ბიზნესის, ტექნოლოგიის და განათლების
ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ასოცირებული პროფესორი მენეჯმენტის მიმართულებით





ანდრო რურუა არის ლიმერიკის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორი საინჟინრო და მეცნიერების მიმართულებით და უნივერსიტეტის ევროპათმცოდნეობის კვლევითი ცენტრის მენეჯმენტის საბჭოს წევრი. მას უკანასკნელი 18 წლის მანძილზე განხორციელებული აქვს მრავალი ინტერდისციპლინური და საერთაშორისო პროექტი განათლებისა და ეკონომიკური განვითარების სფეროებში. მათ შორის მონაწილეობდა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ჩამოყალიბების პროცესში ირლანდიის მოდელის გათვალისწინებით.

ანდრო რურუას საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვადასხვა ქვეყნის მთავრობასთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. მის მიერ განხორციელებული პროექტები დაფინანსებული იყო ევროკავშირის, ირლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ახალი ზელანდიის მთავრობის მიერ.

2001 – 2002 ტაოპოს რეგიონული განვითარების კომპანია, ახალი ზელანდია. ახალი ზელანდიის მთავრობის მიწვევით – პროექტი მოიაზრებდა ტაოპოში, ახალ ზელანდიაში, ახალი უნივერსიტეტისა და ტექნოლოგიური პარკის დაარსებას ლიმერიკის უნივერსიტეტის მოდელზე დაყრდნობით.

2003 – 2007 უნივერსიტეტისა და ინდუსტრიის ინტერაქციის პროგრამა, ლიმერიკის უნივერსიტეტი – უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციების იდენტიფიცირება, რომლებიც საჭიროა ირლანდიის შემდგომი ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფისთვის. მათი ასახვა ირლანდიის განათლების სისტემაში.

2005 – 2017 საქართველოს განათლების და ეკონომიკური განვითარების პროექტი – პროექტი დააფინანსა ირლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ითვალისწინებდა საქართველოს მთავრობასთან პარტნიორობით განათლების როლის დადგენას ეკონომიკური განვითარებისთვის ირლანდიური გამოცდილების გათვალისწინებით.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

  • მართვის თეორია – ადაპტური მართვის სისტემები
  • ეკონომიკური და რეგიონული განვითარება განვითარებად ეკონომიკებში
  • უნივერსიტეტებისა და მეწარმეობის ურთიერთკავშირი, განათლება ეკონომიკური განვითარებისთვის

პუბლიკაციები:

  • McQuade, E., and Rurua, A., A method for finding good values of adaptation gains, UKACC International Conference on Control 2008, University of Manchester, September 2008
  • Rurua A.and McQuade E., “Classroom of the future” , National Instruments Learning with LABVIEW academic seminar, London, UK, April 2004.
  • Joyce A., Rurua A. and McQuade E., “What is the use of Telelabs”,  SEFI 2004 annual conference: Golden opportunity for engineering education, Valencia, Spain, September, 2004.
  • McQuade E., Rurua A. and Joyce A., “Tells – a facility for web-based, remote real time laboratory experiments”, Designing the Science Laboratory for the School of Tomorrow: Advanced Technologies in Education seminar organized by the EU commission, Kefalonia, Greece, July 2004.
  • Dr. Andro Rurua, Prof. Eamonn McQuade; Achieving Economic Growth and Social Development Through Global Competitiveness. GESARI working papers.
  • Dr. Andro Rurua, Prof. Stephen O’Brien, Prof. Eamonn McQuade. “Stability and Performance of an Adaptive Controller”. 25th IET Irish Signals & Systems Conference 2014 and 2014 China-Ireland International Conference on Information and Communities Technologies (ISSC 2014/CIICT 2014)

წიგნები:

  • ავტომატიკა და ტელემექანიკა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამომცემლობა; 1998

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი