ბიზნესის სკოლის
აკადემიური პერსონალი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მენეჯმენტი, ასისტენტ-პროფესორი





რესან ქიქავა არის სს „გამოფენების ცენტრის“ დირექტორი, 10-წლიანი მენეჯერული გამოცდილებით საბანკო, საკონსულტაციო, უძრავი ქონებისა და ნავთობპროდუქტებით საერთაშორისო ვაჭრობის მიმართულებებით. 2010-2013 წლებში რესანი მუშაობდა ქ. ლონდონში (დიდი ბრიტანეთი), ერთ-ერთ საერთაშორისო ტრეიდერულ კომპანიაში, რომელშიც ეკავა ჯერ რისკების მენეჯერი და შემდეგ – გენერალური დირექტორის თანამდებობა. სხვადასხვა წლებში რესან ქიქავა იყო ბრიტანული კომპანია Virgin-ის სტრატეგიული კონსულტანტი, აგრეთვე რამდენიმე საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის კონსულტანტი მენეჯმენტისა და საერთაშორისო ვაჭრობის მიმართულებებით. 2005-2006 წლებში იგი იყო  სამშენებლო კომპანია „იბერიის“ პროექტის დირექტორი, ხოლო 2003-2005 წლებში –  სს „თიბისი ბანკის“ კომერციული კრედიტების მენეჯერი.   

რესან ქიქავა ფლობს ლონდონის –  ”Imperial College London Business School”-ის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს და Imperial College-ის დიპლომს, აგრეთვე ESM-თბილისის ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს სახელმწიფოს მართვის სპეციალობით.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

მენეჯმენტი; ლიდერობა; სტრატეგიული მენეჯმენტი; ცვლილებების მართვა; სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციების ეფექტურობა

  • წიგნები
  • სტატიები ჟურნალებში
  • სტატიები გაზეთებში
  • პუბლიკაციების ვრცელი სია

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

  • ზოგადი მენეჯმენტი – 2017-2018/შემოდგომის სემესტრი/სამაგისტრო
  • ლიდერობა – 2017-2018/შემოდგომის სემესტრი/სამაგისტრო
  • სტრატეგიული მენეჯმენტი – 2017-2018/გაზაფხულის სემესტრი/სამაგისტრო

თანამედროვე მენეჯმენტი – 2016-2017/შემოდგომის სემესტრი/სამაგისტრო