ბიზნესის, ტექნოლოგიის და განათლების
ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ასისტენტ-პროფესორი ეკონომიკის მიმართულებით

ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოადგილე





ლაშა ტაბატაძემ 2001 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატი მაკროეკონომიკის სპეციალობით. 2007 წელს – ამავე უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მაგისტრატურა ეკონომიკური პოლიტიკის სპეციალობით. 2016 წელს კი დაამთავრა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი და მიენიჭა ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის აკადემიური ხარისხი. 2016 წლიდან NGO – განათლების საერთაშორისო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორია, 2017 წლიდან – საერთაშორისო რეფერირებადი სამეცნიერო ჟურნალის The New Economist სარედაქციო კოლეგიის წევრი. 2019-დან არის ცირკულარული ეკონომიკის საგრანტო პროექტის მკვლევარი – Cost Action – Implementing Nature Based Solutions for Creating a Resourceful Circular City, CA17133. 2010-2016 წლებში იყო ფრიდრიხ-შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტისა (გერმანია) და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის მთავარი კოორდინატორი.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

მეწარმეობა, ცირკულარული ეკონომიკა, ევროკავშირის ეკონომიკური ინტეგრაცია, გლობალური ეკონომიკა, უმაღლესი საგანმანათლებლო მომსახურების ბაზარი

რჩეული პუბლიკაციები

  • Circular Economy, Problems and Challenges, The New Economist, International Scientific-Practical Journal, No1, (2022), Vol 16, Issue 3;
  • Circular Economy as Sustainable Development Paradigm, The New Economist, International Scientific-Practical Journal, No1, (2021), Vol 16, Issue1;
  • Перспективы мировой экономики во время пандемии ,,COVID-19“, The New Economist, International Scientific-Practical Journal, No3 (2020), Vol 15, Issue 2, http://www.neweconomist.com.ge/journal/archive/22;
  • Diversification of Funding Models of Higher Education Service Market in Georgia, European Scientific Journal, April, 2017, 12, No.10;https://eujournal.org/index.php/esj/article/view/8584;
  • Strategic Directions of Strengthening Competition on Higher Education Market of Georgia, European Scientific Journal, February, 2016 Vol.12, No.4; https://eujournal.org/index.php/esj/article/view/6988;

წიგნები

  • Strategy for Enhancing Competitiveness in Higher Education Service Market of Georgia, Monograph, Tbilisi, ,,Universal”, 2020, ISBN – 978-9941-26-642;

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

  • ეკონომიკის პრინციპები I (მიკროეკონომიკა);
  • ეკონომიკური აზროვნება (ENG);
  • პროექტების მენეჯმენტი ინჟინრებისთვის (ENG)
  • მიკროეკონომიკა, მაკროეკონომიკა, გლობალური ეკონომიკა, ბიზნესის საფუძვლები, ადამიანური რესურსების მართვა, 2008-2014/საბაკალავრო/სამაგისტრო

  • 2012-2013 წლებში საქართველოს პენიტენციარულ სისტემაში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში უძღვებოდა სხვადასხვა სასწავლო კურსს ქ.რუსთავის N5 იზოლატორში;
  • 2011 წელს საქართველოში ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების რეფორმის წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის ფარგლებში წარმატებით აქვს გავლილი რეზერვისტების მომზადების პროგრამა. გამოვლენილი სანიმუშო დისციპლინისა და საბრძოლო მომზადების პროგრამის ბრწყინვალედ ათვისებისათვის დაჯილდოებულია თავდაცვის სამინისტროს კრწანისის ეროვნული სასწავლო ცენტრის, 2008-ე ბატალიონის ქების სიგელით.