ასოცირებული პროფესორი, ეკონომიკის მიმართულებით
გიორგი პაპავამ 2012 წელს მიიღო სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრის წოდება ეკონომიკის მიმართულებით ჩიკაგოს უნივერსიტეტში. იგი ამავე უნივერსიტეტში ეკონომიკის სადოქტორო პროგრამის ფარგლებში მუშაობს თემაზე „სავაჭრო პოლიტიკა ლობიზმისა და ჰეტეროგენულად იგნორანტი ამომრჩევლების პირობებში“. გ.პაპავას 2008 წელს მიღებული აქვს ეკონომიკის მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ეკონომიკის სკოლაში – ISET.
იგი ხუთი წლის მანძილზე ჩიკაგოს უნივერსიტეტში იყო სასწავლო ასისტენტი საჯარო პოლიტიკის, სამართლისა და ეკონომიკის, საერთაშორისო ვაჭრობისა და ფინანსების კურსებზე.
გიორგის აქვს წარმატებული გამოცდილება ადგილობრივ თუ საერთაშორისო ორგანიზაციებში, სხვადასხვა პროექტში ეკონომიკური კონსულტანტისა და მკვლევრის პოზიციებზე. 2008-2009 წლებში ის მუშაობდა საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკური კვლევების დეპარტამენტში.
ილიას უნივერსიტეტში გიორგი პაპავა ხელმძღვანელობს ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვან პროგრამებს საბაკალავრო და მაგისტრატურის საფეხურებზე. ის პარალელურად უძღვება ეკონომიკის პრინციპებისა და მენეჯერული ეკონომიკის კურსებს.
მიმდინარე სალექციო კურსები |
სალექციო კურსების კატალოგი |
---|---|
|