ბიზნესის სკოლის
აკადემიური პერსონალი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიზნესის სკოლა, ფინანსები და საბანკო საქმე, ასოცირებული პროფესორი.





თეიმურაზ გოგსაძე ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორია. ხარისხი მიენიჭა 2016 წელს დისერტაციისათვის – „ვალდებულებების შესრულება: ქცევითი ეკონომიკური მიდგომა“ (ლესტერის უნივერსიტეტი, გაერთიანებული სამეფო).

თეიმურაზი 2005-2009 წლებში სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში და მიღებული აქვს ეკონომიკის ბაკალავრის დიპლომი. 2011 წელს მიენიჭა ეკონომიკის მაგისტრის ხარისხი ამავე უნივერსიტეტთან არსებული ეკონომიკის საერთაშორისო სკოლამ (ISET).

2011-2012 წლებში თ. გოგსაძე იყო ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო პოლიტიკის დეპარტამენტის საერთაშორისო დაბეგვრის სამმართველოს სპეციალისტი. ამჟამად იგი ეწევა აკადემიურ საქმიანობას და მუშაობს სხვადასხვა ეკონომიკურ პროექტზე.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

ქცევითი გადაწყვეტილების თეორია; რისკისა და დროითი პრეფერენციების ურთიერთდამოკიდებულება; სოციალური პრეფერენციები და სოციალური ნორმები; ფსიქოლოგიური თამაშთა თეორია; ქცევითი ფინანსები.

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

მენეჯერული ეკონომიკა: 2017-2018 სასწავლო წელი, მე-3 სემესტრი – სამაგისტრო კურსი;

ინვესტიციები: 2017-2018 სასწავლო წელი, მე-7 სემესტრი – საბაკალავრო კურსი;

მიკროეკონომიკის პრინციპები: 2017-2018 სასწავლო წელი, 1-ლი სემესტრი – საბაკალავრო კურსი (ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა/ISET).

მაკროეკონომიკის პრინციპები: 2016-2017 სასწავლო წელი, მე-2 სემესტრი – საბაკალავრო კურსი;

ფინანსების პრინციპები: 2013-2014 სასწავლო წელი, მე-2 სემესტრი –სამაგისტრო კურსი (ლესტერის უნივერსიტეტი, გაერთიანებული სამეფო); 2016-2017 სასწავლო წელი, მე-5 სემესტრი – სამაგისტრო კურსი (ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა/ISET);

ქცევითი ეკონომიკა: 2016-2017 სასწავლო წელი, მე-8 სემესტრი – საბაკალავრო კურსი (შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი/IBSU).