ბიზნესის სკოლის
აკადემიური პერსონალი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიზნესის ადმინისტრირება, ასოცირებული პროფესორი





2017 წელს მიენიჭა ბიზნეს ადმინისტირირების დოქტორის წოდება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.

2006-2008 წლებში სწავლობდა „თავისუფალ უნივერსიტეტში“ (ყოფილი ESM-თბილისი) და მიღებული აქვს ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის დიპლომი (MBA) მარკეტინგის მენეჯმენტის მიმართულებით.

1991-2001 წლებში სწავლობდა „კავკასიის უნივერსიტეტში“ (ყოფილი „კავკასიის ბიზნესის სკოლა“). მიღებული აქვს ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის (BBA) დიპლომი მარკეტინგის მენეჯმენტის სპეცილობით. 2001-2005 წლებში გაიარა სამაგისტრო პროგრამა ამავე უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის დიპლომის (MBA) მოსაპოვებლად მარკეტინგის მენეჯმენტის მიმართულებით.  

200-2001 წლებში გაცვლითი სტუდენტის სტატუსით იმყოფებოდა „მიურეის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ (აშშ) ბიზნესსკოლაში.

1997-2002 წლებში სწავლობდა „ეკონომიკურ ურთიერთობათა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში“ სპეციალობით საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების მენეჯმენტი.

2009 წლიდან დღემდე მუშაობს ს.ს. „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიაში“ პერსონალის სწავლებისა და განვითარების განყოფილების უფროსის პოზიციაზე. 2015 წლიდან დღემდე არის ამავე კომპანიის შიდა აუდიტორი ხარისხის მართვის მიმართულებით (ISO 9001:2015).

2015-დან დღემდე მუშაობს საკონსულტაციო კომპანია „ბრენდორ კონსალტინგში“ სწავლებისა და განვითარების (L&D) მიმართულებით, როგორც ტრენერი, კონსულტანტი და ქოუჩი.

2002-2004 წლებში მუშაობდა „თბილუნივერსალბანკში“ გაყიდვებისა და მომხმარებელთა მომსახურების მენეჯერად.  

2007-2009 წლებში ESM ბიზნესის სკოლაში საბაკალავრო პროგრამაზე ასწავლიდა მარკეტინგის მენეჯმენტს. 2007-2012 წლებში კი უძღვებოდა მარკეტინგის კურსს CAC-ში.  

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

მომსახურების მარკეტინგი, მომსახურების ხარისხი, მომხმარებელთა ქცევა, კომუნიკაცია.

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

  • გაყიდვების მენეჯმენტი – 2017 წლის შემოდგომის სემესტრი, საბაკალავრო საფეხური;
  • მარკეტინგის მენეჯმენტი – 2017 წლის შემოდგომის სემესტრი, სამაგისტრო საფეხური.
  • მარკეტინგის პრინიპები – 2017 წლის გაზაფხულის და 2016 წლის შემოდგომის სემესტრები, საბაკალავრო საფეხური.
  • გაყიდვების მენეჯმენტი –  2017 წლის გაზაფხულის სემესტრი.

https://www.linkedin.com/in/tamarmagalashvili