ბიზნესის სკოლის
აკადემიური პერსონალი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ასისტენტ პროფესორი მენეჯმენტის მიმართულებით





თამარ ჯინჭველაძე ჰოლანდიის ტვენტეს უნივერსიტეტის აკადემიური ხარისხის მფლობელია ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით. მას აქვს ადამიანური კაპიტალის მართვის 10 წელზე მეტი ხნის პრაქტიკული გამოცდილება როგორც საჯარო, კერძო, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში. მისი ინიციატივით განხორციელებულია არაერთი პროექტი HR პროცესების დახვეწისა და განვითარების მიმართულებით. ამჟამად თამარი საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს ჰოლდინგში – საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში – ხელმძღვანელობს ადამიანური რესურსების განვითარების საკითხებს. თამარი ასევე კონსულტაციას უწევს სხვადასხვა ორგანიზაციას ადამიანური რესურსების პოლიტიკის, სტრატეგიისა და პროცესების სწორად დაგეგმვისა და განხორციელების კუთხით.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

  • წახალისების სისტემების კვლევა და მისი გავლენა ორგანიზაციულ განვითარებაზე
  • სოციალური ქსელის როლი და ტალანტის მართვა
  • დამსაქმებლის ბრენდირება და ტალანტების მოზიდვა
  • გადინება და შენარჩუნების საკითხები
  • ფსიქოლოგიური კონტრაქტის შენარჩუნება, მისი გავლენა ორგანიზაციულ წარმატებაზე

“Knowledge Management, HR Practices and Innovation” 2009

“Managing intangibles and intellectual capital” 2008

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

პირადი ვებ გვერდი: https://www.linkedin.com/in/tamar-jinchveladze-5a20a415/