ბიზნესის, ტექნოლოგიის და განათლების
ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ასოცირებული პროფესორი ფინანსებისა და საბანკო საქმის მიმართულებით





რევაზ გერაძე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში ბუნებრივი გაზის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეა. გასულ წლებში იგი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მაკროეკონომიკური ანალიზის სამსახურის უფროსის პოზიციას იკავებდა. რევაზი ფლობს ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის ხარისხს. მას ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში (ISET) მიღებული აქვს ეკონომიკის მაგისტრის ხარისხი და მაგდებურგის უნივერსიტეტში – საერთაშორისო ფინანსებისა და ეკონომიკის მაგისტრის ხარისხი. რევაზს აქვს სხვადასხვა უნივერსიტეტებში სწავლების ათწლიანი გამოცდილება. იგი აქტიურ კვლევით საქმიანობას ეწევა, ასევე, აქვეყნებს სტატიებს მიმდინარე ეკონომიკური პროცესების შესახებ.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

კვლევის ძირითადი მიმართულებები ფინანსური გლობალიზაციის პირობებში მცირე ზომის ღია ეკონომიკის ქვეყნებზე: საერთაშორისო ფინანსური კრიზისების გადადინების ეფექტებისა და სხვა საგარეო შოკების გავლენის შესწავლა.

პუბლიკაციები

  • გერაძე რ., „ფინანსური ლიბერალიზაციის გავლენა საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე“, საერთაშორისო რეფერირებადი და რეცენზირებადი სამეცნიერო პრაქტიკული ჟურნალი „ეკონომიკა და ბიზნესი“, N3, საქართველო, /2018/.
  • გერაძე რ., „ფინანსური ლიბერალიზაცია და ეკონომიკური ზრდა (საქართველოს მაგალითი)“, Ecoforum-საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი, Vol 6, No3, რუმინეთი /2017/.
  • გერაძე რ., „საკრედიტო სააგენტოების როლი და ფინანსური ლიბერალიზაციის გადადინების ეფექტები“, Sepike-საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი, Ed. 15, გვ. 62-66, საფრანგეთი /2017/.
  • „ფინანსური გლობალიზაციის ეკონომიკური შედეგები“, საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი „ახალი ეკონომისტი“, N4, საქართველო /2017/.
  • გერაძე რ., დუშუაშვილი თ., პატარაია ლ., „რა შეიძლება ვთქვათ საქართველოს ფინანსური სერვისების კლასტერზე?”, „საქართველოს ეკონომიკა“, საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი, საქართველო /2016/.
  • გერაძე რ., „საგარეო მონაწილეობა გარდამავალი ქვეყნების საბანკო სექტორებში”, „The open Society Scholarship Programs“, საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი,  N15, გვ. 19, 2012, აშშ /2012/.
    42 სტატია/ბლოგი, Forbes Georgia, /2015 – დღემდე/.

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

ეკონომიკის პრინციპები I (მიკროეკონომიკა): ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2019-2020 წლის გაზაფხულის სემესტრი, საბაკალავრო საფეხური;

ეკონომიკის პრინციპები II (მაკროეკონომიკა): ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2019-2020 წლის გაზაფხულის სემესტრი, საბაკალავრო საფეხური;

მენეჯერული ეკონომიკა: საქართველოს უნივერსიტეტი, 2019-2020 წლის გაზაფხულის სემესტრი, სამაგისტრო საფეხური.

ეკონომიკის პრინციპები I (მიკროეკონომიკა): ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საბაკალავრო საფეხური, 2017 წლიდან დღემდე;

ეკონომიკის პრინციპები II (მაკროეკონომიკა): ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საბაკალავრო საფეხური, 2019 წლიდან დღემდე;

ფინანსური აღრიცხვის პრინციპები I:  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საბაკალავრო საფეხური, 2013-2018 წლები;

მენეჯერული ეკონომიკა: საქართველოს უნივერსიტეტი, სამაგისტრო საფეხური, 2015 წლიდან დღემდე;

მიკროეკონომიკა I (საშუალო დონე): საქართველოს უნივერსიტეტი, საბაკალავრო საფეხური, 2016-2018 წლები;

ეკონომიკის პრინციპები I (მიკროეკონომიკა): საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი, საბაკალავრო საფეხური, 2017-2019 წლები;

ეკონომიკის პრინციპები II (მაკროეკონომიკა): საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი, საბაკალავრო საფეხური, 2017-2019 წლები;

კვლევის მეთოდები: საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი, სამაგისტრო საფეხური, 2017-2019 წლები.

კვლევის მეთოდები: კავკასიის უნივერსიტეტი, სამაგისტრო საფეხური, 2019 წლიდან დღემდე.

კორპორაციათა ფინანსები: ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საბაკალავრო საფეხური, 2016 წელი.