ბიზნესის, ტექნოლოგიის და განათლების
ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ასისტენტ-პროფესორი, კერძო მეთოდიკები





ასისტენტ-პროფესორი თინათინ კიღურაძე მუშაობს ქართულის, როგორც მეორე ენისა და გერმანული ენის მასწავლებლის მომზადების პროგრამებზე, კითხულობს ლექციებს გერმანისტიკის პროგრამებზე ენათმეცნიერების მიმართულებით საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურებზე.
2010-2017 წწ. ის ჩართული იყო „ქართულ ენაში მომზადებისა და ინტეგრაციის“ პროგრამის განვითარებასა და მართვაში, ახალი მასალების შემუშავებითა და პროგრამისთვის ახალი კადრების მომზადების ჩათვლით.
მისი ამჟამინდელი ინტერესის სფეროს, ქართულის, როგორც მეორე/უცხო ენისა და გერმანული ენის სწავლებასთან ერთად, განეკუთვნება „ენისა და საგნის ინტეგრირებული სწავლება“ (CLIL).
2013-2016 წწ. ჩართული იყო შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ძველი და თანამედროვე ქართული ენის სასწვლო ონლაინ-პლატფორმის შექმნაში.
2012-2016 წწ. TEMPUS-DIMTEGU პროექტის ფარგლებში ჩართული იყო სამაგისტრო საფეხურისთვის მულტილინგვური განათლების მასწავლებლის პროგრამისა და ცალკეული კურსების შემუშავებაში.
2014-2017 წწ. ის იყო ქართულის, როგორც მეორე ენის ექსპერტ-კონსულტანტი მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში, სადაც მუშაობდა არაქართულენოვან სკოლებში ქართული ენის სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე და გრძელვადიან ტრენინგებს უტარებდა არაქართულენოვანი სკოლების ქართული ენის მასწავლებლებს blended learning (ონლაინ + პირისპირ) ფორმატში.
2009-2016 წწ. ჩართული იყო განათლების სამინისტროს სხვადასხვა პროექტში, მათ შორის პროექტ „ირბახში“, რომლის ფარგლებშიც მის ავტორობითა და თანაავტორობით შეიქმნა მეთოდური და ახალ მეთოდებზე დამყარებული სასწავლო სახელმძღვანელოები ქართულის, როგორც უცხო ენის სფეროში.
სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები სავალდებულო ველია; სასურველია, ჩამოწერილი იყოს მოკლედ. მეორე და უცხო ენის ათვისება, ენისა და საგნის ინტეგრირებული სწავლება, მასწავლებლის განათლება, ქართულის, როგორც მეორე და უცხო ენის სწავლება, გერმანული ენის სწავლება, ქართველური და გერმანული ენათმეცნიერების სემანტიკა, პრაგმატიკა

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

პუბლიკაციების ვრცელი სია

  • Kiguradze, T. 2016. Ernstfall nach dem Rückwärtsplanungsprinzip – Realitätsnahe mündliche Kommunikation im Unterricht. Conference Proceedings IDT 2013, Volume 7, Bozen-Bolzano Universitz Press, p. 75 („რეალისტური შემთხვევა“ უკუდაგეგმარების პრინციპით – რეალობასთან მიახლოებული ზეპირი კომუნიკაცია გაკვეთილზე).
  • კიღურაძე , ., ქუთათელაძე, ე. 2017, „აღმართი“, ქართული ენის სახელმძღვანელო უცხოელი შემსწავლელებისთვის, დონე B2+. შემსწავლელის წიგნი, სავარჯიშოების რვეული, მასწავლებლის წიგნი. საქართველოს განათლებისა და მეცნიერებათა სამინისტრო. http://geofl.ge/#!/page_saxelmdzvanelo
  • კიღურაძე , ., ქუთათელაძე, ე. 2016, „აღმართი“, ქართული ენის სახელმძღვანელო უცხოელი შემსწავლელებისთვის, დონე შემსწავლელის წიგნი, სავარჯიშოების რვეული, მასწავლებლის წიგნი. საქართველოს განათლებისა და მეცნიერებათა სამინისტრო. http://geofl.ge/#!/page_saxelmdzvanelo
  • კიღურაძე, თ, ქუთათელაძე, ე. 2015, „აღმართი“, ქართული ენის სახელმძღვანელო უცხოელი შემსწავლელებისთვის, დონე შემსწავლელის წიგნი, სავარჯიშოების რვეული, მასწავლებლის წიგნი. საქართველოს განათლებისა და მეცნიერებათა სამინისტრო. http://geofl.ge/#!/page_saxelmdzvanelo
  • კიღურაძე, თ, ქუთათელაძე, ე. 2016, „აღმართი“, ქართული ენის სახელმძღვანელო უცხოელი შემსწავლელებისთვის, დონე A2+. შემსწავლელის წიგნი, სავარჯიშოების რვეული, მასწავლებლის წიგნი. საქართველოს განათლებისა და მეცნიერებათა სამინისტრო http://geofl.ge/#!/page_saxelmdzvanelo
  • კიღურაძე, თ, ქუთათელაძე, ე. 201 ქართულის, როგორც უცხო ენის, სწავლების მეთოდიკა. თეორიული კურსი და პრაქტიკული დავალებები. საქართველოს განათლებისა და მეცნიერებათა სამინისტრო. http://geofl.ge/#!/page_metodic
  • კიღურაძე, თ, ქუთათელაძე, ე. და სხვ. ეპიზოდები. ვიდეოფილმებზე აგებული დამატებითი სასწავლო მასალები ქართული ენის შემსწავლელთათვის. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
  • თამარ ბაქრაძე, თინათინ კიღურაძე და სხვ. ნენე, დუდუ და წიკო. ქართული ენა ქართული ენა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის [კომპლექტი]. საქართველოს განათლებისა და მეცნიერებათა სამინისტრო http://el.ge/ge/books/read/154/ (ბავშვის ალბომი), http://el.ge/ge/books/read/155/ (სამუშაო წიგნი), http://el.ge/ge/books/read/156/ (მასწავლებლის წიგნი).
  • კიღურაძე, თ. 2011. სტატიკური განზომილებიანი ზმნები ქართულ ენაში. კადმოსი, გვ. 207-226
  • კიღურაძე, თ. 2011. ქართულის, როგორც მეორე ენის თანამედროვე სახელმძღვანელოების მეთოდური ანალიზი. კონფერენცია სახელმწიფო ენის საკითხებზე, თბილისი: თსუ „უნივერსალი“, გვ. 152.
  • კიღურაძე, თ. 2006. პერფექტის განვითარების წყაროები და საფეხურები (ინგლისური, გერმანული, ქართული ენის და ჩრდილო-რუსული დიალექტის საფუძველზე). კავკასიის მაცნე, N14, გვ. 319-329
  • კიღურაძე, თ. 2005. ენობრივი კოდის ცვლა ქართულენოვან გარემოში. კავკასიის მაცნე, N3, გვ. 211-217

 

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

  • სამეტყველო უნარ-ჩვევების სწავლება (ქართული, როგორც მეორე/უცხო ენა), 2011 წლიდან, საბაკალავრო საფეხური;
  • ენობრივი სისტემის ასპექტების სწავლება (ქართული, როგორც მეორე/უცხო ენა), 2011 წლიდან, საბაკალავრო საფეხური;
  • ქვეყანათმცოდნეობის დიდაქტიკა (ქართული, როგორც მეორე/უცხო ენა), 2011 წლიდან, საბაკალავრო საფეხური;
  • ტესტებზე მუშაობა და ევალუაცია (ქართული, როგორც მეორე/უცხო ენა), 2011 წლიდან, საბაკალავრო საფეხური;
  • გაკვეთილის დაგეგმვა და ჩატარება (ქართული, როგორც მეორე/უცხო ენა), 2011 წლიდან, საბაკალავრო საფეხური.
  • საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების სწავლება (ქართული, როგორც მეორე/უცხო ენა), 2016 წლიდან, სასერტიფიკატო პროგრამა;
  • ენობრივი სისტემის ასპექტების სწავლება (ქართული, როგორც მეორე/უცხო ენა), 2016 წლიდან, სასერტიფიკატო პროგრამა;
  • ინტერკულტურული სწავლება (ქართული, როგორც მეორე/უცხო ენა), 2016 წლიდან, სასერტიფიკატო პროგრამა;
  • ტესტებზე მუშაობა და ევალუაცია (ქართული, როგორც მეორე/უცხო ენა), 2016 წლიდან, სასერტიფიკატო პროგრამა;
  • პედაგოგიური პრაქტიკა (ქართული, როგორც მეორე/უცხო ენა), 2016 წლიდან, სასერტიფიკატო პროგრამა.
  • გერმანული, როგორც უცხოური ენა და მისი სწავლების სპეციფიკა. 2016/17 წლიდან, სასერტიფიკატო პროგრამა.
  • გერმანული ენათმეცნიერების შესავალი, 2016 წლიდან, გერმანისტიკის საბაკალავრო პროგრამა.
  • პრაგმატიკა, 2010 წლიდან, გერმანისტიკის სამაგისტრო პროგრამა.
  • სოციოლინგვისტიკა 2010 წლიდან, გერმანისტიკის სამაგისტრო პროგრამა.
  • სემანტიკა 2016 წლიდან, გერმანისტიკის სამაგისტრო პროგრამა.
  • ქართული ენის ინტეგრირებული კურსი 1 არაქართულენოვანი სტუდენტებისთვის (წინასაბაკალავრო საფეხური, 2010-2017 წწ.);
  • ქართული ენის ინტეგრირებული კურსი 2 არაქართულენოვანი სტუდენტებისთვის (წინასაბაკალავრო საფეხური, 2010-2017 წწ.);
  • ენა და კულტურათშორისი დიალოგი არაქართულენოვანი სტუდენტებისთვის (წინასაბაკალავრო საფეხური, 2010-2017 წწ.);
  • მედიაკურსი 1 არაქართულენოვანი სტუდენტებისთვის (წინასაბაკალავრო საფეხური, 2010-2017 წწ.);
  • მედიაკურსი 2 არაქართულენოვანი სტუდენტებისთვის (წინასაბაკალავრო საფეხური, 2010-2017 წწ.);
  • დარგობრივი ენის კურსი არაქართულენოვანი სტუდენტებისთვის (წინასაბაკალავრო საფეხური, 2010-2017 წწ.);
  • მინიპროექტები 1 არაქართულენოვანი სტუდენტებისთვის (წინასაბაკალავრო საფეხური, 2010-2017 წწ.);
  • მინიპროექტები 2 არაქართულენოვანი სტუდენტებისთვის (წინასაბაკალავრო საფეხური, 2010-2017 წწ.).
  • ქართული ენის კურსი უცხოელი სტუდენტებისთვის (2014-2015 წწ., სამაგისტრო საფეხური);
  • როგორ ვასწავლოთ ქართული, როგორც მეორე/უცხო ენა (2014-2015 წწ., საბაკალავრო საფეხური, ზოგადი მოდულის შესავალი კურსი).
  • ენობრივი პოლიტიკა მრავალეთნიკურ სახელმწიფოში (2010-2014 წწ., საბაკალავრო საფეხური, ინტერდისციპლინური კურსი);
  • საბაკალავრო სემინარი (2011-2013 წწ., საბაკალავრო საფეხური, ლინგვისტიკის მიმართულება);
  • ინტერნეტ-რესურსების გამოყენება უცხოური ენის გაკვეთილზე (2010-2012 წწ., სამაგისტრო საფეხური, მასწავლებლის მომზადების პროგრამა);
  • ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლება დაწყებით საფეხურზე (2010 წ., საბაკალავრო კურსი);
  • ახალი მედიების გამოყენება გერმანული ენის გაკვეთილზე (2009 წლიდან, საბაკალავრო საფეხური, გერმანული ენის მასწავლებლის მომზადების პროგრამა);
  • ტექსტებით და სახელმძღვანელოებით მუშაობა (2009-2010 წწ., საბაკალავრო საფეხური, მასწავლებლის მომზადების პროგრამა);
  • ენობრივი სისტემის ასპექტები და მათი როლი გერმანული ენის შესწავლისას (2009-20 წწ., საბაკალავრო საფეხური, გერმანული ენის მასწავლებლის მომზადების პროგრამა);
  • სამეტყველო უნარ-ჩვევების სწავლება გერმანული ენის შესწავლისას (2009-2010 წწ., საბაკალავრო საფეხური, გერმანული ენის მასწავლებლის მომზადების პროგრამა);
  • ქვეყანათმცოდნეობის დიდაქტიკა გერმანული ენის სწავლებისას (2009-2010 წწ., საბაკალავრო საფეხური, გერმანული ენის მასწავლებლის მომზადების პროგრამა);
  • გერმანული ენის პრაქტიკული კურსი მეთოდურ-დიდაქტიკური ანალიზით (2009-2013 წწ., სამაგისტრო საფეხური, გერმანული ენის მასწავლებლის მომზადების პროგრამა);

სალექციო კურსების დუსელდორფის ჰაინრიჰ ჰაინეს უნივერსიტეტში / გერმანია:

  • საბჭოთა კავშირის ენობრივი პოლიტიკა (დუსლედორფის ჰაინრიხ ჰაინეს უნივერსიტეტი, 2007/08 წლის ზამთრის სემესტრი, საბაკალავრო საფეხური, ზოგადი ენათმეცნიერების მიმართულება);
  • ქართული ენის სტრუქტურის კურსი 2 (დუსლედორფის ჰაინრიხ ჰაინეს უნივერსიტეტი / თსუ, 2006 წლის ზაფხულის სემესტრი, საბაკალავრო საფეხური, ზოგადი ენათმეცნიერების მიმართულება);
  • ქართული ენის სტრუქტურის კურსი 1 (დუსლედორფის ჰაინრიხ ჰაინეს უნივერსიტეტი, 2004/05 წლის ზამთრის სემესტრი, საბაკალავრო საფეხური, ზოგადი ენათმეცნიერების მიმართულება).