ბიზნესის, ტექნოლოგიის და განათლების
ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ინჟინერ-კონსტრუქტორი, ინჟინერიის აკადემიური დოქტორი, ასოცირებული პროფესორი





ალექსანდრე წაქაძე დაიბადა 1977 წლის 3 აგვისტოს ქ. სოხუმში. 1995 წ-ს დაამთავრა სკოლა და ჩაირიცხა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტზე, სადაც მიიღო უმაღლესი განათლება, ბაკალავრის, მაგისტრის და 2012 წელს აკადემიური დოქტორის ხარისხით. 2009 წლიდან დღემდე ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას სხვადასხვა უმაღლეს დაწესებულებაში, მათ შორის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეში, სამშენებლო ფაკულტეტზე, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში, ქ. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. ამჟამად პედაგოგიური საქმიანობით დაკავებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში. კითხულობდა სალექციო კურსს კონსტრუქციები; ქართულ-ამერიულ უნივერსიტეტში – რკინაბეტონისა და ლითონის კონსტრუქციებს. ასევე, აქტიურად იყო ჩართული საინჟინრო მოღვაწეობაში. გამოქვეყნებული აქვს 20-მდე სამეცნიერო პუბლიკაცია და ნაშრომი. 2004 წლიდან მონაწილეობას იღებს მრავალი სხვადასხვა, კერძო თუ სახელმწიფო დანიშნულების ობიექტების დაპროექტებაში.ხელმძღვანელობს შპს „ფორსი“-ს საპროექტო გუნდს (დირექტორი, მთავარი კონსტრუქტორი).

არის სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი განათლების ექსპერტი და საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ-კორესპოდენტი (2019 წლიდან).

ალექსანდრე წქაქაძის ავტორობითა და უშუალო მონაწილეობით განხორციელდა არაერთი სამოქალაქო თუ სამრეწველო შენობის ტექნიკური მდგომარეობის კვლევა, ასევე დაპროექტება – კომპიუტერულ გაანგარიშება დინამიურ და სტატიკურ ზემოქმედებებზე და პროექტირება.

 

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

  • ექსპლუატაციაში მყოფი შენობა-ნაგებობების ზღვრული მდგომარეობისა და ნარჩენი რესურსის კვლევა დაზიანებების გათვალისწინებით – გამომცემლობა ”ტექნიკური უნივერსიტეტი”, თბილისი, 2017;
  • შენობებისა და სამშენებლო კონსტრუქციების მონიტორინგის სახეები – სამეცნიერო-ტექნიკური ჟურნალი ”მშენებლობა” №1(32), თბილისი, 2014;
  • შენობა-ნაგებობების დეგრადაციის და რემონტის დაგეგმვის პროგნოზირება – სამეცნიერო-ტექნიკური ჟურნალი ”მშენებლობა” №1(32), თბილისი, 2014;
  • შენობა-ნაგებობების ზღვრული მდგომარეობის შესწავლა დაზიანებების გათვალისწინებით – სამეცნიერო-ტექნიკური ჟურნალი ”მშენებლობა” №2(21), თბილისი, 2011;
  • შენობა-ნაგებობების დეფორმაციების მონიტორინგის სისტემების დამუშავება – სამეცნიერო-ტექნიკური ჟურნალი ”მშენებლობა” №2(21), თბილისი, 2011;
  • თბოსაიზოლაციო სამუშაოები, მასალები და მათი გამოყენების მეთოდები – სამეცნიერო-ტექნიკური ჟურნალი ”მშენებლობა” №1(20), თბილისი, 2011;
  • შენობა-ნაგებობების დაზიანების მიზეზები და ავარიულობის ნიშან-თვისებები – გამომცემლობა ”ტექნიკური უნივერსიტეტი”, თბილისი, 2010;
  • დაზიანებული (ბზარებიანი) შენობა-ნაგებობების უსაფრთხოება, ბზარმედეგობის და მარაგის დადგენა – სამეცნიერო-ტექნიკური ჟურნალი ”მშენებლობა” №2(17), თბილისი, 2010.

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

  • გამოყენებითი მექანიკა;
  • რკინაბეტონის კონსტრუქციების პროექტირება (ENG)
  • შესავალი კონსტრუქციებში;
  • შესავალი საინჟინრო მასალებში (ENG)

კონსტრუქციები – სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, II კურსის I და II სემესტრი – საბაკალავრო;

ფოლადის, ალუმინის და მსუბუქი შენადნობების კონსტრუქციები – ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი , III კურსის I და II სემესტრი – საბაკალავრო;

რკინაბეტონის კონსტრუქციები – ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი , III კურსის I და II სემესტრი – საბაკალავრო;

ქართული სამშენებლო ნორმები და წესები – ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი , II კურსის I სემესტრი – საბაკალავრო;

სამშენებლო ევრონორმები – ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი , II კურსის II სემესტრი – საბაკალავრო;

მასალათა გამძლეობა – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, II კურსის I და II სემესტრი – საბაკალავრო;

შენობა-ნაგებობების დაზიანების მიზეზები და ავარიულობის ნიშან-თვისებები – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საბაკალავრო

ტექნიკური დიაგნოსტიკა (სპეცკურსი) – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამაგისტრო

კონსტრუქციების გაანგარიშება სასრულ ელემენტთა მეთოდით – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, IV კურსის I და II სემესტრი – საბაკალავრო

  • სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის სტუდიების პროექტირება;
  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკვეთით, საქართველოს დედაქალაქსა და სხავადსხვა რეგიონში (ფოთი, სამტრედია, წყალტუბო და ა.შ.), ადმინისტრაციული შენობების დაპროექტება;
  • ქ. რუსთავში მეტალურგიული ქარხნის რამდენიმე საამქროს გამოკვლევასა და კონსტრუქციულ გადაანგარიშება;
  • ქ. ბაქოში მაღლივი მრავალფუნქციური კომპლექსის შენობის მზიდი კონსტრუქციების კომპიუტერულ გაანგარიშებას დინამიურ და სტატიკურ ზემოქმედებებზე;
  • ქ. ფოთში, მშრალი ტვირთების გადამამუშავებელი საწარმო;
  • გუდაურისა და ბაკურიანს განვითარების ფარგლებში საპარკინგე ზონებისა და მიმდებარე ინფრასტრუქტურის პროექტები;
  • მრავალი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის, მაღლივი მრავალფუნქციური კორპუსის, რამოდენიმე სასტუმროსა და სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობების მზიდი კონსტრუქციების კომპიუტერულ გაანგარიშება დინამიურ და სტატიკურ ზემოქმედებებზე და პროექტირება.