.) (2010). Basics of Psychotraumatology. GCRT -Tbilisi (Georgian language).

Makhashvili, N. (Ed.) (2005). Exploring Torture. GCRT-Tbilisi (Georgian, Russian and English languages)

A Way to Rights – a Handbook in Human Rights for the Secondary Schools /2002/ – Tbilisi (Georgian; also translated into Russian and Azerbaijan by NRC)

Sarjveladze N., Beberashvili Z.,, Javakhishvili J., Makhashvili, N. & Sarjveladze, N. (2001). Psychosocial Rehabilitation of Internally Displaced Persons. A Handbook Based on the Experience of Georgian NGOs. TUTU Publ., Istanbul, Turkey – In English, Russian & Azerbaijanian

პუბლიკაციების ვრცელი სია

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

სამაგისტრო პროგრამა – ფსიქიკური ჯანმრთელობა;

კურსები: ფსიქიკური ჯანმრთელობის თანამედროვე მიდგომები (შემოდგომის სემესტრი), შესავალი ფსიქოტრავმატოლოგიაში (გაზაფხულის სემესტრი), კატასტროფების მართვა (გაზაფხულის სემესტრი), ფსიქოტრავმის შედეგების მართვა (შემოდგომის სემესტრი), ციხის ფსიქიკური ჯანმრთელობა (შემოდგომის სემესტრი); მტკიცებულებაზე დაფუძნებული ფსიქიკური ჯანდაცვა: კვლევები ფსიქიკურ ჯანმრთელობაში (გაზაფხულის სემესტრი); დელიქვენტობის პრევენცია მოზარდებში (გაზაფხულის სემესტრი).

კურსები სემესტრი
Community-based participatory research 2018 წლის გაზაფხულის სემესტრი
მტკიცებულებაზე დაფუძნებული ფსიქიკური ჯანდაცვა: კვლევები ფსიქიკურ ჯანმრთელობაში 2018 წლის გაზაფხულის სემესტრი
დელიქვენტობის პრევენცია მოზარდებში 2018 წლის გაზაფხულის სემესტრი
ციხის ფსიქიკური ჯანმრთელობა 2016 წლის შემოდგომის სემესტრიდან
ფსიქიკური ჯანმრთელობის თანამედროვე მიდგომები. თემზე დაფუძნებული ფსიქიკური ჯანმრთელობა 2012 წლიდან შემოდგომის სემესტრი
შესავალი ფსიქოტრავმატოლოგიაში 2013 წლიდან გაზაფხულის სემესტრი
კატასტროფის შედეგად განვითარებული მასობრივი ტრავმის მენეჯმენტი 2013 წლიდან გაზაფხულის სემესტრი
ფსიქოტრავმის შედეგების მკურნალობა და მართვა შემოდგომის სემესტრი, 2013 წ-დან
ქეის-მენეჯმენტი 2012 წ.
ჯანდაცვის პროექტების მართვა 2012 წ.

ნინო მახაშვილი არის პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის კომიტეტის საკონსულტაციო საბჭოს წევრი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინსტროს ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკის განმსაზღვრელი საბჭოს წევრი, სახალხო დამცველის NPM/OPCAT-ის საკონსულტაციო საბჭოს წევრი