ბიზნესის სკოლის
აკადემიური პერსონალი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულება, სრული პროფესორი





თორნიკე გურულმა დაამთავრა ქემნიცის ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (გერმანია) და სხვადასხვა დროს სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მაინის ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტში. პარალელურად გაიარა საერთაშორისო ტრენერების სპეციალური განათლების სამწლიანი პროგრამა თეოდორ ჰოისის კოლეგიაში (გერმანია) და მოიპოვა კოლეგიის საერთაშორისო ტრენერის სტატუსი. სხვადასხვა დროს ასწავლიდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კავკასიის უნივერსიტეტში, თავისუფალ უნივერსიტეტში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში. თორნიკე გურული პრაქტიკოსი პედაგოგია და მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს მენეჯერულ პოზიციებზე კერძო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებში. სხვადასხვა დროს ის წამყვან პოზიციებზე მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, „სარკე ჯგუფში“, „ვისოლ ჯგუფში“, „საქართველოს ბანკში“, „პსპ ჯგუფში“. პროფესორების გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდა სამხრეთ კაროლინას უნივერსიტეტში (კოლუმბია, აშშ). საერთაშორისო ტრენერის სტატუსით, ჩატარებული აქვს 400-მდე ტრენინგი საქართველოსა და მსოფლიოს ათამდე ქვეყანაში.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR); ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები (IMC); კრიზისული კომუნიკაცია; მომხმარებელთან კომუნიკაცია

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

მაგისტრატურა

კომუნიკაციები (2015-2016 სასწავლო წელი)

საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგია და ტაქტიკა (2015-2016 სასწავლო წელი)

ანტიკრიზისული კომუნიკაცია (2015-2016 სასწავლო წელი)

შიდაორგანიზაციული პიარი (2015-2016 სასწავლო წელი)