ბიზნესის, ტექნოლოგიის და განათლების
ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ასისტენტ-პროფესორი, მენეჯმენტი





საბა ჯაჯანიძე ფლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს. მისი ნაშრომი მიმოიხილავს საქართველოსთვის შეფუთვის ნარჩენების მართვის პოლიტიკის მიმართულებით სასურველ მოდელებსა და ევროპის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკებს. საბა ასევე ფლობს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხს.
საბა 2019 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორია მენეჯმენტის მიმართულებით. ამავდროულად, იგი არის საკონსულტაციო კომპანია ჯეპრას პროექტების მენეჯერი და საერთაშორისო პროექტების კოორდინატორი.
საბა ჯაჯანიძეს აქვს 10 წლიანი პროფესიული სამუშაო გამოცდილება საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორებში, პიარისა და მარკეტინგის, სტრატეგიული კონსალტინგის, ორგანიზაციული განვითარებისა და საქმიანობის შეფასების მიმართულებებში.
მისი გამოცდილება მოიცავს საერთაშორისო ორგანიზაციების (USAID, GIZ, UNDP) მიერ მხარდაჭერილი პროექტების ფარგლებში მკლევრის, კონსულტანტის, ტრენერისა და პროექტების მენეჯერის პოზიციებზე მუშაობას.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარება;
სტრატეგიული მენეჯმენტი;
ორგანიზაციის შესაძლებლობის შეფასება და გაძლიერება;
მარკეტინგი და სტრატეგიული ბრენდინგი;
ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები;

რჩეული პუბლიკაციები
„შეფუთვის ნარჩენების მართვის სასურველი სქემა საქართველოსთვის“, საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრი, 2016 (http://pprtc.iliauni.edu.ge/uploads/other/0/988.pdf)

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

მარკეტინგის საფუძვლები, 2018-2019 წ., გაზაფხულის სემესტრი, საბაკალავრო საფეხური

მარკეტინგის საფუძლვები, 2016-2017 წ., შემოდგომის სემესტრი – დღემდე, საბაკალავრო საფეხური