ბიზნესის, ტექნოლოგიის და განათლების
ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ასოცირებული პროფესორი ეკონომეტრიკის მიმართულებით





დავით თუთბერიძეს 2005 წელს მიენიჭა ბაკალავრის, ხოლო 2007 წელს კი – მაგისტრის ხარისხი კომპიუტერულ მეცნიერებათა მიმართულებით, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2007-2009 წლებში იგი სწავლობდა ქ.ბუდაპეშტში, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში და მიენიჭა მაგისტრის ხარისხი ეკონომიკის მიმართულებით. 2018 წელს მან დაასრულა სადოქტორო პროგრამა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და მიენიჭა ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის ხარისხი. 2010 წლიდან იგი მუშაობს საქართველოს ეროვნულ ბანკში, მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე, მაკროეკონომიკური კვლევების განყოფილებაში. პარალელურად იგი კითხულობდა ლექციებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, კავკასიის უნივერსიტეტსა და ნიუ ვიჟენის უნივერსიტეტში. სალექციო კურსები მოიცავდა, სხვებთან ერთად, სტატისტიკას, ეკონომეტრიკას, რიცხვით ანალიზს, მაკროეკონომიკასა და მიკროეკონომიკას.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

ბაიეზიანური სტატისტიკა, ბაიეზიანური ვექტორ-ავტორეგრესიული (BVAR) მოდელები, დინამიური სტოქასტური ზოგადი წონასწორობის (DSGE) მოდელები, მონაცემთა მეცნიერებები, დიდი მონაცემები (Big Data)

სტატიები ჟურნალებში
„Macroeconomic Forecasting Using Bayesian Vector Autoregressive Approach”, Bulletin of Taras Shevchenko National University of Kyiv. Economics. გამოცემა #191
პუბლიკაციების ვრცელი სია
“The National Bank of Georgia’s Forecasting and Policy Analysis System”, https://www.nbg.gov.ge/index.php?m=648

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

  • ეკონომიკისა და ბიზნესის სტატისტიკის საფუძვლები

 

გამოთვლითი მათემატიკის მეთოდები, 2012/2013 – 2018/2019, სამაგისტრო
გადაწყვეტილების მიმღები სისტემები, 2018/2019, სამაგისტრო
მენეჯერული სტატისტიკა, 2017/2018, საბაკალავრო
ეკონომეტრიკა, 2012/2013 – 2017/2018, სამაგისტრო
რიცხვითი მეთოდები, 2012/2013 – 2017/2018, საბაკალავრო
დაპროგრამების ტექნოლოგიები, 2017/2018, სამაგისტრო
გამოყენებითი კრიპტოგრაფია, 2017/2018, სამაგისტრო
ფინანსური მათემატიკა, 2017/2018, სამაგისტრო
რისკების მართვა, 2017/2018, სამაგისტრო
დისკრეტული მათემატიკა, 2009/2010, საბაკალავრო
პროგრამირების ენები და პროგრამირება III, 2009/2010 – 2011/2012, საბაკალავრო
სკრიპტული ენები, 2009/2010 – 2011/2012, საბაკალავრო
შიგთავსის მართვის სისტემები (CMS), 2009/2010 – 2011/2012, საბაკალავრო
მენეჯერული ეკონომიკა, 2013/2014 – 2015/2016, სამაგისტრო (კავკასიის უნივერსიტეტი)
რიცხვითი ანალიზი, 2017/2018, საბაკალავრო (ნიუ ვიჟენის უნივერსიტეტი)